top of page
MOM Friends.PNG

გოგი ძოძუაშვილი (გიტარა, ბას გიტარა, ვოკალი)

George Delon [AKA Goglik] (ვოკალი)

ლევან ჯავახიშვილი (კლავიში, გიტარა)

  • ჩაწერილია: თემო ნიკოლაიშვილის სტუდიაში

  • ჩაწერის წელი: 1995

  • მასტერინგი: გიორგი გვარჯალაძე (გვაჯი)

  • ლეიბლი: "Leno Records", 2021 წ.

  • ვიზუალური გაფორმება: George Delon

Mother On Mondays - Friends

ალბომის შესახებ

Mother On Mondays 90-იანი წლების ომგამოვლილ თბილისში, სამი განსხვევებული ჯგუფის გაერთიანებით ჩამოყალიბდა. სახელი ჯგუფს ფრენკ ზაპას სიყვარულით ერგო, თუმცა მუსიკალურად ისინი მიანც 80-იანი წლების ბრიტანული ჟღერადობისკენ იხრებოდნენ. ჯგუფის ძირითადი ფილოსოფია ერთი იყო - შეექმნათ სრულიად განსხვავებული და ექსცენტრული მუსიკა, რომელსაც იმ პერიოდის ჩანასახში მყოფი ქართული მუსიკალური სცენა სრულიად მოკლებული იყო. 1993 წელს სადებიუტო ალბომის „Clear & Cold”-ის გამოშვების და მოსკოვის ტურნეს შემდეგ, ჯგუფი ორმა წევრმა დატოვა, დარჩენილ სამკაციან შემადგენლობამ კი აღნიშნული დანაკლისის შევსება სინთეზატორის თბილი ჟღერადობის გამოყენებით გადაწყვიტა, რაც იმ პერიოდის ქართული მუსიკისთვის რისკიანი, ამავე დროს ერთ-ერთი პირველი მაგალითი აღმოჩნდა.
 

ასე დაიბადა “Friends” - ალბომი, რომელიც ჯგუფის იმ პერიოდის შემადგენლობისთვის უკანასკნელი აღმონდა, თუმცა წლების შემდეგ, ის ახალი თაობის მუსიკოსებისთვის და მსმენელისთვის კვლავ საკულტო სტატუსს ინარჩუნებს. გარეთ არსებულ სოციალურმა გარემომ, ვერაფერი დააკლო ჯგუფის შემოქმედებით პროცესს - მუსიკამ, რომელიც სამივეს ცხოვრების ძირითადი ინტერესი იყო, მათთვის ცალკე, ნათელი სამყარო შექმნა, სადაც არსებული მძიმე რეალობისთვის სივრცე არ რჩებოდა. სწორედ ამ ენერგეტიკითაა დამუხტული ალბომი „Friends“, რომელიც Pet Shop Boys-ის გავლენით, თუმცა სრულიად ქართული, ავთენტური იდეით ჩაიწერა და დღემდე რჩება ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მოდერნულ მუსიკალურ პროდუქტად

Mother On Mondays - Friends  (Vinyl 1x LP, Limited Edition)

Mother On Mondays Live 1994, Photos By Guram Tsibakhashvili

  • Instagram
  • Facebook
  • Bandcamp

© 2022 Georgian Music Legacy Collection

bottom of page