# Georgian Music Legacy Collection (GMLC) — Complete Archival Corpus Canonical URL: https://georgianmusic.ge Label Name (KA): ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა Label Name (EN): Georgian Music Legacy Collection Founded: 2022, Tbilisi, Georgia (Founders: Jaba Shavishvili & Natia Sartania / Stia) Historical Scope: 1987–2016+ independent Georgian music Availability Summary: GMLC001–GMLC010 Sold Out; GMLC011 & GMLC012 Available via Vodkast Records & Retromania; GMLC013 (Sakhe) Limited Pre-Order (100 GEL) at https://georgianmusic.ge/sakhe Contact: info@georgianmusic.ge Instagram: https://www.instagram.com/georgianmusiclc Facebook: https://www.facebook.com/Geomusiclegacy YouTube: https://www.youtube.com/@GeorgianMusicLC Discogs: https://www.discogs.com/label/3313788-Georgian-Music-Legacy-Collection ## Mission & Historical Scope EN: We believe that by reviving, renewing, discovering and presenting overlooked Georgian recordings to new listeners, these works claim their deserved place in the musical chain that shapes Georgia's cultural identity. Founded in Tbilisi by Jaba Shavishvili and Stia, Georgian Music Legacy Collection (GMLC) operates as an archival vinyl record label and cultural research platform dedicated to preserving post-punk, electronic, indie, hip-hop, and experimental works recorded across independent Georgia. KA: Georgian Music Legacy Collection-ის ინიციატივა დამოუკიდებელი საქართველოს მუსიკალურ პერსპექტივას ეხმიანება — ჩანაწერებს, რომლებიც ჩაწერის პერიოდის, ქვეყნის თუ ჯერ კიდევ არარსებული მუსიკალური ინდუსტრიის მდგომარეობის გათვალისწინებით, მსმენელის ყურადღების მიღმა დარჩა, თუმცა მუსიკალური, სოციალური თუ კულტურული ღირებულებით დღესაც თანამედროვე და ფასეულია. Georgian Music Legacy Collection (GMLC) დაარსდა თბილისში ჯაბა შავიშვილისა და Stia-ს მიერ, როგორც საარქივო ვინილის ლეიბლი და კულტურული კვლევის პლატფორმა. ჩვენი მიზანია დამოუკიდებელი საქართველოს ეპოქაში შექმნილი პოსტ-პანკ, ელექტრონული, ინდი, ჰიპ-ჰოპ და ექსპერიმენტული ალბომების ფიზიკური გადარჩენა და ახალი მსმენელისთვის წარდგენა. ================================================================================ # PART 1: COMPLETE VINYL DISCOGRAPHY (GMLC001 – GMLC013) ================================================================================ ## GMLC013 — Sakhe (ჯგუფი „სახე“): "Akhla Sheni Droa" („ახლა შენი დროა“) [LIMITED VINYL PRE-ORDER] - URL: https://georgianmusic.ge/sakhe - Original Recording Year: 1997 - GMLC Vinyl Edition: Limited Edition Pre-Order · Price: 100 GEL · Shipping: February - Members: Dato Porchkhidze (დათო ფორჩხიძე), Dato Khujadze (დათო ხუჯაძე), Goga Khachidze (გოგა ხაჩიძე) · Producer: Shalva Ramishvili - Tracklist (10 tracks): A1. დიდხანს გელოდი, A2. თოვლი მოსულა, A3. ჩემო თბილის ქალაქო, A4. როგორ მინდა მოგეფერო, A5. შენ რა სექსი ხარ, B1. წვიმად გადავიქეცი, B2. მაგრად დაჰკარი, B3. ჩემი აღარა ხარ, მორჩა, B4. ღამის სიჩუმე გაფანტე, B5. ახლა შენი დროა - Synopsis (KA): 90-იანი წლების ქართული პოპ-კულტურის მთავარი მუსიკალური მოვლენა — ჯგუფი „სახე“ სადებიუტო ალბომით „ახლა შენი დროა“ პირველად გამოდის ვინილის ფირფიტაზე. ## GMLC001 — Mother On Mondays: "Friends" [SOLD OUT / გაყიდულია] - URL: https://georgianmusic.ge/catalog/gmlc001 - Original Recording Year: 1995 - GMLC Vinyl Reissue Year: 2022 (2022-09-15) - Format & Pressing: 12" LP, Album, Limited Edition, Stereo · 33 ⅓ RPM · 180g Virgin Black Vinyl · Pressed at Optimal Media GmbH, Germany - Availability: Sold Out (გაყიდულია) - Genres: Synth-Pop, Post-Punk, Alternative - Official YouTube Stream: https://www.youtube.com/watch?v=nQu6AA9lfKo - Archival & Stockist Links: - Vodkast Records: https://www.vodkast.ge/catalogue?labels=3313788&stock=all - Retromania: https://retromania.ge/product/mother-on-mondays-friends/ - Discogs: https://www.discogs.com/release/27520482 - Synopsis (EN): The inaugural GMLC release: born in postwar Tbilisi from the merger of three bands, Mother On Mondays crafted an iconic 1995 synthesis of British synth-pop warmth and Georgian alternative spirit. - Synopsis (KA): GMLC-ის პირველი გამოცემა: 90-იანი წლების ომგამოვლილ თბილისში სამი ჯგუფის გაერთიანებით შექმნილი Mother On Mondays-ის 1995 წლის საკულტო სინთ-პოპ და პოსტ-პანკ ალბომი „Friends“. - Liner Notes (EN): Mother On Mondays was born in postwar Tbilisi as a result of the merging of three different bands. Musically their main influences derived from post-punk and 1980s British synth-pop. The band’s original and slightly unconventional music was something that the newly born independent music scene of Georgia was lacking at the time. After releasing their debut album "Clear and Cold" in 1993 and touring Moscow and St. Petersburg, two original members left the band and the remaining trio — Gogi Dzodzuashvili, George Delon (Goglik), and Levan Javakhishvili — decided to use the warm sounds of synthesizers to fill in the musical gaps, becoming one of the first examples of electronic sounds in Georgian alternative music. This is how the band’s second album "Friends" emerged in 1995, the last to feature the group’s original core. The harsh social conditions surrounding the group didn’t hinder their creative process; on the contrary, it helped them build an alternative milieu of their own, more expansive than the reality of the city. Influenced by British synth-pop yet executed in an unmistakably authentic way, "Friends" still stands as one of the most modern musical creations to come out of Georgia. - Liner Notes (KA): Mother On Mondays 90-იანი წლების ომგამოვლილ თბილისში, სამი განსხვავებული ჯგუფის გაერთიანებით ჩამოყალიბდა. სახელი ჯგუფს ფრენკ ზაპას სიყვარულით ერგო, თუმცა მუსიკალურად ისინი მაინც 80-იანი წლების ბრიტანული პოსტ-პანკისა და სინთ-პოპის ჟღერადობისკენ იხრებოდნენ. ჯგუფის ძირითადი ფილოსოფია ერთი იყო — შეექმნათ სრულიად განსხვავებული და ექსცენტრიული მუსიკა, რომელსაც იმ პერიოდის ჩანასახში მყოფი ქართული მუსიკალური სცენა სრულიად მოკლებული იყო. 1993 წელს სადებიუტო ალბომის „Clear & Cold“-ის გამოშვების და მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის ტურნეს შემდეგ, ჯგუფი ორმა წევრმა დატოვა, დარჩენილმა სამკაციანმა შემადგენლობამ (გოგი ძოძუაშვილი, George Delon / გოგლიკა, ლევან ჯავახიშვილი) კი აღნიშნული დანაკლისის შევსება სინთეზატორის თბილი ჟღერადობის გამოყენებით გადაწყვიტა, რაც იმ პერიოდის ქართული ალტერნატიული მუსიკისთვის რისკიანი და ამავე დროს ერთ-ერთი პირველი მაგალითი აღმოჩნდა. ასე დაიბადა „Friends“ (1995) — ალბომი, რომელიც ჯგუფის იმ პერიოდის შემადგენლობისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა, თუმცა წლების შემდეგ ახალი თაობის მუსიკოსებისა და მსმენელისთვის კვლავ საკულტო სტატუსს ინარჩუნებს. გარეთ არსებულმა მძიმე სოციალურმა გარემომ ვერაფერი დააკლო ჯგუფის შემოქმედებით პროცესს — მუსიკამ მათთვის ცალკე, ნათელი სამყარო შექმნა, ხოლო Pet Shop Boys-ის გავლენითა და სრულიად ქართული, ავთენტური იდეით ჩაწერილი „Friends“ დღემდე რჩება ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მოდერნულ მუსიკალურ ნამუშევრად. - Tracklist (11 tracks): - A1. House Of Love (4:48) - A2. Colorful Room (3:18) - A3. Black Butterfly (4:05) - A4. The Death Of Young English Pilot (4:29) - A5. So Far Away (3:51) - B1. Mr. Greenaway (3:14) - B2. New (3:36) - B3. Strange Days (New Ways) (4:02) - B4. I Know (3:09) - B5. Separated Parts Of My Body (3:48) - B6. Angel (4:15) - Archival Credits: - MOTHER ON MONDAYS Are Gogi Dzodzuashvili, George Delon (Aka Goglik) And Levan Javakhishvili. - All Music & Lyrics Written By Mother On Mondays, Except Lyrics Of Black Butterfly By Oto Zhgenti. - All Music Produced By Mother On Mondays. - George Delon (Vocals) - Levan Javakhishvili (Keyboard, Guitar) - Gogi Dzodzuashvili (Guitar, Bass Guitar, Vocals) - David Chkhikvishvili (Guitar On Mr. Greenaway & Strange Days) - Vazha Bekauri (Drums On Mr. Greenaway) - Recorded In Temo Nikolaishvili Studio In 1995 - Album Originally Released In 1995 - Re-Mastered By George Gvarjaladze (Gvaji) In 2021 - Re-Issued By Leno Records In 2021 - Artwork By George Delon - Vinyl Design By Sandro Tavartkiladze - Art Direction By David Kupatadze - Text By Jaba Shavishvili & Ben Wheeler - Manufacturing Assistance By Natia Sartania ## GMLC002 — მჟავა Message (Mzhava Message): "Message" [SOLD OUT / გაყიდულია] - URL: https://georgianmusic.ge/catalog/gmlc002 - Original Recording Year: 1997 - GMLC Vinyl Reissue Year: 2022 (2022-12-23) - Format & Pressing: 12" LP, Limited Edition, Stereo · 33 ⅓ RPM · 180g Heavyweight Vinyl · Pressed at Optimal Media GmbH, Germany - Availability: Sold Out (გაყიდულია) - Genres: Electronic / IDM, Alternative - Official YouTube Stream: https://www.youtube.com/watch?v=veAzABqM2qI - Archival & Stockist Links: - Vodkast Records: https://www.vodkast.ge/catalogue?labels=3313788&stock=all - Retromania: https://retromania.ge/?s=GMLC&post_type=product - Discogs: https://www.discogs.com/release/25704136 - Synopsis (EN): A 1997 multimedia collaboration born out of deep artistic friendship — bridging Gogi Dzodzuashvili, Nika Machaidze (Nikakoi), Maya Sumbadze, Gio Sumbadze, and Nino Chubinishvili on the road to Goslab. - Synopsis (KA): ქართველი არტისტების დიდი მეგობრობის ისტორიაზე დაფუძნებული 1997 წლის მულტიმედიური პროექტი, რომელმაც Goslab-ის ჩამოყალიბებასა და ქართული ელექტრონული მუსიკის საწყისებს დაუდო საფუძველი. - Liner Notes (EN): Mzhava Message was a multimedia project by Georgian artists — the result of a great friendship that would eventually lead to the creation of the Goslab collective. In the 1990s, after Mother On Mondays, Gogi Dzodzuashvili began working on solo music when the idea of a conceptual album with Nika Machaidze and Maya Sumbadze emerged, soon joined by Gio Sumbadze and Nino Chubinishvili — inaugurating the first chapter of Georgian electronic music. This was the starting point for the music career of Nika Machaidze (Nikakoi), who encountered early computer audio software and extracted strange, tactile sound collages from it. Dzodzuashvili’s harmonic vision interacted with Nikakoi’s experimental sound-object manipulations and mixed Georgian-English social commentary to yield a defining audio artifact of 1990s Tbilisi. What does Tbilisi sound like? Mzhava Message used Western musical forms to evoke the distinct atmosphere of Tbilisi. "Mzhava Message was born out of love," recalls Gogi Dzodzuashvili — a love for friends and music that remains a foundation for Georgian electronic music and conceptual art. - Liner Notes (KA): „მჟავა Message“ მულტიმედიური პროექტი იყო, რომელიც ქართველი არტისტების დიდი მეგობრობის ისტორიას ეფუძნება — ისტორიას, რომელიც სამომავლოდ Goslab-ის კოლექტივის სახელით გახდება ცნობილი. 90-იან წლებში, Mother On Mondays-ის შემდეგ გოგი ძოძუაშვილი პერსონალურ მუსიკაზე მუშაობდა, როდესაც ნიკა მაჩაიძესა და მაია სუმბაძესთან ერთად კონცეპტუალური ალბომის იდეა დაიბადა, რომელშიც ამ უკანასკნელთა ტექსტებიც შევიდოდა. მალე ტრიოს გიო სუმბაძე და ნინო ჩუბინიშვილიც დაემატა და ასე დაიწყო ამბავი ალბომზე, რომელსაც დღეს ქართული ელექტრონული მუსიკის საწყისებთან მივყავართ. ნიკა მაჩაიძის მუსიკალური კარიერაც სწორედ ამ პერიოდში, სრულიად შემთხვევით დაიწყო, როდესაც მის ხელში იმ პერიოდის პირველადმა კომპიუტერულმა პროგრამებმა მოიყარა თავი. გოგი ძოძუაშვილის ჰარმონიულ მუსიკალურ ხედვას Nikakoi-ის ექსპერიმენტული, სხვადასხვა ხმოვანი მასალის მანიპულაციითა და მოდიფიკაციით მიღებული ჟღერადობა დაემატა და იმ პერიოდის თბილისის აუდიო-არტეფაქტი მივიღეთ. მუსიკალურ იდეას დაემატა შინაარსობრივი მხარეც — ქართული და ინგლისური ტექსტების სიტყვათა თამაში სოციალური კომენტარისთვის, რაც ახალი თაობის არტისტებისთვისაც გადამდები ეფექტის მქონე აღმოჩნდა. როგორ ჟღერს თბილისი? — „მჟავა Message“ დასავლურ მუსიკალურ ფორმებსა და მიდგომებს წმინდად ქართული, კონკრეტულად კი თბილისური ჟღერადობის ჩამოსაყალიბებლად იყენებდა. „მჟავა Message სიყვარულით შეიქმნა“ — იხსენებს გოგი ძოძუაშვილი — სწორედ ეს სიყვარული მეგობრებისადმი და მუსიკისადმი გასდევს ლაიტმოტივად მათ საერთო ალბომსაც, რომელიც ქართული ელექტრონული მუსიკისა და კონცეპტუალური ხელოვნების ფუნდამენტია. - Tracklist (13 tracks): - A1. Хризантема / Хризантема (1:09) - A2. Benzilina / ბენზილინა (2:57) - A3. Mzhava Baby / მჟავა Baby (1:07) - A4. Eyelids (4:13) - A5. Maka / მაკა (1:58) - A6. Lula / ლულა (3:46) - B1. Chven Qvelani Vmushaobt / ჩვენ ყველანი ვმუშაობთ (2:16) - B2. Cops & Their Wives (4:13) - B3. Max2 (1:44) - B4. Es Ra Kalakia / ეს რა ქალაქია (3:35) - B5. Telefoni / ტელეფონი (1:57) - B6. Lost Child (1:13) - B7. Ra Shesanishnavi Amindia / რა შესანიშნავი ამინდია (0:44) - Archival Credits: - Music Written By Gogi Dzodzuashvili (A2; A4; A6; B2; B4; B6); Nika Machaidze: (A1; A5; B1; B3; B5; B7); Gio Sumbadze (A3) - Lyrics By Maya Sumbadze (A2; A4; A6; B2; B6); Nika Machaidze (A2; B4); Gio Sumbadze: (A2) - Vocals By Gogi Dzodzuashvili (B2); Maya Sumbadze (A2; A6; B2; B4; B6); Nika Machaidze (A2); Gio Sumbadze (A2); Nino Chubinishvili (A2; A4; B2) - Recorded at Temo Nikolaishvili Studio In 1997 - Album Originally Released By Gogita Mecxovrishvili In 2002 - Re-Issued By CES Records In 2020 - Vinyl Mastered By Giorgi Koridze - Artwork By Maya Sumbadze - Vinyl Design By Maya Sumbadze & Sandro Tavartkiladze - Art Direction By David Kupatadze - Text By Jaba Shavishvili & Ben Wheeler - Manufacturing Assistance By Natia Sartania ## GMLC003 — Young Georgian Lolitaz: "Lemonjuice" [SOLD OUT / გაყიდულია] - URL: https://georgianmusic.ge/catalog/gmlc003 - Original Recording Year: 2004 - GMLC Vinyl Reissue Year: 2023 (2023-04-22) - Format & Pressing: 12" LP, Album, Limited Edition, Stereo · 33 ⅓ RPM · 180g Black Vinyl · Pressed at Optimal Media GmbH, Germany - Availability: Sold Out (გაყიდულია) - Genres: Alternative - Official YouTube Stream: https://www.youtube.com/watch?v=FMSFFkdVM1g - Archival & Stockist Links: - Vodkast Records: https://www.vodkast.ge/catalogue?labels=3313788&stock=all - Retromania: https://retromania.ge/product/young-georgian-lolitaz-lemonjuice/ - Discogs: https://www.discogs.com/release/27526101 - Synopsis (EN): One of the defining statements of 2000s Georgian alternative rock — Nika Kocharov and Young Georgian Lolitaz’s personal, guitar-driven debut "Lemonjuice", recorded in 2003–2004. - Synopsis (KA): 2000-იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკის ერთ-ერთი მთავარი მანიფესტაცია — ნიკა კოჩაროვისა და Young Georgian Lolitaz-ის 2003–2004 წლების სადებიუტო ალბომი პირველად ვინილზე. - Liner Notes (EN): At the turn of the millennium, the Georgian music scene was, much like the country itself, characterized by instability. After wars and internal conflicts, society experienced a deep social crisis while mainstream pop left little room for alternative expression. Formed in 2001, Young Georgian Lolitaz emerged to voice the aspirations of a new generation — becoming one of the longest-lived bands of that era under frontman Nika Kocharov. Recorded between 2003 and 2004 in an apartment desktop studio (with Levan Shanshiashvili on guitar in B1, B2, B4 and Datucha Abuladze on drums in A1) and originally released in 2004, "Lemonjuice" is deeply personal, offering an unvarnished glimpse into its frontman’s feelings and flows with inspirations ranging from The Beatles through Nirvana and Blur. With "Lemonjuice", the band earned widespread local and international attention before embarking on a turbulent London chapter. Years later, "Lemonjuice" still stands as a quintessential manifestation of 2000s Georgian alternative music. - Liner Notes (KA): ათასწლეულის მიჯნაზე ქართული მუსიკალური სცენა, ქვეყნის მსგავსად, არასტაბილურობით გამოირჩეოდა. ომგამოვლილი საზოგადოება სოციო-კულტურულ კრიზისში იყო და „ახალგაზრდულ სულს“ ახალს ვერაფერს სთავაზობდა. პოპ-მუსიკის სრულმა დომინაციამ ალტერნატიულ შემოქმედებას უკიდურესად მცირე სივრცე დაუტოვა სამოქმედოდ, თუმცა ამავე წლებში ჩნდებიან ბენდებიც, რომლებიც სრულიად ახალი თაობის ქართველთა სათქმელსა და მისწრაფებებს გამოხატავდნენ. Young Georgian Lolitaz, რომელიც 2001 წელს ჩამოყალიბდა, იმ პერიოდიდან ერთ-ერთი ყველაზე სიცოცხლისუნარიანი ბენდი აღმოჩნდა — მიუხედავად შემადგენლობის მუდმივი ცვლილებისა, ნიკა კოჩაროვი და მისი კოლექტივი 20 წლის შემდეგაც აქტიურ მოღვაწეობას აგრძელებს. ალბომი „Lemonjuice“ სპონტანურად, ჯგუფისთვისაც და ქვეყნისთვისაც გარდამავალ პერიოდში, 2003–2004 წლებში საშინაო სტუდიაში ჩაიწერა (ლევან შანშიაშვილის გიტარისა და დათუჩა აბულაძის დრამის მონაწილეობით) და 2004 წელს გამოიცა. მუსიკალურად და შინაარსობრივად ეს მეტად პერსონალური ალბომია, რომელიც ჯგუფის ფრონტმენის პირად განცდებსა და დამოკიდებულებებზე გვიყვება, ხოლო გავლენები The Beatles-იდან, Nirvana-ს გავლით Blur-ამდე აღწევს. „Lemonjuice“-მა და მასში შემავალმა სიმღერებმა ჯგუფს პოპულარობა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც მოუტანა და რამდენიმე წელში ბენდმა გეზი ლონდონისკენ აიღო. ერთი რამ ცხადია — „Lemonjuice“ დღემდე რჩება 2000-იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკის ერთ-ერთ საუკეთესო მანიფესტაციად. - Tracklist (10 tracks): - A1. Star (3:38) - A2. Room (3:52) - A3. Hollywood (3:24) - A4. Lemonjuice (4:06) - A5. FX (message) (1:49) - B1. 0oooo (3:44) - B2. Feather (4:12) - B3. Blues (3:31) - B4. Freedom (3:58) - B5. Mister + Pornlove (5:16) - Archival Credits: - Music, Lyrics & Vocals By Nika Kocharov - All tracks recorded by Nika Kocharov in an apartment-based desktop studio 2003–2004, except: Guitar by Levan Shanshiashvili in tracks (B1; B2; B4). Drums by Datucha Abuladze in track A1 - Album Originally Released In 2004 - Mixed and Mastered by George Gvarjaladze (Gvaji) at Leno Records - Cover Photo By Gigi Guledani - Cover Artwork By Levan Chikvanaia - Vinyl Design By Soslan Sanakotti - Art Direction By David Kupatadze - Text By Jaba Shavishvili & Ben Wheeler - Manufacturing Assistance By Natia Sartania ## GMLC004 — GDEmpire (Georgian Dance Empire): "Georgian Dance Empire" [SOLD OUT / გაყიდულია] - URL: https://georgianmusic.ge/catalog/gmlc004 - Original Recording Year: 1993 - GMLC Vinyl Reissue Year: 2023 (2023-06-30) - Format & Pressing: 12" LP, 45 RPM, Album, Limited Edition, Stereo · 45 RPM · 180g Audiophile 45 RPM Cut · Pressed at Optimal Media GmbH, Germany - Availability: Sold Out (გაყიდულია) - Genres: Electronic / IDM, Alternative - Official YouTube Stream: https://www.youtube.com/watch?v=L_RR9cOEwDo - Archival & Stockist Links: - Vodkast Records: https://www.vodkast.ge/catalogue?labels=3313788&stock=all - Retromania: https://retromania.ge/product/gd-empire-georgian-dance-empire/ - Discogs: https://www.discogs.com/release/27526287 - Synopsis (EN): Initiated in 1993 by Dada Dadiani alongside Gogi Chilashvili, Sergi Gvarjaladze, and BiBi Kvachadze inside a Georgian TV studio — a fearless synthesis of Georgian and Western musical roots cut at 45 RPM. - Synopsis (KA): 1993 წელს საქართველოს ტელევიზიის სტუდიაში რამდენიმე დღით ჩაკეტილი დადა დადიანის, გოგი ჩილაშვილის, სერგი გვარჯალაძისა და ბიბი კვაჭაძის უნიკალური ექსპერიმენტული პროექტი — მოჭრილი 45 RPM-ზე. - Liner Notes (EN): In the 1990s, Georgian alternative music was driven by individuals whose enthusiasm and broad-minded vision brought vital color to grim times. In 1993, amid turbulent challenges for the country, four young yet seasoned musicians locked themselves inside a Georgian Public Broadcaster studio for several days to record something truly special — giving birth to "Georgian Dance Empire", initiated by Dada Dadiani alongside Gogi Chilashvili, Sergi Gvarjaladze, and BiBi Kvachadze. GDEmpire’s experimental synthesis draws equally on Georgian and Western musical roots, fearlessly dismantling conventional songwriting methods through drum programming, live guitars, keyboards, and polyphonic/folkloric motifs. Where many contemporaries fell into mere imitation of Western models, Georgian Dance Empire achieved the highest degree of creative freedom — marked by sharp individualism, humor, poetry, improvisation, and a conceptual sonic signature that endures as a true work of art. - Liner Notes (KA): 90-იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკის წიაღში მოღვაწეობდნენ ინდივიდები, რომელთა ენთუზიაზმმა და განსაკუთრებულმა ხედვამ უკეთესი მომავლის რეალური იმედი გააჩინა და იმდროინდელ ნაცრისფერ მუსიკალურ რეალობას გამოკვეთილი მრავალფეროვნება შესძინა. 1993 წელს, ქვეყნისთვის ურთულეს დროს, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, მაგრამ უკვე გამოცდილი მუსიკოსები სახელმწიფო ტელევიზიის ერთ-ერთ სტუდიაში რამდენიმე დღით რაღაც განსაკუთრებულის შესაქმნელად ჩაიკეტნენ — ასე დაიბადა დადა დადიანის მიერ ინიცირებული პროექტი „Georgian Dance Empire“, რომელიც გოგი ჩილაშვილს, სერგი გვარჯალაძესა და ბიბი კვაჭაძეს აერთიანებდა. მათ მიერ შექმნილი მუსიკალური მასალა წარმოადგენს ექსპერიმენტულ, ჟანრობრივ სინთეზს, რომელიც ეფუძნება როგორც ქართულ, ისე დასავლურ მუსიკალურ ფესვებს. ჯგუფი თამამად ცვლის და ანგრევს მუსიკის წერის ტრადიციულ პრინციპებს, ოსტატურად იყენებს სხვადასხვა ინსტრუმენტსა და ქვეჟანრს, რაც ამ კოლაბორაციულ პროექტს გამორჩეულად ორიგინალურს, გულწრფელსა და ინოვაციურს ხდის. თუ ქართული თანამედროვე მუსიკის განვითარების გზაზე ხშირად გვხვდებოდა დასავლური ნიმუშების პირდაპირი მიმბაძველობა, „Georgian Dance Empire“ ყველა ასპექტით საპირისპირო და უნიკალურია — გამორჩეული თავისუფლების უმაღლესი კოეფიციენტით, ინდივიდუალიზმით, პოეზიითა და არანჟირების კონცეპტუალური ხედვით, რომელიც მომავალი თაობებისთვის ხელოვნების ნიმუშად დარჩება. - Tracklist (6 tracks): - A1. Georgian Wrestling (4:16) - A2. Jansulo (3:19) - A3. Molly Has Questions (3:19) - B1. Oi Da Chemo Dairujan (3:49) - B2. Tsangala Da Gogona (4:20) - B3. Bonus Track: Georgian Wrestling (Melodia Version) (4:14) - Archival Credits: - Georgian Dance Empire Are: Dada Dadiani / Gogi Chilashvili / Sergi Gvarjaladze / BiBi Kvachadze - Songwriting, Lyrics & Vocals: Georgian Dance Empire - Bass Guitar: Dada Dadiani - Drum Programming: Dada Dadiani - Guitars: Gogi Chilashvili; BiBi Kvachadze - Keyboards: BiBi Kvachadze - Recorded & Mixed by: Dada Dadiani; Gogi Chilashvili - Produced by: Dada Dadiani - Recorded at: Georgian Public Broadcaster in 1993 - Cover Artwork: Levan Chilashvili - Vinyl Design: Soslan Sanakotti - Art Direction: David Kupatadze - Text: Jaba Shavishvili & BiBi Kvachadze - Manufacturing Assistance: Natia Sartania ## GMLC005 — შავი პრინცი და ძებნილები (Shavi Printsi & Dzebnilebi): "იძებნება (Idzebneba)" [SOLD OUT / გაყიდულია] - URL: https://georgianmusic.ge/catalog/gmlc005 - Original Recording Year: 1998 - GMLC Vinyl Reissue Year: 2023 (2023-09-28) - Format & Pressing: 12" LP, Album, Limited Edition, Stereo · 33 ⅓ RPM · 180g Heavyweight Vinyl · Pressed at Optimal Media GmbH, Germany - Availability: Sold Out (გაყიდულია) - Genres: Hip-Hop - Official YouTube Stream: https://www.youtube.com/watch?v=sMJN-7l5WvA - Archival & Stockist Links: - Vodkast Records: https://www.vodkast.ge/catalogue?labels=3313788&stock=all - Retromania: https://retromania.ge/?s=GMLC&post_type=product - Discogs: https://www.discogs.com/release/28231345 - Synopsis (EN): Recorded in Kutaisi at Studio ORFEY and Blues Records in 1998, Akaki Babunashvili (Shavi Printsi) & Dzebnilebi’s debut album "Idzebneba" remains the cornerstone of Georgian hip-hop. - Synopsis (KA): 90-იანი წლების ქუთაისური ჰიპ-ჰოპ მოძრაობის პიონერის, აკაკი ბაბუნაშვილის (შავი პრინცი) და ჯგუფ „ძებნილების“ 1998 წლის სადებიუტო ალბომი „იძებნება“ — ნამდვილი ქართული ჰიპ-ჰოპის ქვაკუთხედი. - Liner Notes (EN): In the 1990s, Kutaisi emerged as a focal point for alternative music movements in Georgia, leaving indelible marks across punk, new wave, and hip-hop. Among its trailblazers stood Akaki Babunashvili — Shavi Printsi ("Black Prince", also known as Shurika) — who performed live hip-hop alongside Bajoo and Chi from the early 1990s and pioneered breakdance in Georgia before assembling dancers and MCs into the collective "Dzebnilebi" ("Wanted"). Showcasing their skills across small Kutaisi stages, the crew soon entered local studio ORFEY (and Blues Records, produced by Zaza Khubukelashvili and Giga Kukhianidze) to record their 1998 debut album "Idzebneba", delving unflinchingly into post-Soviet street life. Despite adopting a Western musical form, their hip-hop retained an unmistakably Georgian — and specifically Kutaisian — essence driven by spontaneous rhythmic and improvisational energy. Even as lineups and arrangements later shifted toward lighter forms, "Idzebneba" remains the undisputed cornerstone of Georgian hip-hop. - Liner Notes (KA): არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ 90-იანი წლების ქუთაისი ქართული ალტერნატიული მუსიკის მამოძრავებელი ძალა იყო. საკუთარი კულტურული იდენტობით ეს ქალაქი მუდამ გამოირჩეოდა და ამავე წლებში დაწყებულმა ახალგაზრდულმა მოძრაობამ საფუძველი ჩაუყარა პანკს, ახალ ტალღასა და ჰიპ-ჰოპს. სწორედ ჰიპ-ჰოპის პიონერების მცირე წრეს განეკუთვნებოდა აკაკი ბაბუნაშვილი, იგივე შავი პრინცი (შურიკა), რომელმაც 90-იანი წლების დასაწყისში Bajoo-სთან და Chi-სთან ერთად პირველი ქართული ცოცხალი რეპ-პერფორმანსები გამართა, ხოლო 1993–1994 წლებიდან შემოიკრიბა ახალგაზრდა მოცეკვავეები და MC-ები და დააარსა ჯგუფი „ძებნილები“. ჯგუფი აქტიურად გამოდიოდა ქუთაისის მცირე კონცერტებზე, სადაც ჰიპ-ჰოპი ჯერ ისევ სიახლე იყო, მალე კი ქუთაისურ სტუდია „ORFEY“-სა და „Blues Records“-ში (ზაზა ხუბუკელაშვილისა და გიგა კუხიანიძის პროდიუსინგით) ჩაიწერა სადებიუტო ალბომი „იძებნება“ (1998), რომელიც პოსტსაბჭოთა ახალგაზრდობისა და ქუჩის ცხოვრების მკაცრ ისტორიებს ასახავდა. ჰიპ-ჰოპი დასავლური მუსიკალური ფორმაა, თუმცა შავი პრინცისა და ძებნილების ჰიპ-ჰოპი წმინდად ქართული — და კონკრეტულად ქუთაისური — სინამდვილის ანარეკლი იყო: სისხარტე, რიტმულობა, იმპროვიზაცია და ქუჩის ენერგია. წლებთან ერთად შეიცვალა შემადგენლობაც და არანჟირებებიც, თუმცა „იძებნება“ კვლავ რჩება ნამდვილი ქართული ჰიპ-ჰოპის კლასიკად. - Tracklist (10 tracks): - A1. Intro / Dzebnili / ინტრო / ძებნილი (2:48) - A2. Kutchis Bitchi / ქუჩის ბიჭი (4:12) - A3. Babe Hip-Hopis Dedofali (Alt. Version) / ბაბე ჰიპ-ჰოპის დედოფალი (ალტ. ვერსია) (3:55) - A4. Gizhtan Gizhi / გიჟთან გიჟი (3:41) - A5. Ver Vendobi Mas / ვერ ვენდობი მას (4:19) - B1. Intro II / Intro II (1:54) - B2. Babe Hip-Hopis Dedofali / ბაბე ჰიპ-ჰოპის დედოფალი (4:06) - B3. Shimshili / შიმშილი (4:28) - B4. Sakhifato Zona / სახიფათო ზონა (3:58) - B5. Daamtvrie Roki! / დაამტვრიე როკი! (3:47) - Archival Credits: - Shavi Printsi - Akaki Babunashvili / Fredo - Fredo Baban / Megot - Sergi Chikhladze / Masty - David Morchiladze / DJ Jado - Levan Dolidze / Smoki - Beka Javakhadze - Satana - Soso Chachua - Lyrics by Akaki Babunashvili - Music By Shavi Printsi & Dzebnilebi - Produced By Zaza Khubukelashvili (A1, A2, A4, A5, B1, B2, B5) & Giga Kukhianidze (A3, B3, B4) - Recorded at “Blues Records” & “Studio ORFEY” - Originally Released in 1998 - Vinyl Mastered By Giorgi Koridze - Vinyl Design by Soslan Sanakotti - Art Direction by David Kupatadze - Text by Jaba Shavishvili & Mzia Lapiashvili - Manufacturing Assistance by Natia Sartania ## GMLC006 — Afternoon Version: "Together" [SOLD OUT / გაყიდულია] - URL: https://georgianmusic.ge/catalog/gmlc006 - Original Recording Year: 2000 - GMLC Vinyl Reissue Year: 2023 (2023-12-28) - Format & Pressing: 12" LP, Album, Reissue, Stereo · 33 ⅓ RPM · 180g Black Vinyl · Pressed at Optimal Media GmbH, Germany - Availability: Sold Out (გაყიდულია) - Genres: Electronic / IDM, Alternative - Official YouTube Stream: https://www.youtube.com/watch?v=RpgGqVvsEQA - Archival & Stockist Links: - Vodkast Records: https://www.vodkast.ge/catalogue?labels=3313788&stock=all - Retromania: https://retromania.ge/product/afternoon-version-together/ - Discogs: https://www.discogs.com/release/29302111 - Synopsis (EN): Originally released in 2000, Afternoon Version’s "Together" encapsulates a decade of Tbilisi experimentation — fusing 1990s British dance beats and electronica with "Kardena" and the acoustic gem "Champagne Gold". - Synopsis (KA): 90-იანი წლების დასაწყისში თბილისელი მოზარდების მიერ შექმნილი ბენდის შემაჯამებელი ალბომი (2000) — ბრიტანული საცეკვაო ელექტრონიკის, ფოლკლორულ-რეჩიტატიული „Kardena“-სა და აკუსტიკური მარგალიტის „Champagne Gold“-ის სინთეზი. - Liner Notes (EN): The emergence of Afternoon Version onto the Georgian music scene began in the early 1990s with the pure-hearted ambition of five Tbilisi teenagers determined to create music inspired by iconic 1980s British bands. Performed initially in small clubs across the city, their sound gradually absorbed electronic production as new technology and influences arrived. Facing the harsh realities of 1990s Georgia, the members eventually pursued separate paths across Europe and the United States — yet before parting ways, they left behind "Together" (originally released in 2000), encapsulating their whole body of work. Showcasing a captivating fusion of electronica and 1990s British dance beats alongside "Kardena" — weaving folkloric motifs with understated social recitative — and "Champagne Gold", a true acoustic masterpiece of 1990s Georgian alternative music, Afternoon Version remains active three decades on. - Liner Notes (KA): Afternoon Version ქართულ მუსიკალურ სივრცეში სპონტანურად გამოჩნდა — 90-იანი წლების დასაწყისში, გვიანი მოზარდობის ასაკში მყოფი თბილისელი ახალგაზრდების სურვილმა, რომ მათთვის საინტერესო მუსიკა შეექმნათ, ბენდის ფორმატი მიიღო და მაგალითად 80-იანი წლების რჩეული ბრიტანული ბენდების შემოქმედება იქცა. ასე შეიქმნა ახალი ტალღის გავლენით ნაწარმოები პირველადი კომპოზიციები, რომლებიც იმ პერიოდში ქალაქში ახლად გამოჩენილ მცირე სივრცეებსა თუ კლუბებში სრულდებოდა. დროის სვლასთან ერთად შეიცვალა მათი მუსიკალური გემოვნებაც — ინფორმაციისა და ტექნოლოგიის შემოდინებამ განაპირობა ელექტრონული ბგერების შემდგომი დომინირება Afternoon Version-ის შემოქმედებაში, თუმცა ქვეყანაში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით სრულფასოვან მუსიკალურ კარიერაზე ფიქრი ურთულესი იყო. 90-იანი წლების ბოლოს, სანამ ჯგუფის წევრები ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა ქალაქს მიაშურებდნენ, შეძლეს და დაგვიტოვეს ალბომი „Together“ (2000), რომელიც ბენდის რამდენიმეწლიანი მოღვაწეობის შემაჯამებელი ნამუშევარი გახდა. ალბომში ძირითადად 90-იან წლებში აქტუალური ბრიტანული საცეკვაო მუსიკისა და ელექტრონიკის საინტერესო სინთეზს ვხვდებით, თუმცა აქვეა „Kardena“ — კომპოზიცია, რომელიც ფოლკლორულ მოტივებსა და იმ პერიოდის ქვეყნის სოციალური მდგომარეობის აღმწერ დამაფიქრებელ რეჩიტატივს მოიცავს — და „Champagne Gold“, ჯგუფის აკუსტიკური ჰიტი და 90-იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკის ნამდვილი მარგალიტი. 30 წლის შემდეგ Afternoon Version კვლავ მოქმედი ბენდია. - Tracklist (7 tracks): - A1. Kardena (4:32) - A2. Together (4:18) - A3. Champagne Gold (5:04) - B1. Scream Disco (4:11) - B2. Blue Balloons (4:39) - B3. First Lucky Number (4:46) - B4. Train (Feat. Margo) (4:28) - Archival Credits: - Afternoon Version Are: George (Sikha) Sikharulidze (Bass / Vocal / Programming), Dato Toidze (Guitar), Nicka Tsereteli (Keyboards / Back Vocal / Programming), Zura (Zuricha) Dzagnidze (Guitar), Goga Kavtaradze (Drums), Misha Abesadze (Vocal, 1994–1995) - Music written by George Sikharulidze (A1–B4); Nikoloz Tsereteli (A1–B2, B4); Zurab Dzagnidze (A1–B2, B4); Davit Toidze (A2, A3); George Kavtaradze (A2, A3, B2) - Featuring Madi (A1); Margo (B4) - Lyrics by George Sikharulidze (A1–B4); Davit Margiani (B4) - Originally released in 2000 - Mastering by Giorgi Koridze - Artwork Photo by George Sikharulidze - Original Cover Design by Goga Kavtaradze and David (Kakadu) Machavariani - Vinyl Design by Soslan Sanakotti - Art Direction by David Kupatadze - Text by Jaba Shavishvili & Mzia Lapiashvili - Manufacturing Assistance by Natia Sartania ## GMLC007 — Nikakoi: "შენтыmental (Shentimental)" [SOLD OUT / გაყიდულია] - URL: https://georgianmusic.ge/catalog/gmlc007 - Original Recording Year: 2003 - GMLC Vinyl Reissue Year: 2024 (2024-04-18) - Format & Pressing: 2×LP, Album, Stereo · 33 ⅓ RPM · 2×180g Gatefold Double Vinyl · Pressed at Optimal Media GmbH, Germany - Availability: Sold Out (გაყიდულია) - Genres: Electronic / IDM - Official YouTube Stream: https://www.youtube.com/watch?v=Vmw9iRiupaU - Archival & Stockist Links: - Vodkast Records: https://www.vodkast.ge/catalogue?labels=3313788&stock=all - Retromania: https://retromania.ge/?s=GMLC&post_type=product - Discogs: https://www.discogs.com/release/31054436 - Synopsis (EN): Originally released in 2003 on WMF Records, Nika Machaidze’s "შენтыmental" infuses 1990s British IDM cadence with deep Georgian melodic sentimentality — reissued on double vinyl. - Synopsis (KA): ნიკა მაჩაიძის (Nikakoi) 2003 წლის ფუნდამენტური IDM და ემბიენტ ალბომი „შენтыmental“ პირველად 2×LP ვინილზე — მანქანური რიტმებისა და ქართული სენტიმენტალური მელოდიურობის საკულტო სინთეზი. - Liner Notes (EN): Nika Machaidze’s evolution as a luminary in Georgian electronic music began inadvertently in the second half of the 1990s alongside the emergence of the Goslab artistic collective. As the 2000s dawned, Nikakoi’s work drew attention from European curators and labels in Germany and France. Following his 2002 German debut "Sestrichka" on WMF Records, it was with 2003’s "შენтыmental" — featuring vocals by Maya Sumbadze, Nika Machaidze, and Natalie Beridze, mastered at Calyx Mastering by Bo Calyx with cover art by Salome Machaidze — that his artistry truly blossomed into deeper, more emotive territory. While the rhythmic cadence of 1990s British IDM is unmistakable, Machaidze masterfully infuses it with Georgian sentimentality. The resulting fusion of machine-driven rhythms and soul-stirring melodies defies temporal confines and continues to stand as an iconic pillar of Georgian experimental music. - Liner Notes (KA): ნიკა მაჩაიძე, რომელიც პროფესიით რეჟისორია, მუსიკალურ სივრცეში პირველად 90-იანი წლების შუა პერიოდში გამოჩნდა, როდესაც Goslab-ის კოლექტივის წევრებთან ერთად „მჟავა Message“-ის ალბომის ჩაწერაზე იმუშავა და პირველად ჩაატარა ექსპერიმენტები ელექტრონულ მუსიკასთან. საუკუნის მიწურულს ნიკას მუსიკის მიმართ ინტერესი ევროპაშიც გაჩნდა — კერძოდ გერმანიასა და საფრანგეთში, სადაც სხვადასხვა გამოფენებსა და ჩვენებებს მუსიკალურად აფორმებდა. 2002 წელს გერმანულ ლეიბლ WMF Records-ზე Nikakoi-ის პირველი ალბომი „Sestrichka“ გამოვიდა, რომელსაც შემდეგ წელს (2003) მეორე ალბომი „შენтыmental“ მოჰყვა. აღნიშნულ ჩანაწერში (მაია სუმბაძისა და ნატალია ბერიძის ვოკალებით, Calyx Mastering-ში Bo Calyx-ის მასტერინგითა და სალომე მაჩაიძის ყდის მხატვრობით) ნიკას მუსიკალური მხარე უკვე ბევრად დახვეწილი და მრავალფეროვანი გამოდგა — ჟღერადობის მხრივ ეს იყო ემბიენტისა და 90-იანების ბრიტანული IDM-ის ნაზავი, ქართული სენტიმენტალური ხმოვანებით გაფორმებული. „შენтыmental“ დღემდე ქართული ელექტრონული მუსიკის ფუნდამენტურ ნამუშევრად რჩება, რომელმაც საზღვრები გადალახა და საკუთარი კვალი შემდგომი თაობის მუსიკოსების შემოქმედებაზეც დატოვა. - Tracklist (17 tracks): - A1. Uuusmine (3:14) - A2. Surup (2:50) - A3. T Rz 2 (3:29) - A4. Tin Soldier For Nika Ono (3:05) - A5. Krasnagorsky Dream (3:02) - B1. Garden (4:04) - B2. Shunat (4:19) - B3. Mzemf (2:58) - B4. Sentimental (3:40) - C1. Balaxiwind (2:54) - C2. Vent (3:41) - C3. Undine 2 (3:52) - C4. Xvz (4:05) - D1. Something's Moving In My Liquid (5:50) - D2. Nichierybashvi (5:15) - D3. Uxal (4:27) - D4. Cvety2 For May (3:10) - Archival Credits: - All Music Written And Produced By Nika Machaidze - Vocals By Maya Sumbadze; Nika Machaidze; Natalie Beridze - Lyrics By Nika Machaidze; V. Majakovsky [B4] - Mastered at Calyx Mastering by Bo Calyx - Originally Released In 2003 - Cover Art: Salome Machaidze - Art Direction By David Kupatadze - Vinyl Design By Soslan Sanakotti - Liner Notes By Jaba Shavishvili - Manufacturing Assistance By Natia Sartania ## GMLC008 — ირაკლი ჩარკვიანი (Irakli Charkviani): "Amo (ამო)" [SOLD OUT / გაყიდულია] - URL: https://georgianmusic.ge/catalog/gmlc008 - Original Recording Year: 2001 - GMLC Vinyl Reissue Year: 2024 (2024-10-13) - Format & Pressing: 2×12" LP, 33 ⅓ RPM, Album, Limited Edition, Stereo · 33 ⅓ RPM · 2×180g Gatefold Collector Edition · Pressed at Optimal Media GmbH, Germany - Availability: Sold Out (გაყიდულია) - Genres: Alternative, Electronic / IDM, Synth-Pop - Official YouTube Stream: https://www.youtube.com/watch?v=PIYpRyvMtYA - Archival & Stockist Links: - Vodkast Records: https://www.vodkast.ge/catalogue?labels=3313788&stock=all - Retromania: https://retromania.ge/?s=GMLC&post_type=product - Discogs: https://www.discogs.com/release/31974035 - Synopsis (EN): Recorded in 2000 and originally issued by Geo Records in December 2001, Irakli Charkviani’s third studio album "Amo" distills turn-of-the-millennium Georgian social reality into electronic-poetic permanence — pressed on 2×12" vinyl. - Synopsis (KA): თანამედროვე ქართული მუსიკისა და პოეზიის საკვანძო ფიგურის, ირაკლი ჩარკვიანის მესამე სტუდიური ალბომი „ამო“ (ჩაწერილია 2000 წელს, Geo Records 2001) — პირველად ორმაგ გეითფოლდ ვინილზე. - Liner Notes (EN): Recorded in 2000 across Geo Records, Melodya Studio, and Giga Mikaberidze Studio — and originally released on CD by Geo Records in December 2001 — "Amo" stands as poet, author, and musician Irakli Charkviani’s third and most conceptually incisive studio album. Created in close collaboration with Ketato Popiashvili alongside engineer and mixer Giorgi Asanishvili, "Amo" captures the socio-political and spiritual atmosphere of turn-of-the-millennium Georgia with disarming clarity. Across thirteen tracks — from "Sakartvelo", "Amo", and "Sexy" to "Organi", "Istorias", "Usaprtkhoeba", and "Tskals" — minimalist electronic grooves, live percussion, harp, and trumpet frame Charkviani’s unmistakable voice. Featuring cover art concept by Maxime Charkviani and vinyl design by Soslan Sanakotti, GMLC008 brought "Amo" to double 12-inch vinyl for the first time in October 2024. - Liner Notes (KA): 2000 წელს Geo Records-ში, სტუდია „მელოდიასა“ და გიგა მიქაბერიძის სტუდიაში ჩაწერილი და 2001 წლის დეკემბერში „ქართული ჩანაწერების“ მიერ გამოცემული მესამე სოლო ალბომი „ამო“ ირაკლი ჩარკვიანის ერთ-ერთი ყველაზე კონცეპტუალური, მუსიკალურად დაწმენდილი და სოციალურად მჭრელი ნამუშევარია. ქეთათო პოპიაშვილის თანაავტორობითა და ვოკალური მონაწილეობით, გიორგი ასანიშვილის ხმის რეჟისურითა და მიქსით, ალბომმა ზუსტად აღბეჭდა 90-იანი წლების მიწურულისა და ახალი ათასწლეულის დასაწყისის საქართველოს ეგზისტენციალური განწყობა. აქ ელექტრონული რიტმიკა, აკუსტიკური და სასულე შტრიხები („საქართველო“, „ამო“, „ერთად“, „სექსი“, „ორღანი“, „ისტორიას“, „უსაფრთხოება“, „წყალს“) პირდაპირ ემსახურება სიტყვის სიმძიმესა და სისადავეს. მაქსიმე ჩარკვიანის ყდის კონცეფციითა და სოსლან სანაკოტის ვინილის დიზაინით, GMLC008 2024 წლის ოქტომბერში პირველად გამოიცა ლიმიტირებულ ორმაგ ვინილზე (2×12" LP). - Tracklist (13 tracks): - A1. Sakartvelo / საქართველო (3:06) - A2. Amo Mzeo / ამო მზეო (0:56) - A3. Amo / ამო (4:33) - A4. Ertad / ერთად (3:44) - B1. Buia / ბუია (4:20) - B2. Sexy / სექსი (4:18) - B3. Organi / ორღანი (3:07) - C1. Disco / დისკო (4:13) - C2. Istorias / ისტორიას (2:43) - C3. Rogorts Chans / როგორც ჩანს (3:08) - D1. Usaprtkhoeba / უსაფრთხოება (3:10) - D2. Chers / ჭერს (2:52) - D3. Tskals / წყალს (3:06) - Archival Credits: - Music & Lyrics by Irakli Charkviani, Ketato Popiashvili (B2, D1) - Produced By Irakli Charkviani, Ketato Popiashvili (B2, D1) - Vocals by Irakli Charkviani, Ketato Popiashvili (A2, A3, A4, B1, B2, B3, D3), Giga Mikaberidze (C1) - Percussion by David Machavariani (A3, C3), Giorgi Mirzashvili (A1, D1) - Drums by Kakhaber Tsiskaridze (C3), Giorgi Mirzashvili (D1), Irakli Charkviani (A3) - Guitar by Ketato Popiashvili (D1) - Bass by Ucha Gugunava (C3) - Perepelochka Harp by Ketato Popiashvili (A4, D3) - Trumpet by Giorgi Shamanauri (D2) - Recorded In 2000, Geo Records (A2, A3, A4, B2, B3, C2, C3, D1–D3), Melodya Studio (A1), Giga Mikaberidze Studio (B1, C1) - Recording Engineers: Giorgi Asanishvili, Kakha Bazieri (A1), Giga Mikaberidze (B1, C1) - Mixed by Giorgi Asanishvili (Except B1, C1) - Executive Producers: Giorgi Asanishvili, Basa Janikashvili, David Kharadze - Co-Produced by Elene Davituliani - Cover Art Concept by Maxime Charkviani - Photo by Unknown Photographer - Art Direction by David Kupatadze - Vinyl Design by Soslan Sanakotti - Liner Notes by Jaba Shavishvili - Manufacturing Assistance by Natia Sartania ## GMLC009 — მწვანე ოთახი (Green Room): "მწვანე ოთახი (Green Room)" [SOLD OUT / გაყიდულია] - URL: https://georgianmusic.ge/catalog/gmlc009 - Original Recording Year: 2001 - GMLC Vinyl Reissue Year: 2025 (2025-03-05) - Format & Pressing: 2×LP, Reissue, Remastered, Stereo · 33 ⅓ RPM · 2×180g Remastered Double Vinyl · Pressed at Optimal Media GmbH, Germany - Availability: Sold Out (გაყიდულია) - Genres: Jazz-Funk, Alternative - Official YouTube Stream: https://www.youtube.com/watch?v=jZXNkdWn2Dw - Archival & Stockist Links: - Vodkast Records: https://www.vodkast.ge/catalogue?labels=3313788&stock=all - Retromania: https://retromania.ge/product/%e1%83%9b%e1%83%ac%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%94-%e1%83%9d%e1%83%97%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%98/ - Discogs: https://www.discogs.com/release/33299982 - Synopsis (EN): Conceived by former Tbilisi Jazz Academy students in the late 1990s and released in 2001, Green Room’s self-titled debut introduced an infectious blend of acid jazz and funk to Georgia — remastered on 2×LP. - Synopsis (KA): 90-იანი წლების მიწურულს ჯაზის აკადემიის ყოფილი სტუდენტების მიერ შექმნილი „მწვანე ოთახის“ სადებიუტო ალბომი (Geo Records, 2000–2001) — ეისიდ-ჯაზისა და ფანკის გამორჩეული ქართული განაცხადი ორმაგ ვინილზე. - Liner Notes (EN): During the Soviet era of censorship, only a handful of Georgian musicians managed to weave jazz and related styles into their work. Independence opened the door for a new generation to explore fresh musical landscapes. In the late 1990s, former students of the Jazz Academy conceived a band that diverged from both the rock-dominated alternative scene and formulaic mainstream pop — carving out a singular niche as "Green Room" (მწვანე ოთახი). Blending acid jazz and funk — genres thriving in Britain yet novel to Georgian audiences — their music captivated listeners through inventive melodies, rich brass and flute arrangements, unconventional stage energy, and irresistible grooves. Recorded at Geo Records in 2000 and released in 2001 with its original lineup, this self-titled debut (expanded here across double vinyl with bonus tracks "Love Story" and "Kviteli Mdinare") propelled tracks like "Misebi", "Chemtan Agar Khar", and "Sad Aris Mze" into instant classics, marking a lasting shift toward stylistic diversity in modern Georgian music. - Liner Notes (KA): საბჭოთა ცენზურის ეპოქაში მხოლოდ ერთეული ქართველი მუსიკოსები ახერხებდნენ ჯაზისა და მონათესავე ჟანრების საკუთარ შემოქმედებაში ინტეგრირებას. დამოუკიდებლობის მოპოვებამ ახალ თაობას ახალი მუსიკალური ჰორიზონტების კვლევის თავისუფლება მისცა. 90-იანი წლების ბოლოს ჯაზის აკადემიის ყოფილმა სტუდენტებმა გადაწყვიტეს შეესრულებინათ მუსიკა, რომელიც სრულიად განსხვავდებოდა იმდროინდელი მეინსტრიმისგან: მაშინ როცა ალტერნატიულ სცენაზე ძირითადად როკ-მუსიკოსები დომინირებდნენ, ხოლო მასობრივი სივრცე შაბლონური პოპ-ჟღერადობით იყო გაჯერებული, სწორედ ამ ორ უკიდურესობას შორის დაიბადა „მწვანე ოთახი“. მათი ხმოვანება ეფუძნებოდა ეისიდ-ჯაზისა და ფანკის თვითმყოფად ნაზავს — ჟანრებს, რომლებიც იმ დროს ბრიტანეთში პოპულარობის პიკზე იყო, ქართველი მსმენელისთვის კი სრული სიახლე აღმოჩნდა. ინოვაციური მელოდიებით, არასტანდარტული შესრულების მანერითა და გადამდები გრუვით ჯგუფმა მალევე მიიპყრო ყურადღება. 2000 წელს Geo Records-ში ჩაწერილი და 2001 წელს ორიგინალური შემადგენლობით გამოცემული სადებიუტო ალბომი (ბონუს-ტრეკებით „Love Story“ და „ყვითელი მდინარე“) ჯგუფის მრავალწლიანი ძიებების კულმინაციად იქცა. კომპოზიციებმა „მისები“, „ჩემთან აღარ ხარ“ და „სად არის მზე“ ქართულ მუსიკალურ სივრცეში უფრო მრავალფეროვანი და თამამი ჟღერადობის ეპოქა მონიშნა. - Tracklist (14 tracks): - A1. Sad Aris Mze / სად არის მზე (3:54) - A2. Statistika / სტატისტიკა (3:41) - A3. Chemtan Agar Khar / ჩემთან აღარ ხარ (4:15) - A4. Zoorappa (4:08) - B1. Jazib Haga (4:32) - B2. Bird (3:49) - B3. Misebi / მისები (3:58) - B4. Planeta #320 / პლანეტა #320 (4:21) - C1. Tekno Venebze / ტექნო ვენებზე (4:05) - C2. Fantasy of the Crazy Man (4:28) - C3. Dzmebi / ძმები (3:52) - C4. Summertime (4:36) - D1. Love Story (bonus track) (4:12) - D2. Kviteli Mdinare (bonus track) / ყვითელი მდინარე (bonus track) (4:18) - Archival Credits: - Green Room Original Line-Up: Achiko Guledani - Vocals, Guitar; Beka Japaridze-Shukvani - Keyboard; David Aduashvili - Drums; Nodar Ekvtimishvili - Bass; Maka Gamkrelidze - Back Vocal; Tamuna Magalashvili - Back Vocal - Music & Text Written by Achiko Guledani, Beka Japaridze-Shukvani (Except C4, “Summertime” By George Gershwin & C2, “Fantasy Of Crazy Man” uses theme from John Scofield & Pat Metheny collaborative composition) - Produced by “Green Room” - Trumpet by Giorgi Shamanauri (A1, A2) - Saxophone by Kakha Jagashvili (A1) - French Horn by Emzar Burduli (A2) - Flute by David Odzelashvili (B4), Sandro Nikoladze (D2) - Bass by Ucha Gugunava (D1, D2) - Drum by Levan Abshilava (D2) - Originally Recorded In 2000, Geo Records - Audio Mixed & Mastered by Giorgi Asanishvili, Beka Japaridze-Shukvani - Executive Producers: Giorgi Asanishvili, Basa Janikashvili, David Kharadze - Co-Produced by Elene Davituliani - Art Direction by David Kupatadze - Album Art by David Machavariani - Vinyl Design by Soslan Sanakotti - Liner Notes by Jaba Shavishvili - Manufacturing Assistance by Natia Sartania ## GMLC010 — Kung Fu Junkie: "Dance or Die: Undersky Gnostic Pop" [SOLD OUT / გაყიდულია] - URL: https://georgianmusic.ge/catalog/gmlc010 - Original Recording Year: 2007–2016 - GMLC Vinyl Reissue Year: 2025 (2025-09-04) - Format & Pressing: 2×12" LP, 33 ⅓ RPM, Compilation, Stereo · 33 ⅓ RPM · 2×180g Gatefold Anthology · Pressed at Optimal Media GmbH, Germany - Availability: Sold Out (გაყიდულია) - Genres: Synth-Pop, Electronic / IDM, Alternative - Official YouTube Stream: https://www.youtube.com/watch?v=L4Yz73e7xLg - Archival & Stockist Links: - Vodkast Records: https://www.vodkast.ge/catalogue?labels=3313788&stock=all - Retromania: https://retromania.ge/product/kung-fu-junkie-dance-or-die-undersky-gnostic-pop-2lp/ - Discogs: https://www.discogs.com/release/34939637 - Synopsis (EN): A double-LP anthology of Tbilisi’s iconic 2007–2016 avant-garde performance collective — fusing underground theater, retro-futuristic cosmic explorations, 8-bit pop, and the uncompromising slogan "Dance or Die!" - Synopsis (KA): 2007–2016 წლებში თბილისში მოქმედი ავანგარდული მუსიკალური და პერფორმანს-კოლექტივის ორმაგი ანთოლოგია — მიწისქვეშა თეატრის, რეტრო-ფუტურიზმის, 8-ბიტიანი პოპისა და უკომპრომისო სლოგანის „Dance or Die!“ მანიფესტი. - Liner Notes (EN): Kung Fu Junkie was a prominent musical collective active in Tbilisi from 2007 to 2016, ultimately becoming a significant cultural phenomenon. Founded by musicians from diverse backgrounds, the group drew inspiration from Tbilisi’s 2000s punk scene, alternative music, psychedelic experiences, and the philosophy of industrial music. Originally envisioned as a performance project, Kung Fu Junkie fused underground theater, retro-futuristic cosmic explorations — both internal and external — non-commercial entertainment, and dance. Dance was declared the sole means for youth to save themselves and reclaim their identities amid the ruins of the Soviet empire. Their slogan was raw and uncompromising: "Dance or Die!" Kung Fu Junkie embodied both an avant-garde movement and a key part of the "Eurasian Laboratory" art collective uniting artists, musicians, and poets, whose musical wing was run by the label "Sokomuzika" (issuing works by Accidental Lover Boyz, Minda da Vtkhri, Nothing FM, Dream Laboratory, and Eva). Rather than a conventional band, KFJ functioned as an open theater of up to seven performers. Most recordings were made in Grinch’s (Tazo Liparteliani) room, known as "Undersky" — a playful twist on "underground": "We’re not underground — we’re Undersky!" Within a pop-oriented framework, the collective experimented from trashy 8-bit aesthetics with toy-gun effects to hip-hop and trance elements, sung in post-Soviet schoolroom English with proud Georgian accents alongside Georgian lyrics, while organizing activist benefit concerts against violence against women, unlawful arrests, and repressive drug laws. Following the passing of composer, co-founder, and lifelong member Grinch in 2016, the collective brought its recordings and performances to a close. - Liner Notes (KA): Kung Fu Junkie იყო გამორჩეული მუსიკალური კოლექტივი, რომელიც თბილისში 2007–2016 წლებში მოღვაწეობდა და მნიშვნელოვან კულტურულ ფენომენად იქცა. განსხვავებული გამოცდილების მქონე მუსიკოსების მიერ დაარსებული ჯგუფი შთაგონებას იღებდა 2000-იანი წლების თბილისის პანკ-სცენიდან, ალტერნატიული მუსიკიდან, ფსიქოდელიური გამოცდილებებიდან და ინდუსტრიული მუსიკის ფილოსოფიიდან. თავდაპირველად ჩაფიქრებული როგორც პერფორმანს-პროექტი, Kung Fu Junkie აერთიანებდა მიწისქვეშა თეატრს, შინაგან და გარეგან რეტრო-ფუტურისტულ კოსმოსურ კვლევებს, არაკომერციულ გართობასა და ცეკვას — ცეკვა გამოცხადდა საბჭოთა იმპერიის ნანგრევებზე ახალგაზრდობის თვითგადარჩენისა და იდენტობის დაბრუნების ერთადერთ საშუალებად, უკომპრომისო სლოგანით: „Dance or Die!“ Kung Fu Junkie ერთდროულად წარმოადგენდა ავანგარდულ მოძრაობასაც და სახელოვნებო გაერთიანება „ევრაზიული ლაბორატორიის“ საკვანძო ნაწილსაც, რომელიც მხატვრებს, მუსიკოსებსა და პოეტებს აერთიანებდა, ხოლო მუსიკალურ მიმართულებას ლეიბლი „სოკომუზიკა“ უძღვებოდა (Accidental Lover Boyz, „მინდა და ვთხრი“, Nothing FM, Dream Laboratory, Eva). ტრადიციული ბენდის ნაცვლად, KFJ ღია თეატრის პრინციპით მოქმედებდა და პიკისას შვიდამდე შემსრულებელს მოიცავდა. ჩანაწერების უმეტესობა იქმნებოდა გრინჩის (თაზო ლიპარტელიანი) ოთახში, რომელსაც „Undersky“ ერქვა — სიტყვა „ანდერგრაუნდის“ ირონიული გადათამაშება: „ჩვენ ანდერგრაუნდი არ ვართ — ჩვენ Undersky ვართ!“ პოპ-სტრუქტურის შიგნით კოლექტივი ატარებდა ექსპერიმენტებს 8-ბიტიანი ესთეტიკიდან და სათამაშო პისტოლეტების ხმოვანი ეფექტებიდან ჰიპ-ჰოპისა და ტრანსის ელემენტებამდე, პოსტსაბჭოთა სკოლებში ნასწავლი ინგლისურითა და ქართული ტექსტებით. მუსიკის გარდა, ჯგუფი აქტიურად იყო ჩართული სოციალურ აქტივიზმსა და საქველმოქმედო კონცერტებში ქალთა მიმართ ძალადობის, უკანონო დაკავებებისა და ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის თემებზე. 2016 წელს ჯგუფის კომპოზიტორის, თანადამფუძნებლისა და უცვლელი წევრის, გრინჩის გარდაცვალების შემდეგ კოლექტივმა ჩანაწერები და გამოსვლები დაასრულა. - Tracklist (18 tracks): - A1. Flowerz in My Brain (3:32) - A2. Go Boyz (3:14) - A3. Didxans Gelodi / დიდხანს გელოდი (3:48) - A4. Summer in the Sky (Divani Live) (4:11) - A5. My Mind is My Prison (3:39) - B1. Yoshiwara Bitch (Tabula Live) (3:52) - B2. Chinese Girl (3:45) - B3. BioRobot (Acoustic) (3:08) - B4. ANY1 (4:02) - C1. Adonai (4:16) - C2. Junkie Walk (3:29) - C3. Trip Up (Tabula Live) (3:57) - C4. Sci-Fi (Tabula Live) (4:09) - D1. APB37 (3:21) - D2. Big Green Dragon (Tbilisi Drift) (3:54) - D3. King Size (3:33) - D4. Bonus Track: Accidental Lover Boyz - Helicopter’s Propeller (3:44) - D5. Bonus Track: Underskyz - ტექნომაგია (Kung Fu Junkie "Sci Fi" Remix) (4:18) - Archival Credits: - Music By Tazo Liparteliani (A1 – D3; Bonus Track #1), Zura Jishkariani (A1), Archil Kelbakiani (A5, D1), Irakli Berikashvili (D2), Temo Ezugbaia (#2). - Lyrics By Zura Jishkariani (A1 – D3, Bonus Track #2), Tazo Liparteliani (A3, A5, B4, D3, Bonus Track #1), Maxime Machaidze (A3, A4), Amiko Ninua (A5, D3), Archil Kelbakiani (D1), Sakhe (Original lyrics for A3), Temo Ezugbaia (Bonus Track #2). - Vocals By Zura Jishkariani (A1 – D3, Bonus Track #2), Tazo Liparteliani (A3, A5, B4, D2, D3, Bonus Track #1), Amiko Ninua (A5, D3), Maxime Machaidze (A3, A4), Anano Sikharulidze (B1), Temo Ezugbaia (Bonus Track #2). - Guitar By Temo Ezugbaia (A2, A4, B3, C1, C3, C4, D2, Bonus Track #2), Archil Kelbakiani (A5, D1). - Recorded By Dato Toidze (A3, A4). - Production By Temo Ezugbaia (B3, Bonus Track #2). - C2 “Junkie Walk” includes a sample from The Doors. - All Tracks Recorded From 2007 – 2022 - Mastering By Giorgi Koridze - Album Creative/Art Direction & Design: Giorgi Grdzelishvili & Kung Fu Junkie - Project Art Director: David Kupatadze - Graphic Designer: Soslan Sanakotti - Liner Notes By Zura Jishkariani & Jaba Shavishvili - Manufacturing Assistance By Nastia Sartania ## GMLC011 — TBA (ნატალია ბერიძე) (TBA (Natalie Beridze)): "Annulé" [AVAILABLE / ხელმისაწვდომია] - URL: https://georgianmusic.ge/catalog/gmlc011 - Original Recording Year: 2005 - GMLC Vinyl Reissue Year: 2025 (2025-11-20) - Format & Pressing: 2×LP, Album, Reissue, Stereo · 33 ⅓ RPM · 2×180g Audiophile Pressing · Pressed at Optimal Media GmbH, Germany - Availability: Available via Tbilisi stockists Vodkast Records & Retromania (ხელმისაწვდომია) - Genres: Electronic / IDM - Official YouTube Stream: https://www.youtube.com/watch?v=WgJD3bQu__A - Archival & Stockist Links: - Vodkast Records: https://www.vodkast.ge/release/36693487/natalie-beridze-annule - Retromania: https://retromania.ge/product/natalie-beridze-tba-annule/ - Discogs: https://www.discogs.com/release/37460961 - Synopsis (EN): Georgian experimental electronic pioneer and Goslab member Natalie Beridze’s (TBA) iconic 2005 Max Ernst album "Annulé" — a 22-piece meditation on absence, noise, and silence, pressed onto double vinyl. - Synopsis (KA): ქართული ექსპერიმენტული ელექტრონიკის პიონერისა და Goslab-ის წევრის, ნატალია ბერიძის (TBA) 2005 წლის საკულტო ალბომი „Annulé“ — 22 ფრაგმენტული კომპოზიციისგან შემდგარი მედიტაცია არყოფნაზე, პირველად 2×LP ვინილზე. - Liner Notes (EN): Natalie Beridze, known under the alias TBA, is one of the pioneering women of Georgia’s experimental and electronic music scene. Born and raised in Tbilisi, she began her creative practice during an era of instability and "quiet revolution" in a city undergoing deep transformation. In the early 2000s she joined GOSLAB — a circle of friends and artists who treated technology as an emotional instrument — forging ties with the European avant-garde and Thomas Brinkmann’s Cologne-based label Max Ernst. Released in 2005, "Annulé" bridges song and structure, noise and silence, diary and document. "Annulé" (French for "cancelled") is a meditation on absence: across twenty-two brief, fragmentary pieces, Beridze shapes moments that begin to vanish the instant they appear, alternating voice with piano tones, field recordings, and processed beats in a narrative of emotional suspension. Opening with the Tbilisi recording "Beba Plays" grounded in lived room space before moving through pieces like "Dread", "Sleepwalkers", and the title track "Annulé", Beridze composes as much with pauses as with sound. Two decades later, often described as "intimate electronica", "Annulé" endures with undiminished immediacy — the portrait of an artist who transformed the noise of an era into musical form. - Liner Notes (KA): ნატალია ბერიძე, ცნობილი ფსევდონიმით TBA, საქართველოში ექსპერიმენტული და ელექტრონული მუსიკის სცენის ერთ-ერთი პიონერი ქალია. თბილისში დაბადებულმა და გაზრდილმა, მან შემოქმედებითი საქმიანობა დაიწყო არასტაბილურობისა და „ჩუმი რევოლუციის“ ეპოქაში — ქალაქში, რომელიც იმ პერიოდში ტრანსფორმაციას განიცდიდა. 2000-იანი წლების დასაწყისში ბერიძე შეუერთდა GOSLAB-ს — მეგობრებისა და ხელოვანების გაერთიანებას, რომლებიც ტექნოლოგიას ემოციურ ინსტრუმენტად აღიქვამდნენ, საიდანაც კავშირი დაამყარა ევროპულ ავანგარდთან და კიოლნში ბაზირებულ თომას ბრინკმანის ლეიბლთან Max Ernst. 2005 წელს მან გამოუშვა ალბომი „Annulé“ — ნამუშევარი, რომელიც აერთიანებს სიმღერასა და სტრუქტურას, ხმაურსა და სიჩუმეს, დღიურსა და დოკუმენტს. „Annulé“ (ფრანგულად „გაუქმებული“) წარმოადგენს მედიტაციას არყოფნაზე: ოცდაორი მოკლე, ფრაგმენტული კომპოზიციის მეშვეობით ბერიძე ქმნის მომენტებს, რომლებიც გაჩენისთანავე იწყებენ გაქრობას. ალბომში ვოკალი ენაცვლება ფორტეპიანოს ტონებს, საველე ჩანაწერებსა და დამუშავებულ ბითებს. ალბომის პირველი ნამუშევარი „Beba Plays“, რომელიც თბილისშია ჩაწერილი, რეალურ სივრცეს ასახავს, რის შემდეგაც მუსიკა გადადის ისეთ კომპოზიციებში, როგორიცაა „Sleepwalkers“, „Dread“ და სატიტულო ტრეკი „Annulé“. ბერიძის მიდგომა მინიმალისტურია: იგი კომპოზიციებს ქმნის როგორც ბგერების, ისე პაუზების გამოყენებით. გამოშვებიდან ორი ათწლეულის შემდეგ, „ინტიმურ ელექტრონიკად“ წოდებული „Annulé“ კვლავ ინარჩუნებს აქტუალობას და წარმოაჩენს ხელოვანს, რომელმაც ეპოქის ხმაური მუსიკალურ ფორმად გარდაქმნა. - Tracklist (22 tracks): - A1. Beba Plays (2:18) - A2. I (2:45) - A3. B-Lan (3:12) - A4. Tuesd (2:54) - A5. Hip (2:31) - A6. Dread (3:38) - B7. Cheg (2:49) - B8. Sleepwalkers (4:06) - B9. Zinavs (3:04) - B10. Smashes (2:58) - B11. Soshi (3:19) - C12. Okean K (3:27) - C13. Signdust (2:52) - C14. Annulé (4:14) - C15. Getgoin (2:41) - C16. Nevermind (3:36) - D17. Walk (2:55) - D18. TBC Geo Doc (2:29) - D19. Downby (3:11) - D20. Lego Poetry (2:47) - D21. Airports (3:33) - D22. URS (3:18) - Archival Credits: - All music, lyrics, and vocals: Natalie Beridze (TBA) - A1 – Recorded live in Tbilisi / A6 – Dedicated to Raymond Scott - B2 – Vocals: Gogi.Ge.Org (Gogi Dzodzuashvili), Natalie Beridze / Lyrics by Dylan Thomas (“Do not go gentle into that good night”) - C3 – Includes a sample taken from R.H.-C1 / C5 – Dedicated to Esben E. and the French Consulate in Georgia / “My 'fear' is my substance, and probably the best part of me” — Franz Kafka - D6 – Dedicated to N.1487 - Partly co-produced with Thomas Brinkmann - Originally released on Max Ernst, 2005 - Mastered by Thomas Brinkmann - Vinyl master by Giorgi Koridze - Artwork and visuals: Natalie Beridze TBA, Ketuta A.M., Salome Machaidze - Art direction by David Kupatadze - Vinyl design by Soslan Sanakotti - Liner notes by Jaba Shavishvili - Manufacturing assistance: Nastia Sartania - Thanks to TB+ and Goslab–schizlab–the Inspirer Of Great Stories In Continuous Mode /// Serafin + Lucian ## GMLC012 — ლადო ბურდული & რეცეპტი (Lado Burduli & Retsepti): "რჩეული სიმღერები 1987–1992 (Favorite Songs 1987–1992)" [AVAILABLE / ხელმისაწვდომია] - URL: https://georgianmusic.ge/catalog/gmlc012 - Original Recording Year: 1987–1992 - GMLC Vinyl Reissue Year: 2026 (2026-09-05) - Format & Pressing: 2×LP, 45 RPM, Compilation, Stereo · 45 RPM · 2×180g 45 RPM Gatefold Edition · Pressed at Optimal Media GmbH, Germany - Availability: Available via Tbilisi stockists Vodkast Records & Retromania (ხელმისაწვდომია) - Genres: Post-Punk, Alternative - Official YouTube Stream: https://www.youtube.com/watch?v=QWMS9qAVmPE - Archival & Stockist Links: - Vodkast Records: https://www.vodkast.ge/release/38345412/lado-burduli-and-retsepti-favorite-songs - Retromania: https://retromania.ge/product/lado-burduli-retsepti-favorite-songs-%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%93%e1%83%9d-%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%aa%e1%83%94/ - Discogs: https://www.discogs.com/release/38345412 - Synopsis (EN): From its very first note, Retsepti was a problem for the Soviet apparatus: Lado Burduli & Retsepti’s raw 1987–1992 dark-punk and cold-wave resistance recordings gathered on a 45 RPM 2×LP compilation. - Synopsis (KA): „რეცეპტი“ პირველივე ნოტიდან სისტემისთვის პრობლემას წარმოადგენდა: ლადო ბურდულისა და „რეცეპტის“ 1987–1992 წლების დარკ-პანკ და ქოლდ-ვეივ წინააღმდეგობის აქტი — გამოცემული 45 RPM ორმაგ ვინილზე. - Liner Notes (EN): Tbilisi, 1987. The Soviet Union is cracking — not yet collapsed, though the fissures are unmistakable. In the Georgian SSR, a state apparatus dictates what music may exist, which poetry may be spoken, and whose voice is permitted to be heard. The Union of Composers controls the studios; the state controls the stages. Anything carrying genuine anger, protest, or darkness is treated not as culture, but as a problem. From its very first note, Retsepti was a problem. Lado Burduli stands as an extraordinary figure of late-imperial Georgian music. Educated at Paliashvili Central Music School and Sarajishvili State Conservatoire, and serving as double bassist at the Tbilisi Opera and Ballet Theatre, he entered rock not out of ignorance of classical tradition, but in conscious rejection of what state orthodoxy served. Having mastered every rule, he decided they were not enough: recording raw, confrontational Georgian-language punk in home studios without institutional permission was an act of resistance. Poised at the intersection of dark punk and cold wave, Retsepti’s music draws its unmistakably Tbilisi character from Burduli’s voice and lyrics — political songs that never sound like slogans because they sound like living human beings. Years before grunge and early-90s post-punk broke abroad, that raw urgency already existed in Tbilisi, recorded in apartments and concert halls without a label or template. - Liner Notes (KA): თბილისი, 1987 წელი. საბჭოთა კავშირი იბზარება — ჯერ არ დაშლილა, თუმცა ბზარები უკვე აშკარად ეტყობა. საქართველოს სსრ-ში მოქმედებს კულტურული აპარატი, რომელიც წყვეტს, რა მუსიკამ უნდა იარსებოს, რომელი პოეზიის გაჟღერებაა ნებადართული და ვის ხმას აქვს უფლება, ისმოდეს. კომპოზიტორთა კავშირი აკონტროლებს სტუდიებს, სახელმწიფო — სცენებს. მისაღებ ჟღერადობად ითვლება სათუთად შემონახული ხალხური მემკვიდრეობა, აკურატულად შესრულებული კლასიკური მუსიკა და უსაფრთხო, შინაარსისგან დაცლილი ესტრადა. ყველაფერი, რაც რეალურ ბრაზს, პროტესტსა და სიბნელეს შეიცავს, კულტურა კი არა, პრობლემაა. „რეცეპტი“ პირველივე ნოტიდან პრობლემას წარმოადგენდა. ლადო ბურდული იმპერიისდროინდელი ქართული მუსიკალური სივრცის სრულიად გამორჩეული ფიგურაა. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა, სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის კონტრაბასისტი — იგი როკ-მუსიკაში კლასიკური ტრადიციის უცოდინრობის გამო კი არ მოვიდა, არამედ იმის ცნობიერი უარყოფით, რასაც ეს ტრადიცია ემსახურებოდა. მან წესები სრულყოფილად შეისწავლა და შემდეგ გადაწყვიტა, რომ ისინი საკმარისი არ იყო. კულტურულ გარემოში, სადაც მორჩილება ჯილდოვდებოდა, ხოლო გადახრა ისჯებოდა, უხეში, აგრესიული, ქართულენოვანი პანკის საშინაო სტუდიაში ჩაწერა წინააღმდეგობის აქტი იყო. ეს ჟღერადობა დარკ-პანკისა (Dark Punk) და ქოლდ-ვეივის (Cold Wave) გადაკვეთაზე დგას, თუმცა მას კონკრეტულად ქართულ, თბილისურ ხასიათს სძენს ვოკალი და ტექსტები: ეს არის პოლიტიკური სიმღერები, რომლებიც არასდროს ჟღერს, როგორც პოლიტიკური სიმღერები — ისინი ჟღერს, როგორც ადამიანები. ის, რაც „რეცეპტმა“ 1980-იან წლებში შექმნა, სრულიად ახალი, კომპრომისებისგან თავისუფალი ორიენტირი გახდა ქართული მუსიკისთვის — ჩაწერილი საშინაო სტუდიებსა და საკონცერტო დარბაზებში, ყოველგვარი ლეიბლისა და წინასწარი შაბლონების გარეშე. - Tracklist (11 tracks): - A1. Mshia (1988) / მშია (1988) (3:39) - A2. Momeci Cecxli (1988) / მომეცი ცეცხლი (1988) (4:25) - A3. Me Movrbodi Shensken (1988) / მე მოვრბოდი შენსკენ (1988) (2:10) - B1. Modi Male (1988) / მოდი მალე (1988) (5:33) - B2. Nu Matkueb (1988) / ნუ მატყუებ (1988) (3:26) - C1. Isev Mukdeba Morigi Game (1989) / ისევ მუქდება მორიგი ღამე (1989) (3:01) - C2. Mglebi (1989) / მგლები (1989) (3:37) - C3. Modi Male (1989) / მოდი მალე (1989) (5:02) - D1. Nu Matkueb (1990) / ნუ მატყუებ (1990) (3:28) - D2. Nu Damtoveb (1990) / ნუ დამტოვებ (1990) (5:58) - D3. Mglebi (1990) / მგლები (1990) (3:14) - Archival Credits: - Lado Burduli — Guitar, Vocals - Zaza Sakhamberidze — Guitar, Backing Vocals - Josepha (Kakha Gugushvili) — Bass - Vova Vardanian — Drums - Shalva Khakhanashvili — Keyboards - Kirpicha (Sandro Kapanadze) — Saxophone - Music & Lyrics by Lado Burduli - Recorded at: Gena’s Studio (Channel 4), Children’s Theatre with Zhenya, Dada Studio, Philharmonic Concert - Audio Restoration and Mastering by Levan Javakhishvili - Photography by Guram Tsibakhashvili - Art Direction by David Kupatadze - Vinyl Design by Soslan Sanakotti - Liner Notes by Jaba Shavishvili - Manufacturing Assistance by Nastia Sartania - Thanks to: Ketevan Davitashvili; Salome Otarashvili; Gvaji; Giorgi Koridze. ================================================================================ # PART 2: ARTISTS & COLLECTIVES ================================================================================ ## Mother On Mondays - URL: https://georgianmusic.ge/artists/mother-on-mondays - Active Years: 1992–1996 - City: Tbilisi (თბილისი) - Genres & Roles: Synth-Pop, Indie Rock, Post-Punk · Gogi Dzodzuashvili, George Delon (Goglik), Levan Javakhishvili (სინთ-პოპი, ინდი-როკი, პოსტ-პანკი · გოგი ძოძუაშვილი, George Delon (გოგლიკა), ლევან ჯავახიშვილი) - GMLC Releases: GMLC001 - Biography (EN): Formed in war-torn early-1990s Tbilisi out of three underground bands (Shadow, Mysteria, and Out Of Need), Mother On Mondays took their name in homage to Frank Zappa while channeling British synth-pop and indie sensibility with unmistakable originality. Following their 1993 debut "Clear & Cold" and a six-month stint in Moscow, the core trio of Gogi Dzodzuashvili, George Delon (Goglik Pareshishvili), and Levan Javakhishvili embraced drum machines and warm synthesizers to record "Friends" (1995) at Temo Nikolaishvili Studio — inaugurating the GMLC vinyl catalog as GMLC001. - Biography (KA): Mother On Mondays 90-იანი წლების ომგამოვლილ თბილისში სამი განსხვავებული ჯგუფის („Shadow“, „Mysteria“, „Out Of Need“) გაერთიანებით ჩამოყალიბდა. სახელი ჯგუფს ფრენკ ზაპას სიყვარულით ერგო, თუმცა მუსიკალურად ისინი 80-90-იანი წლების ბრიტანული სინთ-პოპისა და ინდი-ჟღერადობისკენ იხრებოდნენ. მათი ფილოსოფია ერთი იყო — შეექმნათ სრულიად განსხვავებული და ექსცენტრიული მუსიკა, რომელსაც იმ პერიოდის ჩანასახში მყოფი ქართული სცენა მოკლებული იყო. 1993 წელს სადებიუტო ალბომის „Clear & Cold“-ის ჩაწერისა და მოსკოვის ტურნეს შემდეგ, ჯგუფი სამკაციან ფორმატში (გოგი ძოძუაშვილი, George Delon / გოგლიკ ფარეშიშვილი, ლევან ჯავახიშვილი; მოწვეული მუსიკოსები: დავით ჩხიკვიშვილი, ვაჟა ბექაური) ჩამოყალიბდა და სინთეზატორის თბილი ჟღერადობით 1995 წელს თემო ნიკოლაიშვილის სტუდიაში ჩაწერა „Friends“ (GMLC001). გარეთ არსებულმა მძიმე სოციალურმა გარემომ ვერაფერი დააკლო შემოქმედებით პროცესს — მუსიკამ მათთვის ცალკე, ნათელი სამყარო შექმნა, ხოლო „Friends“ დღემდე რჩება ქართული ალტერნატიული მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე მოდერნულ და საკულტო ჩანაწერად. ## მჟავა Message (Mzhava Message) - URL: https://georgianmusic.ge/artists/mzhava-message - Active Years: 1996–1998 - City: Tbilisi (თბილისი) - Genres & Roles: Experimental Electronic, Audio Collage, Multimedia · Pre-Goslab Collective (ექსპერიმენტული ელექტრონიკა, აუდიო-კოლაჟი, მულტიმედია · Goslab-ის წინამორბედი) - GMLC Releases: GMLC002 - Biography (EN): "Mzhava Message" was a landmark 1997 multimedia collaboration born out of deep artistic friendship among Gogi Dzodzuashvili, Nika Machaidze, Maya Sumbadze, Gio Sumbadze, and Nino Chubinishvili — the circle soon known as Goslab. Pairing Dzodzuashvili’s melodic synthesizer structures with Machaidze’s earliest computer cut-ups and Maya Sumbadze’s postmodern bilingual lyricism, "Mzhava Message" (GMLC002) stands as the first wholly electronic album in Georgian music history. - Biography (KA): „მჟავა Message“ მულტიმედიური პროექტი იყო, რომელიც ქართველი არტისტების დიდი მეგობრობის ისტორიას ეფუძნება — ისტორიას, რომელიც მალევე Goslab-ის კოლექტივის სახელით გახდა ცნობილი. გოგი ძოძუაშვილის, ნიკა მაჩაიძის, მაია სუმბაძის, გიო სუმბაძისა და ნინო ჩუბინიშვილის ერთობლივმა ნამუშევარმა (1997, GMLC002) ქართული ელექტრონული მუსიკის პირველი ტალღა მოხაზა. გოგი ძოძუაშვილის ჰარმონიულ სინთეზატორულ ხედვას აქ ნიკა მაჩაიძის (Nikakoi) პირველი კომპიუტერული აუდიო-მანიპულაციები და გლიჩ-კოლაჟები შეერწყა, ხოლო მაია სუმბაძის, გიო სუმბაძისა და ნინო ჩუბინიშვილის ქართულ-ინგლისურმა სიტყვათა თამაშმა და ვოკალებმა 90-იანი წლების თბილისის უნიკალური აუდიო-არტეფაქტი შექმნა. „მჟავა Message სიყვარულით შეიქმნა“ — იხსენებს გოგი ძოძუაშვილი — და ეს ალბომი დღემდე რჩება ქართული ელექტრონული მუსიკისა და კონცეპტუალური ხელოვნების ფუნდამენტად. ## Young Georgian Lolitaz - URL: https://georgianmusic.ge/artists/young-georgian-lolitaz - Active Years: 2000–Present - City: Tbilisi (თბილისი) - Genres & Roles: Alternative & Indie Guitar Rock · Nika Kocharov, Levan Shanshiashvili, Datucha Abuladze (ალტერნატიული როკი, ინდი-როკი · ნიკა კოჩაროვი, ლევან შანშიაშვილი, დათუჩა აბულაძე) - GMLC Releases: GMLC003 - Biography (EN): Formed at the turn of the millennium around vocalist-guitarist Nika Kocharov, Young Georgian Lolitaz emerged from Mziuri Park festivals to become the defining guitar band of 2000s Tbilisi. Recorded between 2003 and 2004 in an apartment desktop studio with guitarist Levan Shanshiashvili and drummer Datucha Abuladze, "Lemonjuice" (GMLC003) distilled Beatlesque melody, Nirvana grit, and Britpop urgency into a generational touchstone. - Biography (KA): ათასწლეულის მიჯნაზე, როდესაც ომგამოვლილი საზოგადოება სოციო-კულტურულ კრიზისში იყო და პოპ-მუსიკის დომინაციამ ალტერნატივას მცირე სივრცე დაუტოვა, ნიკა კოჩაროვის გარშემო ჩამოყალიბებული Young Georgian Lolitaz ახალი თაობის ყველაზე სიცოცხლისუნარიან ქართულ როკ-ბენდად იქცა. ვალერი კოჩაროვის („ბლიცი“) ოჯახში გაზრდილმა ნიკა კოჩაროვმა 2003–2004 წლებში საშინაო სტუდიაში (ლევან შანშიაშვილისა და დათუჩა აბულაძის მონაწილეობით) ჩაწერა სადებიუტო ალბომი „Lemonjuice“ (GMLC003), სადაც მუსიკალური გავლენები The Beatles-იდან, Nirvana-ს გავლით Blur-ამდე აღწევს. 500 CD-დისკად გავრცელებულმა ალბომმა („Star“, „Hollywood“, „Feather“, „Room“) ჯგუფს აღიარება მოუტანა როგორც საქართველოში, ისე ლონდონურ სცენაზე მოგზაურობისას და დღემდე რჩება 2000-იანების ქართული ალტერნატივის მთავარ მანიფესტაციად. ## GDEmpire (Georgian Dance Empire) - URL: https://georgianmusic.ge/artists/gdempire - Active Years: 1993 - City: Tbilisi (თბილისი) - Genres & Roles: Electronic, Breakbeat, Ethno-Sampling · Dada Dadiani, Gogi Chilashvili, Sergi Gvarjaladze, BiBi Kvachadze (ელექტრონიკა, ბრეიქბიტი, ეთნო-სემპლინგი · დადა დადიანი, გოგი ჩილაშვილი, სერგი გვარჯალაძე, ბიბი კვაჭაძე) - GMLC Releases: GMLC004 - Biography (EN): In April 1993, amid war and collapse, Dada Dadiani, Gogi Chilashvili, Sergi Gvarjaladze, and BiBi Kvachadze locked themselves inside a State Television studio in Tbilisi to record "Georgian Dance Empire" (GMLC004). Fusing Kawai drum programming, proto-hip-hop sampling, bilingual lyricism, and Georgian polyphonic/dance motifs without a trace of kitsch, GDEmpire closed the first wave of Georgian alternative music with fearless club-ready invention. - Biography (KA): 1993 წლის აპრილში, ქვეყნისთვის უმძიმეს დროს, დადა დადიანი („ტაქსი“, „საბავშვო მედიცინა“), გოგი ჩილაშვილი, სერგი გვარჯალაძე და ბიბი კვაჭაძე რამდენიმე დღით სახელმწიფო ტელევიზიის სტუდიაში ჩაიკეტნენ — ასე დაიბადა „Georgian Dance Empire“ (GMLC004), ქართული ალტერნატიული მუსიკის პირველი ტალღის ყველაზე თამამი ექსპერიმენტი. მათ მიერ შექმნილი 6 კომპოზიცია („Georgian Wrestling“, „Jansulo“, „Molly Has Questions“, „Da Chemo Dairujan“, „Tsangala Da Gogona“) წარმოადგენს ჟანრობრივ სინთეზს, რომელიც ყოველგვარი კიტჩის გარეშე აერთიანებს ქართულ პოლიფონიასა და ცეკვის მოტივებს Kawai-ის დრამ-მანქანასთან, პროტო-ჰიპ-ჰოპ სემპლინგთან და ელექტრონულ საცეკვაო რიტმთან. თავისუფლების უმაღლესი კოეფიციენტითა და არანჟირების კონცეპტუალური ხედვით GDEmpire-მა შექმნა პრეცედენტი, რომელიც 30 წლის შემდეგ 45 ბრუნიან ვინილზე გაცოცხლდა. ## შავი პრინცი და ძებნილები (Shavi Printsi & Dzebnilebi) - URL: https://georgianmusic.ge/artists/shavi-printsi-dzebnilebi - Active Years: 1991–2019 - City: Kutaisi / Tbilisi (ქუთაისი / თბილისი) - Genres & Roles: Georgian Hip-Hop & Boom-Bap Pioneers · Akaki Babunashvili & Crew (ქართული ჰიპ-ჰოპი, ბუმ-ბეპი · აკაკი ბაბუნაშვილი, ფრედო, მასტი, მეგოთი, სმოკი, DJ ჯადო, სოსო ჩაჩუა) - GMLC Releases: GMLC005 - Biography (EN): Born out of Kutaisi’s vibrant underground, Akaki Babunashvili — immortalized as Shavi Printsi (1971–2019) — pioneered Georgian breakdance and live rap before founding the seven-member crew Dzebnilebi in 1994. Recorded at Kutaisi’s Studio Orfey and Blues Records with Zaza Khubukelashvili and Giga Kukhianidze, their 1998 debut "Idzebneba" (GMLC005) turned Georgian street vernacular and post-collapse survival into an enduring boom-bap monument. - Biography (KA): 90-იანი წლების ქუთაისი ქართული ალტერნატიული მუსიკის მამოძრავებელი ძალა იყო, ხოლო აკაკი ბაბუნაშვილი — იგივე შავი პრინცი (1971–2019) — ქართული ჰიპ-ჰოპის უდავო ნათლია. Bajoo-სთან და Chi-სთან პირველი რეპ-პერფორმანსების შემდეგ, 1994 წლიდან მან ახალგაზრდა მოცეკვავეები და MC-ები შემოიკრიბა და დააარსა ჯგუფი „ძებნილები“. ქუთაისის სტუდია „ORFEY“-სა და „Blues Records“-ში ზაზა ხუბუკელაშვილთან და მოგვიანებით თბილისში გიგა კუხიანიძესთან ჩაწერილი ალბომი „იძებნება“ (1998, GMLC005) ქუჩის ცხოვრების მკაცრ რეალობას ასახავდა. სისხარტე, რიტმულობა, იმპროვიზაცია და ქუჩის ენერგია შავი პრინცისა და ძებნილების (ფრედო ბაბანი, დავით მორჩილაძე — მასტი, სერგი ჩიხლაძე — მეგოთი, ბექა ჯავახაძე — სმოკი, ლევან დოლიძე — DJ ჯადო, სოსო ჩაჩუა) რეპს უნიკალურ ავთენტურობას სძენდა, რის გამოც „იძებნება“ სამუდამოდ დარჩა ნამდვილი ქართული ჰიპ-ჰოპის კლასიკად. ## Afternoon Version - URL: https://georgianmusic.ge/artists/afternoon-version - Active Years: 1993–Present - City: Tbilisi (თბილისი) - Genres & Roles: Electronic, Downtempo & Brit-Dance · Sikharulidze, Toidze, Tsereteli, Dzagnidze, Kavtaradze (ელექტრონიკა, დაუნტემპო, ინდი-დენსი · გიორგი სიხარულიძე, დათო თოიძე, ნიკა წერეთელი, ზურა ძაგნიძე, გოგა ქავთარაძე) - GMLC Releases: GMLC006 - Biography (EN): Formed spontaneously in early-1990s Tbilisi by George "Sikha" Sikharulidze, Dato Toidze, Nicka Tsereteli, Zura "Zuricha" Dzagnidze, Goga Kavtaradze, and Misha Abesadze, Afternoon Version evolved from British new-wave roots into sophisticated electronic-acoustic synthesis. Issued in 2000 before its members dispersed across Europe and America, "Together" (GMLC006) unites 90s British club electronics with folkloric-spoken opener "Kardena" and acoustic classic "Champagne Gold". Three decades on, Afternoon Version remains active. - Biography (KA): Afternoon Version ქართულ მუსიკალურ სივრცეში 90-იანი წლების დასაწყისში სპონტანურად გამოჩნდა — გვიანი მოზარდობის ასაკში მყოფი თბილისელი ახალგაზრდების (გიორგი „სიხა“ სიხარულიძე, დათო თოიძე, ნიკა წერეთელი, ზურა „ზურიჩა“ ძაგნიძე, გოგა ქავთარაძე, მიშა აბესაძე) სურვილმა, შეექმნათ 80-იანი წლების რჩეული ბრიტანული ბენდებით შთაგონებული მუსიკა, მალე თვითმყოფადი ელექტრონულ-აკუსტიკური სახე მიიღო. 90-იანი წლების ბოლოს, სანამ ჯგუფის წევრები ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა ქალაქს მიაშურებდნენ, მათ დაგვიტოვეს შემაჯამებელი ალბომი „Together“ (2000, GMLC006). ალბომში 90-იანების ბრიტანული საცეკვაო მუსიკისა და ელექტრონიკის სინთეზთან ერთად გვხვდება „Kardena“ — ფოლკლორული მოტივებითა და სოციალური რეჩიტატივით — და „Champagne Gold“, ჯგუფის აკუსტიკური ჰიტი და 90-იანების ქართული ალტერნატივის ნამდვილი მარგალიტი. 30 წლის შემდეგ Afternoon Version კვლავ მოქმედი ბენდია. ## ნიკა მაჩაიძე (Nikakoi / Erast) (Nika Machaidze (Nikakoi / Erast)) - URL: https://georgianmusic.ge/artists/nika-machaidze-nikakoi - Active Years: 1996–Present - City: Tbilisi (თბილისი) - Genres & Roles: IDM, Ambient, Electronic Composer & Filmmaker · Goslab (IDM, ემბიენტი, ელექტრონიკა, რეჟისორი · Goslab) - GMLC Releases: GMLC007, GMLC002 - Biography (EN): Trained as a film director, Nika Machaidze entered music in the mid-1990s alongside fellow Goslab members on "Mzhava Message" (GMLC002), pioneering computer-based sound collage in Tbilisi. Following exhibitions in Germany and France and his 2002 WMF Records debut "Sestrichka", Machaidze released "Shentimental" in 2003 (reissued as 2×LP GMLC007) — a landmark fusion of intricate IDM breakbeats, ambient warmth, and Georgian vocal intimacy featuring Maya Sumbadze and Natalie Beridze. - Biography (KA): ნიკა მაჩაიძე, რომელიც პროფესიით კინორეჟისორია, მუსიკალურ სივრცეში პირველად 90-იანი წლების შუა პერიოდში გამოჩნდა, როდესაც Goslab-ის კოლექტივის წევრებთან ერთად „მჟავა Message“-ის (GMLC002) ჩაწერაზე იმუშავა და პირველად ჩაატარა ექსპერიმენტები კომპიუტერულ და ელექტრონულ მუსიკაში. საუკუნის მიწურულს ნიკას მუსიკის მიმართ ინტერესი გერმანიასა და საფრანგეთში გაჩნდა. 2002 წელს ბერლინურ ლეიბლ WMF Records-ზე გამოვიდა Nikakoi-ის პირველი ალბომი „Sestrichka“, რომელსაც 2003 წელს მოჰყვა „შენтыmental“ (GMLC007 — მაია სუმბაძისა და ნატალია ბერიძის ვოკალური მონაწილეობითა და Bo Kondren / Calyx-ის მასტერინგით). ემბიენტისა და IDM-ის ქართული სენტიმენტალური ხმოვანებით გაფორმებული ეს ალბომი დღემდე ქართული ელექტრონული მუსიკის ფუნდამენტურ ნამუშევრად რჩება. ## ირაკლი ჩარკვიანი (Irakli Charkviani) - URL: https://georgianmusic.ge/artists/irakli-charkviani - Active Years: 1976–2006 - City: Tbilisi (თბილისი) - Genres & Roles: Poet, Author, Musician & Art-Pop Visionary (პოეტი, მწერალი, მუსიკოსი, არტ-პოპი და ალტერნატივა) - GMLC Releases: GMLC008 - Biography (EN): Towering poet, prose writer, and musical reformer of modern Georgia. From early post-punk/new-wave outfits Arishi, Taxi, and Children’s Medicine to landmark solo albums "Svan Songs", "Afren", and "Amo", Charkviani permanently transformed Georgian songwriting. Recorded in 2000 alongside Ketato Popiashvili and engineer Giorgi Asanishvili, "Amo" (reissued on double vinyl as GMLC008) weds minimalist electronic pulse, acoustic textures, and timeless poetic candor. - Biography (KA): თანამედროვე ქართული მუსიკისა და ლიტერატურის საკვანძო ფიგურა. ჯგუფებიდან „არიში“, „ტაქსი“ და „საბავშვო მედიცინა“ სოლო შემოქმედებამდე („სვანური სიმღერები“, „აფრენ“, „ამო“, „სავსე“), ირაკლი ჩარკვიანმა რადიკალურად განაახლა ქართული პოეტური და მუსიკალური ენა. 2000 წელს Geo Records-ში, სტუდია „მელოდიასა“ და გიგა მიქაბერიძის სტუდიაში ქეთათო პოპიაშვილთან და გიორგი ასანიშვილთან ერთად ჩაწერილი ალბომი „ამო“ (GMLC008, 2×LP) აერთიანებს ელექტრონულ მინიმალიზმს, კამერულ დრამატურგიასა და სამოქალაქო ლირიკას („სექსი“, „ორღანი 78“, „ისტორიას“, „წყალს“), რომელიც თაობების კულტურულ კოდად იქცა. ## მწვანე ოთახი (Green Room) - URL: https://georgianmusic.ge/artists/mtsvane-otakhi-green-room - Active Years: 1999–Present - City: Tbilisi (თბილისი) - Genres & Roles: Acid-Jazz, Funk & Pop-Rock · Achiko Guledani, Beka Japaridze-Shukvani & Band (ეისიდ-ჯაზი, ფანკი, პოპ-როკი · აჩიკო გულედანი, ბექა ჯაფარიძე-შუქვანი და კოლექტივი) - GMLC Releases: GMLC009 - Biography (EN): Conceived in the late 1990s by former Tbilisi Jazz Academy students led by Achiko Guledani and Beka Japaridze-Shukvani, Green Room carved a singular niche between rock underground and mainstream pop through infectious British-inspired acid-jazz and funk. Recorded at Geo Records in 2000 and released in 2001, their self-titled debut ("Sad Aris Mze", "Misebi", "Chemtan Agar Khar" — reissued on remastered double vinyl as GMLC009) marked a watershed moment for groove-driven modern Georgian music. - Biography (KA): 90-იანი წლების მიწურულს ჯაზის აკადემიის ყოფილი სტუდენტების მიერ ჩამოყალიბებულმა ჯგუფმა „მწვანე ოთახი“ (აჩიკო გულედანი, ბექა ჯაფარიძე-შუქვანი, დავით ადუაშვილი, ნოდარ ექვთიმიშვილი, მაკა გამყრელიძე, თამუნა მაღალაშვილი) როკ-ანდერგრაუნდსა და შაბლონურ პოპ-ესტრადას შორის სრულიად უნიკალური ნიშა — ეისიდ-ჯაზისა და ფანკის ცოცხალი სინთეზი დაიკავა. 2000 წელს Geo Records-ში ჩაწერილმა და 2001 წელს გამოცემულმა სადებიუტო ალბომმა („სად არის მზე“, „მისები“, „ჩემთან აღარ ხარ“, „სტატისტიკა“, „ტექნო ვენებზე“ — რემასტერირებული 2×LP GMLC009) ქართულ მუსიკაში სასულე სექციებითა და იმპროვიზაციული გრუვით სავსე ახალი ეპოქა გახსნა. ## Kung Fu Junkie - URL: https://georgianmusic.ge/artists/kung-fu-junkie - Active Years: 2007–2016 - City: Tbilisi (თბილისი) - Genres & Roles: Avant-Pop, Synth-Punk & Performance Collective · Grinch, Zombie, Vinda Folio, MC CutDaKill, Luna9, Chipo (ავანგარდ-პოპი, სინთ-პანკი, პერფორმანს-კოლექტივი · გრინჩი, ზომბი, Vinda Folio, MC CutDaKill, Luna9, Chipo) - GMLC Releases: GMLC010 - Biography (EN): Active in Tbilisi from 2007 to 2016 within the "Eurasian Laboratory" art collective and Sokomuzika label, Kung Fu Junkie fused underground theater, 8-bit synth-punk, industrial philosophy, and retro-futurism under the uncompromising banner "Dance or Die!" Recorded largely in co-founder and composer Tazo "Grinch" Liparteliani’s room dubbed "Undersky", the collective operated as an open theater and activist force until Grinch’s passing in 2016 — immortalized on the 2×LP anthology "Dance or Die: Undersky Gnostic Pop" (GMLC010). - Biography (KA): Kung Fu Junkie (2007–2016) იყო თბილისური მუსიკალური და პერფორმანს-კოლექტივი, რომელიც „ევრაზიული ლაბორატორიისა“ და ლეიბლ „სოკომუზიკას“ წიაღში მნიშვნელოვან კულტურულ ფენომენად იქცა. თაზო „გრინჩ“ ლიპარტელიანის, ზურა „ზომბი“ ჯიშკარიანის, თემო „Vinda Folio“ ეზუგბაიას, ამიკო „MC CutDaKill“ ნინუას, მაქსიმე „Luna9“ მაჩაიძისა და არჩილ „Chipo“ ქელბაქიანის უკომპრომისო სლოგანი იყო: „Dance or Die!“ ჩანაწერების უმეტესობა იქმნებოდა გრინჩის (თაზო ლიპარტელიანი) ოთახში, რომელსაც „Undersky“ ერქვა („ჩვენ ანდერგრაუნდი არ ვართ — ჩვენ Undersky ვართ!“). მუსიკის გარდა, კოლექტივი აქტიურად მონაწილეობდა სოციალურ აქტივიზმში. 2016 წელს ჯგუფის კომპოზიტორისა და თანადამფუძნებლის, გრინჩის გარდაცვალების შემდეგ კოლექტივმა არსებობა დაასრულა, ხოლო 2025 წელს GMLC010-ის სახით მათი ორმაგი ანთოლოგია გამოიცა. ## ნატალია ბერიძე / TBA (Natalie Beridze / TBA) - URL: https://georgianmusic.ge/artists/natalie-beridze-tba - Active Years: 2000–Present - City: Tbilisi / Cologne (თბილისი / კიოლნი) - Genres & Roles: Experimental & Intimate Electronic Composer · Goslab (ექსპერიმენტული და ინტიმური ელექტრონიკა, კომპოზიტორი · Goslab) - GMLC Releases: GMLC011, GMLC007 - Biography (EN): Known under her alias TBA, Tbilisi-born composer Natalie Beridze is a pioneering figure in Georgian experimental and electronic music who emerged from the Goslab collective to collaborate with Thomas Brinkmann’s Cologne imprint Max Ernst and Ryuichi Sakamoto. Released in 2005 and reissued on double vinyl as GMLC011, "Annulé" ("Cancelled") unfolds across twenty-two brief, vanishing vignettes of voice, piano tones, Tbilisi field recordings, and minimalist beats. - Biography (KA): ნატალია ბერიძე, ცნობილი ფსევდონიმით TBA, საქართველოში ექსპერიმენტული და ელექტრონული მუსიკის სცენის ერთ-ერთი პიონერი ქალია. 2000-იანი წლების დასაწყისში იგი შეუერთდა GOSLAB-ს, საიდანაც კავშირი დაამყარა ევროპულ ავანგარდთან და კიოლნურ ლეიბლ Max Ernst-თან. 2005 წელს გამოცემული ალბომი „Annulé“ (ფრანგულად „გაუქმებული“ — 2×LP GMLC011) წარმოადგენს 22 ფრაგმენტული კომპოზიციისგან შემდგარ მედიტაციას არყოფნაზე, სადაც ვოკალი ენაცვლება ფორტეპიანოს ტონებს, თბილისურ საველე ჩანაწერებსა და დამუშავებულ ბითებს. ## ლადო ბურდული & რეცეპტი (Lado Burduli & Retsepti) - URL: https://georgianmusic.ge/artists/lado-burduli-retsepti - Active Years: 1987–1992 / Present - City: Tbilisi (თბილისი) - Genres & Roles: Post-Punk, Dark Punk, Cold Wave · Georgian Underground Pioneer (პოსტ-პანკი, დარკ-პანკი, ქოლდ-ვეივი · ქართული ანდერგრაუნდის პიონერი) - GMLC Releases: GMLC012 - Biography (EN): Trained at Paliashvili Central Music School, Tbilisi State Conservatoire, and as double bassist at the Tbilisi Opera before consciously rejecting Soviet cultural orthodoxy, Lado Burduli founded Retsepti in 1987 as an uncompromising act of resistance. Standing at the crossroads of dark punk and cold wave alongside Zaza Sakhamberidze, Kakha "Josepha" Gugushvili, Vova Vardanian, Shalva Khakhanashvili, and Sandro "Kirpicha" Kapanadze, Retsepti’s 1987–1992 recordings are gathered on the 45 RPM 2×LP compilation "Favorite Songs" (GMLC012). - Biography (KA): ლადო ბურდული გვიანდელი საბჭოთა ეპოქის ქართული მუსიკალური სივრცის სრულიად გამორჩეული ფიგურაა: ფალიაშვილის ცენტრალური სამუსიკო სკოლის, სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებული და ოპერის თეატრის კონტრაბასისტი, რომელმაც კლასიკური იერარქია ცნობიერად უარყო და 1987 წელს დააარსა პოსტ-პანკ ჯგუფი „რეცეპტი“. დარკ-პანკისა და ქოლდ-ვეივის გადაკვეთაზე მდგომი „რეცეპტი“ (ზაზა სახამბერიძე, კახა „ჟოზეფა“ გუგუშვილი, ვოვა ვარდანიანი, შალვა ხახანაშვილი, სანდრო „კირპიჩა“ კაპანაძე) პირველივე ნოტიდან სისტემისთვის პრობლემას წარმოადგენდა. 1987–1992 წლების საშინაო და საკონცერტო ჩანაწერები 45-ბრუნიან ორმაგ ვინილზე „რჩეული სიმღერები“ (GMLC012) პირველად გამოიცა 2026 წელს. ================================================================================ # PART 3: CULTURAL CHRONICLES & ORAL HISTORY ESSAYS ================================================================================ ## ჰიპ-ჰოპი მას ენდო / Hip-Hop Trusted Him - URL: https://georgianmusic.ge/chronicles/shavi-printsi-dzebnilebi - Era: 1985–1999 · ქუთაისი / თბილისი · Published: 2023.10.03 - Author: Jaba Shavishvili (ჯაბა შავიშვილი) - Linked Releases: GMLC005 - Lead (EN): Among my clearest childhood memories is spinning a Shavi Printsi cassette until the tape wore out. Much of Georgia discovered him in the early 2000s when the video for "Chemi Dzmebi" exploded across music channels, radio stations, and tinted car windows — yet in his native Kutaisi, everyone had known Shurika since the dawn of the 1990s. - Lead (KA): ბავშვობის მოგონებებიდან ნათლად მახსოვს შავი პრინცის კასეტის გაფუჭებამდე ტრიალი. საქართველოში ბევრმა მის შესახებ 2000-იანების დასაწყისში გაიგო, როცა „ჩემი ძმების“ ვიდეო კლიპი გაჰიტდა და იმ დროისთვის რამდენიმე მუსიკალური ტელევიზიის, თითქმის ყველა რადიოს და დაბურული ავტომობილებიდანაც მისი ხმა ისმოდა. თუმცა გამონაკლისი მისი მშობლიური ქუთაისი იყო, სადაც შურიკას 90-იანი წლების დასაწყისიდან ყველა კარგად იცნობდა. ### Kutaisi, Picasso’s Club & The First Breakdance Steps / ქუთაისი, „პიკასოს კლუბი“ და ბრეიქის პირველი ნაბიჯები EN: By fate, Akaki Babunashvili was born in a city uniquely capable of fueling his creative spark. Kutaisi’s cultural lineage shaped Shavi Printsi’s future. Though trained in music school and Georgian folk dance, his transformation began in adolescence upon encountering contemporary Western culture — walking mid-1980s Kutaisi streets with a Sony Walkman and an unmistakable haircut that set him apart from Soviet routine. EN: In that era, kindred spirits found each other quickly. Akaki crossed paths with Giga Mzhavia (Bajoo), one of Georgian alternative music’s prime innovators, and together they connected with Merab Kajaia ("Picasso"), artistic director of the Kutaisi University Club, who invited street-level youth and nonconformists onto his stage despite Communist censorship. EN: Between 1985 and 1988, studying VHS tapes brought home with the help of Bajoo’s mother, their rhythm troupe practiced breakdance moves on a small stage in Kutaisi while hip-hop itself was still in its global infancy, even staging Michael Jackson’s "Thriller" to stunned local audiences. KA: ბედის გამოისობით, აკაკი ბაბუნაშვილი სწორედ იმ ქალაქში დაიბადა, რომელსაც მისთვის დამატებითი შემოქმედებითი მუხტის მიცემა შეეძლო. ქუთაისის კულტურული წარსული შავი პრინცის მომავლის განმსაზღვრელი იყო. დაამთავრა მუსიკალური სასწავლებელი, მაგრამ როგორც ყველას ამ ასაკში, ნოტების ატანა არც მას ჰქონდა. მღეროდა ქართულ ხალხურ სიმღერებს და ცეკვავდა მათზე, თუმცა როგორც ყველას, მისი პიროვნებად ჩამოყალიბების პერიოდი მოზარდობიდან იწყება, როდესაც თანამედროვე კულტურას ეზიარა. დღემდე იგონებენ, თუ როგორ დადიოდა 80-იანი წლების შუა პერიოდში Sony-ის ვოლქმენებით ქუთაისის ქუჩებში, როგორი განსხვავებული ვარცხნილობა ჰქონდა და ტიპაჟურადაც რამდენად ამოვარდნილი იყო ქალაქის იმდროინდელი რეალობიდან. KA: ეს ქუთაისშიც და საქართველოშიც ის პერიოდია, როცა მსგავსი ინტერესების მქონე ადამიანები, მათი სიმცირის და გამოკვეთილი იმიჯის გამო, ერთმანეთს მარტივად და მალე პოულობენ. სწორედ ასე მოხდა მისი და გიგა მჟავიას, იგივე ბაჯუს გზების გადაკვეთაც, რომელიც თავის მხრივ, ქართული ალტერნატიული მუსიკის ერთ-ერთ მთავარ ინოვატორად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ორივე ერთად კი დაკავშირდნენ ქუთაისისთვის საკულტო ფიგურასთან, „პიკასოს კლუბის“ შემქმნელთან მერაბ ქაჯაიასთან, რომელიც 80-იანი წლების პირველი ნახევრიდან უნივერსიტეტის კლუბის სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობდა. მიუხედავად კომუნისტური რეჟიმის შეზღუდვებისა, პიკასოს, რომელიც ქუთაისში ბავშვობიდან დასავლური კულტურის პრომოუტერი იყო, მაინც ეძლეოდა საშუალება სასურველი წარმოდგენები და აქტივობები განეხორციელებინა. მეტიც, უნივერსიტეტის კლუბის ბაზაზე, მან გარედან, ქუჩიდან მოიწვია ადამიანები, რომლებთანაც უფრო მეტ ღირებულებით სიახლოვეს გრძნობდა. KA: „სტუდენტური დღეების“ ფარგლებში ასე ჩამოყალიბდა რიტმული ჯგუფი, რომელშიც აქტიური ახალგაზრდები ირიცხებოდნენ, მათ შორის იყვნენ აკაკი და Bajoo. იმ პერიოდში მსოფლიოშიც და მით უფრო ქუთაისშიც ბრეიქის ცეკვა ახალი ხილი იყო. Bajoo-ს დედის დახმარებით, ჩაწერილ ვიდეო კასეტებზე რიტმულ ჯგუფსაც ჰქონდა წვდომა, სადაც ბრეიქის მოძრაობებს თვალს ადევნებდნენ და მის გამეორებას მსოფლიოს მეორე ნახევარსფეროში, ქუთაისის პატარა სცენაზე ცდილობდნენ — საუბარია 85-88 წლებზე, მაშინ როდესაც ჰიპ-ჰოპ კულტურა მსოფლიოშიც კი ჩანასახის ეტაპზე იყო და თავის ზენიტს ელოდა. ამავე პერიოდში მათი ძალისხმევით ქუთაისში დაიდგა მაიკლ ჯექსონის „Thriller“ საცეკვაო შოუც, სადაც აუდიტორიამ პირველად იგემა დასავლური კულტურით ნასაზრდოები წარმოდგენა, სხეულის განმათავისუფლებელი მოძრაობები, სტილის გრძნობა და ყველაფერი ის, რასაც კომუნისტური რეჟიმი ათეული წლობით მალავდა მათი თვალთახედვიდან. ### From Bajoo to "Dzebnilebi" & Studio Orfey / Bajoo-დან „ძებნილებამდე“ და სტუდია „ორფეი“ EN: In the early 1990s Shurika and Bajoo teamed up with Somali and Chi to form Bajoo, blending electro beats and Georgian recitation — culminating in a landmark 1993 performance at Dinamo Stadium where Georgian hip-hop storytelling first echoed across a massive crowd. EN: Staying true to hip-hop, Shurika mentored younger Kutaisi dancers including 11-year-old Fredo Baban and 10-year-old Masty, soon joined by Smoki, DJ Jado, Megot, and Soso. Thus "Dzebnilebi" (Wanted) was born — not out of crime, but because they were searching for their own tribe. EN: Writing every lyric himself as Shavi Printsi, Akaki led the seven-member crew into Kutaisi’s Studio Orfey. In 1997–1998, re-recording with guitarist and producer Zaza Khubukelashvili, they created "Idzebneba" — an album soaked in late-90s Kutaisi street atmosphere that rivaled New York hardcore boom-bap in weight and conviction. KA: რიტმული ჯგუფის შემდეგ, 90-იანი წლების დასაწყისში შურიკამ და ბაჯუმ, სომალისთან და Chi-სთან ერთად საერთო ჯგუფი ჩამოაყალიბეს, რომლის ლიდერიც ბაჯუ იყო და კოლექტივსაც Bajoo ეწოდა. მათი ხედვა ერთი იყო — თავსებადი და თანამედროვენი ყოფილიყვნენ იმ პერიოდის დასავლურ ცივილიზაციასთან — ასე დაიწყო პირველი მოძრაობები ჰიპ-ჰოპისა და ელექტრონული მუსიკის სამყაროში. მუსიკალურად ელექტრო ბიტები და რეჩიტატივი, რომლითაც ამერიკელი ჰიპ-ჰოპერების იმიტაციას ცდილობდნენ — თუმცა ალბათ ეს იმიტაციაზე მეტი იყო, ვინაიდან უნიკალურ ქუთაისურ, ავთენტურ საბურველში გახვეულიყო. იმ პერიოდისთვის სადაც შესაძლებლობა ეძლეოდათ, ცოცხალ წარმოდგენებსაც მართავდნენ — მცირე კლუბებში, უნივერსიტეტში, თეატრებში — თუმცა დაგვირგვინება მაინც 1993 წელს დინამოს სტადიონზე გამოსვლა იყო, რომელსაც უამრავი ადამიანი დაესწრო და პირველად, საჯაროდ დაფიქსირდა ქართული ჰიპ-ჰოპის ვერბალური სტილი და ამბისთხრობა. KA: ამავე პერიოდისთვის, ბაჯუ ისრაელში გაემგზავრა და საქართველოში დაბრუნებულმა ქვეყანას კიდევ ერთი მუსიკალური სტილი — ელექტრონული მუსიკა აჩუქა. შურიკამ კი აღებულ კურსს არ უღალატა და თავის მხრივ ქართული ჰიპ-ჰოპის ნათლიად მოგვევლინა. Bajoo-ს შემდეგ, ცეკვის მიმართულებით საკუთარი გამოცდილების გაზიარება ახალგაზრდა თაობისთვის გადაწყვიტა, ჰყავდა ჯგუფები და ასწავლიდა თანამედროვე ქორეოგრაფიას, სხვადასხვა სტილებსა და მოძრაობებს. სწორედ ერთ-ერთ ასეთ ჯგუფში მოხვდა Fredo Baban-იც, ქუთაისელი 11 წლის ბიჭი, რომელიც ახლად მოწამლული იყო MC Hammer-ის ენერგიით — და შურამ მას უთხრა „შენ ჩემთან ერთად იმოძრავებ“. ასე დაიწყო ისტორია ძებნილების შესახებ, დაჯგუფების, რომლის სახელსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა კრიმინალთან, ისინი ხომ უბრალოდ მათიანებს ეძებდნენ. KA: მალე შურას და ფრედოს 10 წლის მასტიც შემოუერთდა — 3 კაცი კი უკვე დიდი ძალა იყო. ასე დაიწყეს კონცერტებზე გამოსვლა, სადაც შურა ტექსტს კითხულობდა, ფრედო და მასტი კი ცეკვავდნენ. მალე ძებნილთა რაოდენობა გაიზარდა — კოლექტივს სმოკი, ჯადო, მეგოთი და სოსო შემოუერთდნენ და 7 კაცი უფრო დიდი ძალა გამოდგა. იმ დროისთვის მათი ქუთაისის ქუჩებში მოძრაობა ყველასთვის შესამჩნევი იყო — დახეული ჯინსები, დიდი ზომის ტანსაცმელი, ამოვარდნილი ვარცხნილობა და ყველასთვის უცხო მუსიკით გატაცება — ჰიპ-ჰოპი მათ ვენებში ტრიალებდა. ძებნილები აღარ დაკმაყოფილდნენ ქორეოგრაფიული სვლებით და მათმა ნაწილმა ხმაც ამოიღო — შურიკა, რომელიც უკვე შავ პრინცად იწოდებოდა, პირადად წერდა ყველა სიმღერის ტექსტს და სათითაოდ ანაწილებდა მოზარდებს შორის. კონცერტები საინტერესო იყო, თუმცა პირველი ჩანაწერების ჯერიც დადგა და ჰიპ-ჰოპმა ისინი ქუთაისის სტუდია „ორფეი“-ში მიიყვანა. ასე გადავიდა კასეტაზე მათი პირველი ჩანაწერები, რომლებიც სიმძიმით, ენერგიითა და ლირიკით ნიუ-იორკის იმ დროის ჰარდკორ ჰიპ-ჰოპ ჯგუფებს არაფრით ჩამოუვარდებოდა. დღეისთვის აღნიშნული ჩანაწერის მხოლოდ დაზიანებული ვერსიაა შემორჩენილი. KA: პირველმა ჩანაწერმა ჯგუფი უფრო ახლოს გააცნო ქუთაისურ აუდიტორიას, კასეტების გამრავლება კი იმ დროისთვის დამახასიათებელი კუსტარული მეთოდით ხდებოდა. მალე მათ მიმართ ის პირველადი აგრესიაც გაქრა და პირიქითა ტენდენცია დაიწყო, ყველა, მათ შორის კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებიც კი ცდილობდნენ ქუთაისური კოლექტივისთვის ხელი შეეწყოთ. 97-98 წლებისთვის ძებნილებმა „ორფეის“ ისევ მიაკითხეს, ამჯერადაც იგივე სიმღერები, განსხვავებული არანჟირებებით გიტარისტ და პროდიუსერ ზაზა ხუბუკელაშვილთან ჩაწერეს და ასე შეიქმნა „იძებნება“ — ალბომი, რომელმაც იმ პერიოდის ქუთაისის ქუჩური ატმოსფერო შეისრუტა და დინამიკებიდან მთელს საქართველოს მოსდო. ### Arriving in Tbilisi with 100 GEL, "Shimshili" & Legacy / 100 ლარით თბილისში, „შიმშილი“ და მემკვიდრეობა EN: In 1999, with just 100 GEL in their pockets, Dzebnilebi relocated from Kutaisi to Tbilisi. In Giga Kukhianidze’s studio they recorded "Shimshili" (Hunger) — a literal document of three days without food during their first week in the capital — before breaking nationwide across every stereo in the country. EN: Mainstream fame eventually softened the raw social reportage of their early underground years, and by the late 2000s the crew had drifted apart. Yet despite Akaki Babunashvili’s tragically early passing, everyone in Georgia still knows the truth: hip-hop trusted him first, and from him it spread to everyone else. EN: Twenty-five years later, Shavi Printsi & Dzebnilebi’s debut album "Idzebneba" has been pressed on vinyl as part of the Georgian Music Legacy Collection (GMLC005). KA: ძებნილები უკვე ქუთაისისთვის საამაყო მუსიკალურ აქტად იქცა, მეგობრობდნენ ქალაქის პანკ და როკ მუსიკოსებთან, ერთად აწყობდნენ კონცერტებს და ჰქონდათ ურთიერთგაცვლა და პატივისცემა. მალევე შავი პრინცი მთელი საქართველოს „დაპყრობის“ იდეით აენთო, ამას კი მამაქალაქიდან დედაქალაქში გადაბარგება ჭირდებოდა. თითქმის ნულოვანი ფინანსური დანაზოგით, 100 ლარით ხელში 1999 წელს ძებნილებმა თბილისს მიაშურეს. აქ კი ქუთაისისგან განსხვავებული გარემო დახვდათ — ამ ქალაქში მათი რეპუტაცია და სტატუსი ჯერ ბევრისთვის კიდევ უცნობი იყო, ადამიანური დამოკიდებულებები კი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ქუთაისურისგან. გიგა კუხიანიძის სტუდიაში რამდენიმე სიმღერა ჩაწერეს, მათ შორის „შიმშილი“, რომელიც რეალური 3-დღიანი შიმშილის ისტორიის ანარეკლია, რომელიც ბიჭებმა თბილისში ჩამოსვლის პირველ დღეებში გადაიტანეს. KA: თუმცა ეს ჯერ კიდევ არ იყო საკმარისი მთელი ქვეყნის ასალაპარაკებლად — „ჩემი ძმები“ სწორედ ის იარაღი გამოდგა, რაც ჯგუფმა მალევე გაისროლა და ის ეტაპიც დაიწყო, როდესაც შავმა პრინცმა, ძებნილებმა და ჯერონიმომ ყველა სახლის თუ მანქანის აუდიო სისტემის ოკუპაცია მოახდინეს. ჰიპ-ჰოპი არა თუთასავით, არამედ მეტეორივით შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაშიც და უცხოელ შემსრულებლებთან ერთად, შავი პრინცით და ძებნილებითაც ვამაყობდით — „თურმე ჩვენც შეგვძლებია!“ KA: კულტურა მეინსტრიმში გადმოვიდა და ის დაემართა, რაც ამ დროს ხდება ხოლმე — ძველი, მძიმე, ნაღდი და სოციალური კომენტარით გაჯერებული ტექსტები მასობრივი აუდიტორიისთვის გამიზნულმა ქალებმა, მანქანებმა და მოსაწევმა ჩაანაცვლა — თუმცა ეს ცვლილება ძებნილებისა და შავი პრინცის ფიზიკური გადარჩენისთვისაც იყო საჭირო, გულში ღრმად კი მათი ენერგია ისევ ძველ ანდერგრაუნდს მოითხოვდა. KA: მალე სამწუხაროდ მათი შეთამაშებული გუნდი დაიშალა, შავმა პრინცმა სოლო კარიერას მიჰყო ხელი, მუსიკალური ინდუსტრიის ქიმზე ყოფნა კი არც ისე ხანგრძლივი აღმოჩნდა — 2000-იანების მეორე ნახევრიდან, როგორც პრინცის, ასევე ძებნილების მუსიკალური აქტივობა შემცირდა და თითქმის გაქრა. დეპრესია, საკუთარი თავის ძიება და წარსულის გადაფასება მათი შემდგომი წლების თანმდევი მომენტები იყო. 2010-იანებიდან ფრთხილი ოპტიმიზმით შურა, უკვე დაღვინებული სახითა და ცნობიერებით ცდილობდა სცენაზე დაბრუნებას — თუმცა ინსტაგრამისა და ტიკტოკის თაობისთვის რაიმე ახლის შეთავაზება რთული აღმოჩნდა. ერთი კი ვიცი, ზოგჯერ ადამიანის წარსული საქმეები იმდენის გამომხატველია, რომ უკვე საკმარისია ლეგენდარულის ტიტულისთვის — ასე არის შავი პრინცის შემთხვევაშიც. მიუხედავად ამ სამყაროდან მისი ტრაგიკულად ადრე წასვლისა, ხალხმა დღემდე იცის, რომ საქართველოში ჰიპ-ჰოპი სწორედ მას ენდო, მერე კი მისგან ყველას გადაედო. KA: 25 წლის შემდეგ, შავი პრინცისა და ძებნილების სადებიუტო ალბომი „იძებნება“ „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ ფარგლებში ფირფიტაზე გამოვიდა. > ""Despite his tragically early departure from this world, people still know that in Georgia hip-hop trusted him first — and from him, everyone caught the spark."" / "„მიუხედავად ამ სამყაროდან მისი ტრაგიკულად ადრე წასვლისა, ხალხმა დღემდე იცის, რომ საქართველოში ჰიპ-ჰოპი სწორედ მას ენდო, მერე კი მისგან ყველას გადაედო.“" ## „ქართული ცეკვის იმპერია“ – უნიკალური პროექტი 90-იანებიდან / "Georgian Dance Empire" — A Unique Project from the 1990s - URL: https://georgianmusic.ge/chronicles/gdempire-gmlc004 - Era: 1993 · თბილისი · 45 RPM · Published: 2023.08.17 - Author: Jaba Shavishvili (ჯაბა შავიშვილი) - Linked Releases: GMLC004 - Lead (EN): 1990s Georgian alternative music holds countless stories in which a record’s radicalism stood in inverse proportion to the public attention it received at the time — driving many pioneers away from music or out of the country altogether. - Lead (KA): 90-იანების ქართული ალტერნატიული მუსიკა მრავალ ისტორიას იტევს, სადაც მუსიკის ინოვაციურობა ხშირად მის მიმართ გამოჩენილი ინტერესის საპირისპიროა ხოლმე. ამ და სხვა მრავალი მიზეზის გამო იმავე წლებში მუსიკოსთა ნაწილმა დატოვა მუსიკალური სცენა, მეორე ნაწილმა კი საქართველო. ### The First Wave & The "Last Dance" of April 1993 / პირველი ტალღა და 1993 წლის „ბოლო ცეკვა“ EN: The first wave of Georgian alternative music spanned roughly 1987 to 1993, as Perestroika dissolved Soviet ideological barriers and emboldened a small circle of pioneers. EN: Dada Dadiani — perhaps the movement’s boldest innovator, known first from Taxi and then Children’s Medicine alongside Irakli Charkviani and Kakha Gugushvili — had acquired a Kawai drum machine from England. By 1993, amid military coup aftermath and the war in Abkhazia, emigration loomed — yet before leaving, it was time for one "last dance": Georgian Dance Empire. EN: Joined by Sergi Gvarjaladze (Genetic Code), Gogi Chilashvili (Jukebox), and BiBi Kvachadze, the four locked themselves inside a State Television studio in April 1993 to fuse Georgian folkloric motifs with contemporary electronic dance forms. KA: ლოკალური ალტერნატიული მუსიკის პირველ ტალღას ალბათ 1987-1993 წლებით თუ მოვნიშნავდით. ამ ექვსი წლის განმავლობაში, პიონერი მუსიკოსების მცირე ნაწილი ცდილობდა აქტუალური დასავლური მუსიკალური ჟანრების საქართველოში დამკვიდრებას. 80-იანი წლების ბოლოს, პერესტროიკის ეპოქაში, იმ კულტურული თუ ინფორმაციული ბარიერების უმეტესობა, რაც საბჭოთა სისტემას გააჩნდა, უკვე მორღვეული იყო. ყველასთვის ცხადი იყო, რომ დასავლურ „კაპიტალისტურ“ სისტემასთან ბრძოლაში სსრკ დამარცხდა და ამაში ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ფაქტორებთან ერთად, კულტურული ფაქტორიც მნიშვნელოვანი იყო. ამ პერიოდში დაინტერესებულ ახალგაზრდებს უკვე თამამად შეეძლოთ დასავლურ კინოსთან თუ მუსიკალურ ხელოვნებასთან ზიარება, იმ შიშის შეგრძნების გარეშე, რომ ამისთვის ვინმე პარტიიდან საყვედურს გამოუცხადებდა ან მათი საქმე კონტროლზე იქნებოდა აყვანილი. ეს ყველაფერი იმ თავისუფლების ხარისხშიც აისახა, რომლითაც პირველი ქართული ალტერნატიული შემსრულებლები გამოირჩეოდნენ საკუთარ შემოქმედებაში. KA: დადა დადიანი, რომელიც ამ მუსიკალური მოძრაობის ერთ-ერთ მთავარ და ალბათ ყველაზე ინოვატორ ფიგურად უნდა მივიჩნიოთ, აღნიშნულმა თაობამ ჯგუფ „ტაქსით“ გაიცნო, რის შემდეგაც ირაკლი ჩარკვიანთან და კახა გუგუშვილთან ერთად „საბავშვო მედიცინა“ ჩამოაყალიბა. როგორც 1992 წლის ინტერვიუში იხსენებს დადა, „ყველაფერი რაღაც დროს მთავრდება“ და ასე დამთავრდა 2 წელში „საბავშვო მედიცინაც“, რომლის ფარგლებშიც ერთი კომპილაციური ინგლისურენოვანი ალბომი გამოვიდა. ამ დროს დადას ხელში უკვე არსებობდა ინგლისიდან ჩამოტანილი Kawai-ის დრამ მანქანა, რომელზეც ძირითადად აეწყო ბენდის სიმღერების რიტმ სექციაც. 1993 წლისთვის საქართველოში ვითარება უფრო გაუარესდა — სამხედრო გადატრიალება, ქვეყნიდან განდევნილი კანონიერი პირველი პრეზიდენტი და რაც მთავარია მიმდინარე აფხაზეთის ომი. მოკლედ ყველანაირი წინაპირობა იყო შექმნილი, რათა ხელოვან ადამიანს უკეთესი მომავლის საძებრად ქვეყანა დაეტოვებინა. თუმცა სანამ ეს მოხდება, მანამდე „ბოლო ცეკვის“ დრო დამდგარიყო — სწორედ ასე დაიბადა „Georgian Dance Empire“-ის იდეა. KA: წინა პროექტებში პოსტ-პანკთან, ახალ ტალღასთან, სინთ-პოპთან თუ იმ დროისთვის აქტუალურ ელექტრონიკასთან შეთამაშების შემდეგ, დადა დადიანისთვის მნიშვნელოვანი ექსპერიმენტის პერიოდი ჩამოდგა, რომლის ფარგლებში ქართული ცეკვისა და ფოლკლორის თანამედროვე მუსიკალურ სტილებთან შეზავება გადაწყდა. ამ პროექტში დადას მალევე შემოუერთდნენ „გენეტიკური კოდიდან“ ახლად წამოსული სერგი გვარჯალაძე, გოგი ჩილაშვილი Jukebox-იდან და ბიბი კვაჭაძე — და აი ასე, აპრილის თვეში სახელმწიფო ტელევიზიის სტუდიაში შეკეტილებმა გადაწყვიტეს რამე განსაკუთრებულისა და დასამახსოვრებელის შექმნა. ### Synthesizing Folklore & Electronics Without Kitsch / ფოლკლორისა და ელექტრონიკის სინთეზი კიტჩის გარეშე EN: Merging ethno-folkloric material with modern electronics always carries the danger of kitsch — yet GDEmpire sidestepped cliché completely, pioneering bilingual Georgian-English wordplay and playful sonic collage that prefigured Goslab’s Mzhava Message. EN: Across six tracks — from "Georgian Wrestling" and polyphonic "Jansulo" to the existential groove of "Molly Has Questions", high-energy "Tsangala Da Gogona" (featuring pioneer breakdancer Bajoo in its surviving video collage), and the Melodia studio proto-hip-hop bonus cut — every piece radiates fearless invention. EN: Closing the first wave of Georgian alternative music before Dadiani relocated to London in late 1993, GDEmpire returns thirty years later on vinyl via GMLC004 for a new generation of listeners. KA: როდესაც ეთნო მუსიკისა და თანამედროვე ფორმების შეკავშირებაზე ვსაუბრობთ, ყოველთვის გასათვალისწინებელია რისკი — რისკი კიტჩისა, რომელიც დღესაც ასე ხშირად გვხვდება. უგემოვნოდ ინტეგრირებული და გამოყენებული ეროვნული ტექსტურა და სიმბოლიზმი ხშირად თანამედროვეობის დამახასიათებელ ელემენტადაც კი იქცა. თუმცა სულ სხვა შემთხვევას ვაწყდებით „ქართული ცეკვის იმპერიის“ ჩანაწერებში. ალბათ აქ პირველად მოხდა ქართული და ინგლისური არამხოლოდ მუსიკალური ფაქტურის, არამედ ტექსტების სინთეზი, რაც შემდგომში უკვე უფრო აქტიურად გამოიყენეს „Goslab“-ის პროექტში „მჟავა Message“ და დღემდე აქტუალურობას ინარჩუნებს ქართველი მუსიკოსების გარკვეულ კომუნებში. მეორე მხრივ ამ პროექტს ახასიათებდა ერთგვარი არასერიოზული, უწყინარი და უზრუნველი დამოკიდებულება შემოქმედებითი პროცესის მიმართ. ეს უბრალოდ გართობა იყო, ექსპერიმენტი რომელიც კონკრეტულ დროსა და სივრცეში უნდა განხორციელებულიყო. KA: მიუხედავად იმისა, რომ ამ პროექტის ფარგლებში მხოლოდ 6 ჩანაწერის გაკეთება მოესწრო, მათგან ყველა განსხვავებულ ხასიათს და შეგრძნებებს გადმოგცემს. „Georgian Wrestling“ თანამედროვე ელექტრო რიტმ სექციით ცნობილ „ჭიდაობას რა უნდა...“ მუსიკალურ თემას იმეორებს. „ჯანსულო“ მუსიკალურად კიდევ უფრო მდიდარია, სადაც მედიტაციურად მეორდება ქართული პოლიფონიის გამორჩეული მარგალიტი. „Molly Has Questions“ მინიალბომიდან ჩემი ფავორიტია, რომელიც მოლი ბრაუნის ეგზისტენციალურ მდგომარეობაზე გვიყვება — შემდგომი ტაეპით კი ყველაფერი ნათქვამია: KA: „და ჩემო დაირუჯან“ აგრძელებს წინა სიმღერის ნარატივს „It’s all about love, to have some time“. „ცანგალა და გოგონა“ ალბათ ალბომში ყველაზე ენერგიული და საცეკვაო კომპოზიციაა, რომელზეც შემორჩენილი ვიდეო კოლაჟი ერთადერთია, რაც ვიზუალურად ამ ალბომის ჩაწერის პროცესზე რაიმე წარმოდგენას გვიქმნის. ამავე კადრებში შეხვდებით ქართული ელექტრონული მუსიკის კიდევ ერთ პიონერს, ბაჯუს, რომელიც შეიძლება ფართო საზოგადოებისთვის უცნობია, მაგრამ 80-იანი წლების ბოლოდან პირველი ქართველი ბრეიქის მოცეკვავე იყო. ბონუს ტრეკად კი გვიან აღმოჩენილი „Georgian Wrestling“-ის ალტერნატიული ვერსია ემატება, რომელიც სტუდია „მელოდიაში“ ცალკე ჩაიწერა — აქ ალბათ ერთდროულად ქართული პროტო ჰიპ-ჰოპისა და სემპლინგის პირველ მაგალითებს ვაწყდებით. KA: „ქართული ცეკვის იმპერიის“ ჩაწერიდან 30 წელი გავიდა, ამ დროის განმავლობაში ლოკალურ მუსიკალურ სცენაზე უამრავი ცვლილება დაფიქსირდა. 1993 წლის ბოლოს დადა დადიანმა საქართველო დატოვა და საკუთარი მუსიკალური კარიერა ლონდონში გააგრძელა, იმავე პერიოდში საქართველო დროებით დატოვეს ბიბი კვაჭაძემ და სერგი გვარჯალაძემაც. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ჩანაწერი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რარიტეტული და ნაკლებად ცნობილია, ამავე დროს იგი იმ პერიოდისთვის ყველაზე ინოვაციურიც და ექსპერიმენტულიც იყო. „ქართული ცეკვის იმპერიით“ ქართული ალტერნატიული მუსიკის პირველი ტალღაც ჩაიხურა, რომელმაც გაგრძელება ახალი თაობის მუსიკოსებში და ახალ იდეებში ჰპოვა. ცოტა ხნის წინ, თითქმის 30 წლის შემდეგ, დადა დადიანი საქართველოში პირველად დაბრუნდა. 90-იანებისგან განსხვავებით, მსმენელში მისი მუსიკისადმი მიმღებლობა ბევრად დიდია და მათში ისეთებიც მოიძებნებიან, ვინც ქვეყანას ამ ჩანაწერის შემდეგ მოევლინა. 30 წლის შემდეგ, „ქართული ცეკვის იმპერიის“ კომპოზიციები „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ ფარგლებში ფირფიტაზე პირველად გამოვიდა და ნებისმიერი ასაკის მსმენელს ელის. > ""Molly prays for Jesus / Molly prays for Buddha / Molly prays for Krishna / Molly prays for Love / Cuz Molly is in love (man)"" / "„Molly prays for Jesus / Molly prays for Buddha / Molly prays for Krishna / Molly prays for Love / Cuz Molly is in love (man)“" ## „Lemonjuice“ – 2000-იანების ქართული ალტერნატივის ნოსტალგია / "Lemonjuice" — Nostalgia of 2000s Georgian Alternative Music - URL: https://georgianmusic.ge/chronicles/ygl-lemonjuice-2003 - Era: 2000–2004 · თბილისი · Published: 2023.05.15 - Author: Jaba Shavishvili (ჯაბა შავიშვილი) - Linked Releases: GMLC003 - Lead (EN): At the close of the 1990s, Georgia’s alternative scene stood at an uncertain crossroads as socioeconomic stagnation forced many foundational musicians abroad or out of music altogether — clearing the stage for a resilient millennial generation. - Lead (KA): 90-იანი წლების მიწურულს ქართული ალტერნატიული მუსიკის სცენა და მისი მომავალი გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდა. დამოუკიდებლობის ათწლეულში განცდილმა იმედგაცრუებებმა, ქვეყნის სოციო-ეკონომიკურმა და ამავდროულად კულტურული განვითარების გაყინულმა პროცესმა უამრავი მუსიკოსი, რომლებიც ამ სივრცის საყრდენს წარმოადგენდნენ, უკეთესი მომავლის საძებნელად აიძულა ქვეყანა დაეტოვებინათ. ### A New Generation & The Mziuri Park Festivals / ახალი თაობა და მზიურის ფესტივალები EN: Coming of age through the blackouts of the 1990s yet greeting the year 2000 with defiant optimism, a new cohort of Tbilisi musicians stepped forward — with Young Georgian Lolitaz at its center. EN: Raised on guitar by his father Valeri Kocharov — frontman of legendary Georgian rock group Blitz — Nika Kocharov cut his teeth in Traffic Down and the 1998 project Positive Days with Kote Kalandadze before adopting the spontaneous moniker Young Georgian Lolitaz at the 2000 Mziuri festival, soon joined by guitarist Levan Shanshiashvili. KA: ნაწილი ქვეყანაში დარჩა, თუმცა ძალების მოსინჯვა მეინსტრიმულ სცენაზე გადაწყვიტა, ნაწილი კი მუსიკალურ კარიერას საერთოდ გაეშვა და უკეთესი ფინანსური გარანტიების მქონე საქმიანობას მიჰყო ხელი. KA: ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც სცენაზე სრულიად ახალი თაობის მუსიკოსები ჩნდებიან — თაობა, რომელთა მოზარდობის პერიოდი სწორედ 90-იანი წლების ბნელ პერიოდს ემსხვერპლა, თუმცა ახალ ათასწლეულს უკეთესი მომავლის იმედად ხვდებოდნენ. Young Georgian Lolitaz-იც სწორედ ამ დროის შვილია. KA: ნიკა კოჩაროვისთვის გიტარა და მუსიკა ბავშვობიდან თანმდევი მომენტია. მამა, ვალერი კოჩაროვი 70-იანებისა და 80-იანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქართული ბენდის „ბლიცის“ ფრონტმენი იყო, რომელთან ერთადაც 1989 წელს ლივერპულში „ბითლზის ორეულების“ კონკურსში გაიმარჯვა. სწორედ მამის საქმიანობის გავლენით, 90-იანი წლების მეორე ნახევარში, ნიკა კოჩაროვი უკვე აქტიურად გამოჩნდა სცენაზე — ჯერ სამოყვარულო ბენდით „Traffic Down“, 1998 წელს კი კოტე კალანდაძესთან ერთად ჩანაწერი „Positive Days“ გამოსცა. KA: უკვე 2000 წელს, როდესაც მზიურში აქტიურად ტარდებოდა მუსიკალური ფესტივალი, ნიკა მეგობრებთან ერთად უკრავდა, ბენდის სახელი კი ამ დროს კონცერტიდან კონცერტამდე ცვლილებას განიცდიდა. სწორედ ასე, სპონტანურად შერჩეული ერთ-ერთი სახელი, Young Georgian Lolitaz ბენდს აგერ უკვე 20 წელზე მეტია რაც შემორჩა. მალე ჯგუფს ლევან შანშიაშვილი შემოუერთდა, თუმცა წლებთან ერთად იცვლებოდა შემადგენლობის სხვა წევრებიც. ### 500 CDs & The Generational Spark of "Lemonjuice" / 500 CD დისკი და „Lemonjuice“-ის ენერგია EN: Recorded in an apartment desktop studio between 2003 and 2004 and distributed across roughly 500 CDs in local Tbilisi record shops, "Lemonjuice" found its audience organically. EN: Blending youthful rebellion, love, and melancholy with unvarnished rock-and-roll drive — from the high-voltage opener "Star" and video-game reverie "Room" to nostalgic standouts "Hollywood" and "Feather" — "Lemonjuice" remains one of the defining guitar records of 2000s Georgia. KA: სამომავლოდ ჯგუფმა დახვეწა მუსიკის ჩაწერის ტექნიკა და 2003 წლიდან აქტიურად შეუდგა ახალი კომპოზიციების შექმნას, რომელთა კრებულიც სამომავლოდ „Lemonjuice“-ის ალბომის სახელით გახდება ცნობილი. ალბომი 500-მდე CD დისკზე ჩაიწერა და ადგილობრივ მუსიკალურ მაღაზიებში დარიგდა, დანარჩენი კი როგორც სტანდარტულად ხდება — მუსიკას შესაბამისმა მსმენელმა თავისით მიაგნო. KA: Lemonjuice — ეს ახალგაზრდა ადამიანის განცდების, ამბოხის, სიყვარულის და იმედგაცრუების ისტორიების ნაზავია — ანუ ის, რაც 2000-იანების დასაწყისში საქართველოში 20 წლის ახალგაზრდას შეიძლება აწუხებდეს. ალბომი რამდენადაც განსხვავებული ხასიათების სიმღერებს მოიცავს, იმდენად აერთიანებს ის მუხტი და დრაივი, რაც ნამდვილ როკ-ენ-როლს ჭირდება. თავის მხრივ კი უცნაურია, რომ მელანქოლია და ახალგაზრდული ამბოხი ასე ერთიან ჟღერადობრივ სივრცეს ქმნიან. ალბომში ჩემი პირადი ფავორიტები „Hollywood“ და „Feather“-ია, მათი მოსმენის პირველი განცდა დღემდე მომყვება და ეგრევე მოზარდობის პერიოდის საუკეთესო ეპიზოდებს ატივტივებს გონებაში. სრულიად განსხვავებულ ფანტაზიას აღვიძებს „Room“, სადაც ვიდეოთამაშში შემდეგ ტურში გადასასვლელი ინსტრუქციაა მოცემული. ალბომის გამხსნელი სინგლი „Star“ კი ენერგიული ბუსთერია, რომელზეც 2004 წელს ვიდეო კლიპიც გადაიღეს. KA: რამდენიმე წელში YGL-ის წევრების ნაწილმა ბრიტანეთს მიაშურეს, იქაურ სცენაზეც სცადეს ბედი, თუმცა ეს ყველაფერი არც ისე მარტივი აღმოჩნდა, როგორც საქართველოდან ჩანდა. 2010 წელს მეორე „Lava“ EP გამოუშვეს და ცოტა ხნით პროექტმა პასიური როლი შეიძინა, სანამ ევროვიზიის კონკურსისთვის ახალი სიცოცხლით გამოიღვიძეს და ახალი თაობისთვის განსხვავებულ ფორმატში გახდნენ აქტუალურები. შეიძლება Gen Z-სთან ამ მუსიკას აღარ აქვს ისეთი ემოციური კავშირი, როგორც თავის დროზე მილენიალებისთვის იყო, თუმცა Young Georgian Lolitaz 20 წლის შემდეგაც აქტიურ ბენდად ითვლება, „Lemonjuice“ კი 2000-იანი წლების ერთ-ერთ გამორჩეულ ჩანაწერად რჩება. ## მჟავა MESSAGE – ხმოვანება 90-იანი წლების თბილისიდან / Mzhava MESSAGE — Sound from 1990s Tbilisi - URL: https://georgianmusic.ge/chronicles/mzhava-message-gmlc002 - Era: 1997 · თბილისი · GOSLAB · Published: 2023.02.10 - Author: Jaba Shavishvili (ჯაბა შავიშვილი) - Linked Releases: GMLC002, GMLC007, GMLC001 - Lead (EN): For younger listeners, 1990s Georgian alternative music long remained shrouded in mist — until personal archives began opening in the mid-2000s, rescuing projects like Mzhava MESSAGE from myth into tangible sonic history. - Lead (KA): 90-იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკა ყოველთვის ბურუსით იყო მოცული ახალი თაობისთვის — მხოლოდ 2000-იანი წლების შუა პერიოდში თუ მოხდა პერსონალური მუსიკალური სკივრების გახსნა და პერიოდულად წარსულიდან გადმოსროლილი მასალიდან ახალი აღმოჩენების გაკეთება. უამრავი ჩანაწერი იმ პერიოდიდან პირადი დაუდევრობის თუ სხვა ობიექტური მიზეზების გამო უკვალოდ გაქრა, უამრავი ბენდი და პროექტი კი, ჩანაწერების გარეშე მითიურ პერსონაჟებად იქცნენ. ### Precursor to GOSLAB & First Gold in Georgian Electronics / GOSLAB-ის წინამორბედი და პირველი ოქრო ელექტრონულ საბადოებში EN: Following Mother On Mondays’ albums and Gogi Dzodzuashvili’s score for Nika Machaidze’s debut film "Fly Alone", the two began combining synthesizer/sequencer compositions with early computer-based sound collages. EN: Joined by Maya Sumbadze, Gio Sumbadze, and Nino Chubinishvili — the circle that would soon introduce itself to the art world as GOSLAB — they recorded "Mzhava MESSAGE" in 1997: the first wholly electronic album in Georgian music history. KA: ამ გზას გადაურჩა, თუმცა დღემდე მაინც გაურკვეველი რჩებოდა ერთი საინტერესო პროექტის და მათი ჩანაწერის ბედი, რომელმაც 90-იანი წლების მეორე ნახევარში, საქართველოში ელექტრონული მუსიკის პირველ წრეს და ტალღას მოხაზა. საუბარია „მჟავა MESSAGE“-ზე და ამავე სახელით გამოცემულ ალბომზე. KA: 1996 წელს გოგი ძოძუაშვილს უკვე ჩაწერილი ჰქონდა პირველი ალბომი Mother On Mondays-თან სახელწოდებით „Clear & Cold“ და ჯგუფის მეორე ალბომზე, „Friends“-ზე მუშაობდა — ასევე 2 წლით ადრე გადაიკვეთა მისი და ნიკა მაჩაიძის გზებიც, გოგიმ ნიკას სადებიუტო ფილმისთვის „Fly Alone“ მუსიკა დაწერა. მის ნამუშევრებში იმ დრომდე კომპიუტერული ჟღერადობა ნაკლებად დომინირებდა და ძირითადად სინთეზატორ/სეკვენსერზე ცდილობდა კომპოზიციების აგებას. ამავე პერიოდში ნიკაც აქტიურად დაინტერესდა ამ პროცესით და კომპიუტერზე პირველი ექსპერიმენტული ტრეკები შექმნა, რომლებიც ძირითადად სხვადასხვა ჩაწერილი ხმების კოლაჟს წარმოადგენდა. მალევე პროექტში მონაწილე ადამიანთა წრე გაფართოვდა, პროცესს თავისი ხიბლი შესძინეს მაია სუმბაძემ, გიო სუმბაძემ და ნინო ჩუბინიშვილმა — საბოლოოდ კი მივიღეთ ხელოვანთა წრე, რომლებიც რამდენიმე წელში საზოგადოებისთვის GOSLAB-ის სახელით წარსდგნენ. KA: ალბომს, ალბათ, თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ პირველი ოქრო ეროვნული ელექტრონული მუსიკის საბადოებში. KA: მის გამოსვლამდე, რა თქმა უნდა, ელექტრონულ ჟღერადობას იყენებდნენ გარკვეული ბენდები თუ მუსიკოსები (თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ ინსტრუმენტების ნაკლებობის გამო, ხშირად „რიგიც“ კი დგებოდა კონკრეტული ინსტრუმენტის დასაუფლებლად) — თუმცა სრულიად ელექტრონულ ჟღერადობას პირველად სწორედ „მჟავა MESSAGE“-ში ვხვდებით, რაც ალბომის მნიშვნელობას ხაზს უსვამს და მიუხედავად მისი ექსპერიმენტული ხასიათისა, მისი შექმნის შემდეგ წლებში ერთგვარ გზამკვლევადაც კი იქცევა ორივე მუსიკოსისთვის. ### Track-by-Track Collage: From "Khrizantema" to "Lula" / მოგზაურობა კომპოზიციებში: „Хризантема“-დან „Lula“-მდე EN: Opening with the one-minute vocal/laughter cut-up "Khrizantema", the album unfolds through Dzodzuashvili’s buoyant "Benzilina", Gio Sumbadze’s Bollywood-glitch miniature "Mzhava Baby", Nino Chubinishvili’s dreamlike "Eyelids", and the chaotic breakcore-meets-Depeche-Mode collage "Maka". EN: Maya Sumbadze’s iconic "Lula" sketches a postmodern late-90s Tbilisi youth caught between consumerist daydreams and longing for Western cultural horizons. KA: ალბომი „Хризантема“-თი იწყება. ეს ერთწუთიანი ხმოვანი მანიპულაციაა, სადაც ნიკა მაჩაიძის მცირე ვოკალური ჩანართი და ჩვენთვის უცნობის სიცილის სემპლი ხმოვან ალიაქოთად იქცევა, მსმენელსაც პირველად ექმნება შთაბეჭდილება, რომ ალბომი მარტივ მუსიკალურ გასეირნებად როდი გამოდგება. KA: ალბომის მეორე კომპოზიცია, „ბენზილინა“ გოგი ძოძუაშვილს ეკუთვნის, რომელსაც ნიკა მაჩაიძის, ნინო ჩუბინიშვილის, მაია და გიო სუმბაძეების ტექსტები ახლავს თან. აქ კომპოზიციურ წყობაშიც ნათლად ჩანს გოგის მუსიკალური გამოცდილება, რომელიც ლაღი და მშვიდი ცურვაა ბგერების სამყაროში. რაც შეეხება ტექსტს, აქ როგორც ალბომის სხვა კომპოზიციებში, სიტყვების თამაშია, თუმცა კი ყველაფერი ისე ავსებს ერთმანეთს, რომ რამდენიმე მოსმენის შემდეგ საერთოდ აღარ უკვირდები შინაარსს და თავიდან აჭერ Play-ს. KA: „მჟავა Baby“ ალბომის ერთადერთი ნაწილია, რომელიც გიო სუმბაძეს ეკუთვნის. ნიკას მსგავსად აქაც აუდიო კოლაჟის შექმნის პირველი მცდელობებია, სადაც შუაში ინდური ფილმიდან ამოჭრილი მისამღერი და კომპიუტერული გლიჩი ერთწუთიან სკიტს ქმნიან. KA: „Eyelids“ პირადი ფავორიტია, გამორჩეული მშვიდი ატმოსფეროთი, სადაც ნინო ჩუბინიშვილი სიზმრისეულ ხილვებზე გვიყვება. KA: „Maka“ — კიდევ ერთი კოლაჟია, რომელიც breakcore-ის ქაოტური ბიტით იწყება და მთავრდება, შუაში კი ამოვარდნილად ნიკა მაჩაიძის ხმა და Depeche Mode-ის 90-იანების ჰიტის, „Policy Of Truth“-ის მცირე მონაკვეთი გასდევს ფონად. KA: „Lula“, ალბათ, ალბომის ყველაზე პოპულარული კომპოზიციაა, რომელმაც თავისი გზა გოგი ძოძუაშვილის სოლო სადებიუტო ალბომშიც ნახა. მაია სუმბაძის ტექსტი წარმოგვიდგენს პოსტმოდერნული სამყაროს ახალგაზრდის ცხოვრებას, რომლის ყოველდღიურობაც გაჟღენთილია სამომხმარებლო დღის წესრიგითა და დასავლურ კულტურასთან შერწყმის ოცნებით. ### "Es Ra Kalakia" & The Path to Post Industrial Boys and Nikakoi / „ეს რა ქალაქია“ და გზა Post Industrial Boys-სა და Nikakoi-მდე EN: Through bilingual wordplay on "Cops & Their Wives", industrial breakbeats, and Maya Sumbadze’s haunting urban elegy "Es Ra Kalakia" ("Wet highways’ dusty vapor kills our unspoken words..."), the record captures late-90s Tbilisi’s mental landscape before closing optimistically on "Ra Shessanishnavi Amindia" (What Wonderful Weather). EN: Several Dzodzuashvili pieces later resurfaced under his Post Industrial Boys moniker, while Machaidze’s appearance at Paris Electronic Music Week soon launched his solo career as Nikakoi — and the rest is history. KA: „ჩვენ ყველანი ვმუშაობთ“ — თითქოს წინა კომპოზიციის იდეური გაგრძელება არისო, რატომღაც ყოველთვის კორპორატიულ კულტურასთან და დღის წესრიგთან ასოციაციას იწვევდა ეს კონკრეტული ნაწყვეტი. KA: „Cops & Their Wives“ — ჩემი მეორე ფავორიტია — იგი აგრძელებს ლულას სენტიმენტს და მოსმენილი ქართულ-ინგლისური სიტყვათა თამაში მხოლოდ შაირი როდია, აქ ისევ გვხვდება გასული საუკუნის ბოლოსთვის არსებული ვესტერნიზებული ქართველის პორტრეტი, რომელიც ნათელი მომავლისკენ ეძიებს გზას. KA: მეცხრე, უსათაურო კომპოზიცია, რომელიც ვფიქრობ Prodigy-ის კომპოზიციიდან უნდა იყოს დასემპლილი, თავიდანვე ინდუსტრიულ, ქაოტურ და საშიშ გარემოს ქმნის, რაღაც მომენტში კრის კანინჰემის და აპექს თვინის „Rubber Johnny“-ის ვიდეოს დასაწყისიც კი მომაგონა. KA: „ეს რა ქალაქია“ — სათაურიდან გამომდინარე ნათლად ასახავს იმდროინდელი თბილისის მაცხოვრებლების სულიერ და მენტალურ მდგომარეობას, სრულიად უიმედო განწყობას არსებული რეალობისადმი. მღერის მაია სუმბაძე და შედარებით ზრდასრულ მსმენელსაც უცებ გადაისვრის წარსულ დროებაში — თუმცა კი საინტერესო იქნებოდა აღნიშნული სიმღერის განახლებული ვერსია და რეფლექსია დღევანდელ ქალაქზეც. KA: „ტელეფონი“ პრე-მატრიცულ სამყაროში სატელეფონო სიგნალების გადაბმულობის შედეგი უნდა იყოს. „Lost Child“ ალბომის ერთადერთი კომპოზიციაა, რომელიც ნიკა მაჩაიძის სადებიუტო ფილმისთვის დაიწერა — ალეგორიულად აქ დედამიწაზე ჩამოსულ და იმედგაცრუებულ ანგელოზზეა საუბარი. ეს მუსიკალური ექსპერიმენტი და კოლაბორაცია პოზიტიურ ნოტაზე სრულდება — „რა შესანიშნავი ამინდია“ მომავალს ოპტიმისტურად უყურებს. KA: აღნიშნული ალბომიდან, გოგი ძოძუაშვილის რამდენიმე კომპოზიცია მომავალში Post Industrial Boys-ის სახელით გამოცემულ ალბომში მოხვდა. მისი ჩაწერიდან რამდენიმე წელში, ნიკა მაჩაიძე პარიზის ელექტრონული მუსიკის კვირეულზე მოხვდა, რასაც მუსიკოსისთვის პირველი სოლო ალბომის გამოშვებაც მოჰყვა — დანარჩენი კი უკვე ისტორიაა. > ""The dusty vapor of wet highways kills our still-unspoken words..."" / "„სველი ტრასების მტვრიანი ორთქლი ჯერ უთქმელ სიტყვებს გვიკლავს...“" ## Mother On Mondays – Friends / Mother On Mondays — Friends - URL: https://georgianmusic.ge/chronicles/mother-on-mondays-friends - Era: 1993–1995 · თბილისი · Published: 2022.09.28 - Author: Jaba Shavishvili (ჯაბა შავიშვილი) - Linked Releases: GMLC001, GMLC008 - Lead (EN): The question of which Georgian band from the 1990s possessed the most unmistakable sonic signature has always been rhetorical to me — "Mother On Mondays" remains the truest answer. - Lead (KA): კითხვა, თუ 90-იანი წლებიდან რომელ ქართულ ბენდს ჰქონდა ყველაზე გამორჩეული ჟღერადობა, ჩემთვის ყოველთვის რიტორიკული იყო — „Mother On Mondays“ დღემდე ყველაზე სწორი პასუხია. ### From the Philharmonic Showcase to Moscow Clubs & Back to Tbilisi / ფილარმონიის კონცერტიდან მოსკოვის კლუბებამდე და უკან თბილისში EN: Formed after Gogi Dzodzuashvili, Levan Javakhishvili, Dato Chkhikvishvili, and Vazha Bekauri encountered eccentric vocalist Goglik Pareshishvili (George Delon) at a post-Soviet Philharmonic showcase, Mother On Mondays took their name in tribute to Frank Zappa’s Mothers of Invention. EN: After recording their unreleased post-punk/indie debut "Clear & Cold" and spending six months playing clubs in Moscow as a reconfigured trio, they returned to Tbilisi in 1995 to record "Friends" — replacing live drums with drum machines and warm synthesizers in the spirit of Pet Shop Boys and Soft Cell. KA: 80-იანი წლების ბოლოს საქართველოში უკვე გამოჩნდა ალტერნატიული მუსიკის პირველი ტალღის კონტურები, თუმცა უნდა ითქვას, რომ როგორც ხელოვნების სხვა დარგებში, მუსიკაშიც ტრენდები ჩვენამდე მოსვლას რამდენიმე წლით აგვიანებდა. მაგალითად ამავე წლებში საკმაოდ ბევრი ჯგუფი ისევ 70-იანი წლების ჰარდ როკს უკრავდა, უფრო წინ წასულები — 10 წლის დაგვიანებით პოსტ-პანკსა და „ახალ ტალღას“, ხოლო Mother On Mondays პირველივე მოსმენიდანვე სინთპოპისა და ელექტროპოპის იმ მუსიკალურ ნაკადთან ასოცირდა, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისშიც დასავლეთში აქტუალური იყო. KA: ყველაფერი კი ფილარმონიაში იმ კონცერტიდან დაიწყო, რომლის სახელის გახსენებაც დღეს უკვე ჯგუფის ყველა წევრს უჭირს. სავარაუდოდ ეს ახალგაზრდა ბენდებისა და შემსრულებლებისთვის დათმობილი სცენა იყო, სადაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უეცრად ჩამოყალიბებული უამრავი სამოყვარულო ჯგუფი უკრავდა. ასეთები იყო „Shadow“ და „Mysteria“, სადაც გოგი ძოძუაშვილი, ლევან ჯავახიშვილი, დათო ჩხიკვიშვილი და ვაჟა ბექაური უკრავდნენ, აქვე იყო „Out Of Need“ — ყველანაირი საჭიროებისგან დაცლილი, სრულიად უნებურად შექმნილი ბენდი, სადაც გოგლიკ ფარეშიშვილი მღეროდა. ვოკალისტის სრულიად ექსცენტრიულმა მღერის მანერამ სხვა შემსრულებლების ყურადღება მიიქცია და ასე, ფრენკ ზაპას სიყვარულით (à la The Mothers of Invention) შეიქმნა „დედა ორშაბათობით“. KA: Mother On Mondays-მ დაფუძნებიდან 1 წელში უკვე პირველი ალბომი, „Clear & Cold“ ჩაწერა, რომელიც მუსიკალურად უფრო პოსტ-პანკს და იმ პერიოდში აქტუალურ ინდი როკს უახლოვდებოდა. სიმღერებს კონცერტებზე მღეროდნენ, ალბომი ოფიციალურად კი არცერთ მედიუმზე არ გამოსულა. KA: ამის შემდეგ ხუთკაციანი ჯგუფი, სხვადასხვა მიზეზების გამო 3 კაცად კონფიგურირდა და მოსკოვში გადასახლდა — ქალაქში, რომელიც იმ პერიოდშიც თბილისთან შედარებით მეგაპოლისი იყო და შესაბამისად შესაძლებლობებიც მეტი არსებობდა, თუნდაც მუსიკალური ინდუსტრიის კუთხით. უკრავდნენ ადგილობრივ კლუბებში და დაიწყეს ახალ მუსიკაზე მუშაობა, რომელიც 3 კაცის ფორმატში უკვე სრულიად სხვაგვარად ჟღერდა. მოსკოვში ჯამში ნახევარი წლის განმავლობაში იცხოვრეს, თუმცა როგორც დაგეგმილი ჰქონდათ მათი მუსიკალური კარიერა ისე არ განვითარდა — არც უცხოელ პრომოუტერს შემოუთავაზებია ბრიტანეთში კონცერტები და არც რომელიმე დიდი ლეიბლი დაინტერესებულა მათი მუსიკით, თუმცა ჩრდილოეთში დაწყებული საქმე თბილისში მაინც დაასრულეს და ახალი ალბომი „Friends“ 1995 წელს ჩაწერეს. მასში ჯამში 11 სიმღერა შევიდა, სადაც ცოცხალ დრამს უკვე დრამ-მანქანა ანაცვლებს და სინთეტური ბგერაც დომინირებს. თუ პირველი ალბომი უფრო Talking Heads-ისკენ იყო მიმართული, „Friends“-ში უფრო მეტ Pet Shop Boys-ს და Soft Cell-ს აღმოაჩენთ. ### An Album Made for Friends: From "House Of Love" to "Angel" / მეგობრებისთვის ჩაწერილი ალბომი: „House Of Love“-დან „Angel“-მდე EN: Across eleven songs — from synth opener "House Of Love" and British-rave-inflected "Colorful Room" (built on the very same synthesizer heard on Irakli Charkviani’s "Shen Afren") to velvet-voiced "Black Butterfly", Smiths-tinged "Mr. Greenaway", nostalgic "Gloves", Marc Almond-esque "Separated Parts Of My Body", and closing elegy "Angel" — "Friends" inaugurated the second wave of Georgian alternative music. KA: „Friends“ რამდენადაც მუსიკოსების ინტიმური, იმდენად უფრო ფართო წრის ალბომიცაა, იმ გაგებით რომ სრულიად ეხმაურება იმ პერიოდის ახალგაზრდობის მისწრაფებებს, ილუზორულ და შეიძლება აუხდენელ ოცნებებს. კარგად გამოხატავს პოსტსაბჭოთა სივრცის კულტურულ სიცარიელეს, რომელიც ახალ თაობას ვერაფერს სთავაზობს და ხაზს უსვამს ამავე პერსონაჟების წყურვილს უკეთესი, ლაღი ცხოვრების მიმართ. ეს მეგობრებისთვის გაკეთებული ალბომია, რომელიც ალბათ თავდაპირველად არც იყო გამიზნული, რომ შეიძლება ვინმეს მათი წრის გარეთაც მოესმინა. KA: ალბომის ვიზუალური გაფორმება, სადაც ყდის შუაში რგოლში გამოსახული ყვავილია, ერთგვარი შარჟი იყო საბჭოთა კომპილაციური ალბომების აბსტრაქტული დიზაინის, რომელიც თავის მხრივ პოპ-არტის გამოძახილი იყო საბჭოთა სისტემაში. 27 წლის შემდეგ, აღნიშნული ალბომი „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ ინიციატივის ფარგლებში პირველად გამოვიდა ფირფიტის ფორმატზე, ლიმიტირებული რაოდენობით. KA: ჩანაწერი „House Of Love“-ით იწყება — მარტივი, ფერადი და ცოტა ბავშვური მუსიკალური თემა სინთეზატორზე, სადაც მოქმედი გმირი სიყვარულის სახლში დაბრუნებას ითხოვს. „Colorful Room“ უკვე სრულიად განსხვავებულ ტემპშია და იმ პერიოდის ბრიტანული რეივის განწყობასთანაა ახლოს — პარალელურად მსმენელს ალბათ ასოციაცია გაუჩნდება ირაკლი ჩარკვიანის „შენ აფრენ“-თან, რაც გასაკვირი სულაც არ არის: MoM-ის წევრები წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდნენ მეფესთან და „შენ აფრენ“ იმავე სინთეზატორზეა აწყობილი. KA: „Black Butterfly“ — ჰაეროვან პადს გიტარის ლამაზი თემა ალამაზებს, გოგლიკას ხმა კი ხავერდივით ედება ინსტრუმენტალურ ნაწილს. ალბათ სწორედ ეს ხმა ქმნის საბოლოო ჯამში ამ ჯგუფის არსს. „The Death of a Young English Pilot“ აკუსტიკური ხმოვანების ტრაგიკული სიმღერაა; „So Far Away“-ში ცოტა ბიორკისეული მომენტები ჭარბობს; „Mr. Greenaway“ კი სავარაუდოდ ჯგუფის პირველი ალბომის მასალა იყო, The Smiths-ისეული საგიტარო პარტიებითა და ხასიათით. KA: „New“ (იგივე Gloves) ალბომიდან ჩემი პირველი ფავორიტია, ემოციურად სათანადოდ თამაშობს ნოსტალგიის იმ სენტიმენტებზე, ასე რომ ძვირფასია ჩვენთვის. „Strange Days (New Ways)“-ში პერსონაჟი უცნაური პერიოდიდან გამოსასვლელად ახალი გზების ძიებას იწყებს. „I Know“ ლამაზი საფორტეპიანო ბალადაა, ხოლო „Separated Parts Of My Body“, რამდენადაც მარკ ალმონდი არ უნდა გაგვახსენდეს, მაინც იმ დროის თბილისისთვის დამახასიათებელი რბილი ოპტიმიზმის ელფერს ატარებს. „Angel“ მარტივი მელანქოლიური ფრაზით აღწერს იმ პერიოდის ქართული რეალობიდან გაუცხოებული ახალგაზრდობის ცხოვრებას. KA: საბოლოო ჯამში ალბომი ახერხებს მსმენელის ყურადღების მიქცევას 40 წუთის განმავლობაში და ყველაფერთან ერთად ქართული ალტერნატიული მუსიკის მეორე ტალღის დასაწყისსაც ქმნის, რომლის საფუძველსაც შემდეგში სხვა შემსრულებლები დაეყრდნობიან. ## ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა / Georgian Music Legacy Collection - URL: https://georgianmusic.ge/chronicles/georgian-music-legacy-collection - Era: 1987–2015 · მანიფესტი · Published: 2022.09.12 - Author: Jaba Shavishvili (ჯაბა შავიშვილი) - Linked Releases: GMLC001, GMLC012, GMLC004, GMLC008 - Lead (EN): 1990s Georgian alternative music remains largely uncharted territory. With the collapse of the Soviet Union, every ideological frame that had constrained Georgian creative life for seventy years fell away at once. - Lead (KA): 90-იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკა დღემდე შეუსწავლელი პერიოდი და ტერიტორიაა. საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად, სახელოვნებო პროცესებსაც ჩამოშორდა ყველა ის ჩარჩო და შეზღუდვა, რაც 70 წლის განმავლობაში ქართველთა შემოქმედებითი ცხოვრების მარწუხებში მოქცევას ემსახურებოდა. ### Breaking the Bars: From 1987 to the 1990s Underground / გისოსების მორღვევა: 1987 წლიდან 90-იანების ანდერგრაუნდამდე EN: What began in 1987 with Dada Dadiani’s Taxi and Lado Burduli’s Retsepti in Tbilisi and Robi Kukhianidze’s Outsider in Kutaisi blossomed in the 1990s into a fiercely original underground scene. EN: Surrounded by shattered cities and political upheaval, its protagonists built an alternative world that neither ignored harsh social reality nor surrendered to it — forging an unmistakably Georgian musical language out of Western post-punk, electronic, and hip-hop forms. KA: ალტერნატიულ მუსიკალურ პროცესებზე ცნობები საქართველოში ჯერ კიდევ 60-იანი წლებიდან მოდის — რა თქმა უნდა იმ პერიოდის იატაკქვეშეთის მოძრაობა ერთეული ადამიანებისგან თუ შედგებოდა. 70-იანი წლებიდან პროცესები შედარებით გაიხსნა, ხელმისაწვდომი გახდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა დასავლეთის ქვეყნებში. უკვე შეხვდებით ქართველი შემსრულებლების მიერ დასავლური მუსიკალური ნაწარმოებების ქავერ ან თუნდაც გადმოქართულებულ ვერსიებს. KA: 80-იან წლებში ამ გისოსების მორღვევა გაგრძელდა და ალბათ 1987 წელი ქართული ალტერნატიული მუსიკის სრულიად ახალი ტალღის ასპარეზზე გამოჩენის თარიღად შეგვიძლია მივიჩნიოთ. KA: ის რაც თბილისში დადა დადიანის „ტაქსით“, ლადო ბურდულის „რეცეპტით“, ქუთაისში კი რობი კუხიანიძის „აუტსაიდერით“ დაიწყო, 90-იან წლებში ფართოდ გაიშალა და ამ ფუნდამენტზე საკმაოდ თვითმყოფადი მუსიკალური სცენა აშენდა. აქ ერთმანეთში ირეოდნენ სრულიად განსხვავებული წარსულისა და სუბკულტურის წარმომადგენლები, რომლებსაც თითქოს საერთო არაფერი უნდა ჰქონოდათ, გარდა იმისა, რომ მასობრივი კულტურისგან განსხვავებული თვითგამოხატვის ფორმები ახასიათებდათ და ამას ახალგაზრდული ენთუზიაზმისთვის დამახასიათებელი თავისუფლების ხარისხით აკეთებდნენ. KA: ამ პერიოდის ქართულ მუსიკას თავისი გმირებიც ჰყავდა, რომლებიც განადგურებული ქვეყნისა და ქალაქების შემხედვარე, მუსიკასთან ერთად ალტერნატიული სამყაროს შექმნასაც ცდილობდნენ — პირველ რიგში მათთვის და გაუცნობიერებლად მომავალი თაობისთვისაც, ვინაიდან სწორედ მათ მიერ გაკვალული გზა მრავალი წლის განმავლობაში ჩირაღდნის ფუნქციასაც ასრულებდა. KA: თუმცა ალტერნატიული სამყაროს შექმნის მცდელობა გარეთ მიმდინარე პროცესების სრულ უგულებელყოფას როდი მოიაზრებდა — პირიქით, იმ პერიოდის სოციალური სიდუხჭირე და უპერსპექტივობის განცდა სრულიად აირეკლა მათ შემოქმედებაშიც. დასავლური მუსიკიდან აღებული ფორმებით პირველად იქმნებოდა სრულიად ახალი ტიპის ქართული მუსიკა. ### Uncompromising Energy & The Mission of GMLC / უკომპრომისო ენერგია და GMLC-ის მისია EN: With pressing plants and recording studios gone after the Soviet collapse, power cuts interrupting concerts, and mass media indifferent, free Georgia’s freest voices often vanished onto fragile, low-fidelity tapes. EN: Georgian Music Legacy Collection (GMLC) is a vinyl-based archival initiative dedicated to independent Georgia’s musical heritage from the late 1980s through the 2010s — restoring, remastering, and pressing overlooked landmark recordings so they take their rightful place in the chain of Georgian cultural identity. KA: ადამიანებისთვის, რომელთა ახალგაზრდობის საუკეთესო წლები ქვეყნის პოლიტიკურ თუ სოციალურ ქაოტურობას ეწირებოდა, მარტივი როდი იყო თვითგადარჩენისთვის ბრძოლა. მარტივი არც ის იყო, რომ მსგავსი შეხედულებისა და ღირებულებების მქონეებს ერთმანეთი ეპოვათ და არც ის, რომ განადგურებულ ქალაქში მუსიკისთვის დრო დაგეთმო და გემღერა იმის შესახებ, რაზეც საჯაროდ იქამდე ხმა არავის ამოუღია. ეს არ იყო თანამედროვე „რებელობის“ სოუსში გახვეული სენტიმენტი, როდესაც ძალით ცდილობ დაფიქსირდე იმად, რაც სინამდვილეში არა ხარ. ამ პერიოდის მუსიკალურ სცენას სწორედ ავთენტურობის მაღალი ხარისხი ახასიათებდა და ის ისტორიები, რაც იმ დროიდან მოდის, იმდენადვე ნამდვილია, რამდენადაც მათი მუსიკა. KA: ყველაფერთან ერთად, ისინი სრულიად მივიწყებულები იყვნენ ფართო საზოგადოებისგან. ამას ემატებოდა ტექნიკური საშუალებების თითქმის არარსებობა, რათა მუსიკა ჩაწერილიყო და მსმენელამდე ხარისხიანი პროდუქტი მისულიყო — საბჭოთა კავშირის დაშლამ მისი იშვიათი სიკეთე, ჩამწერი სტუდიებისა და ფირფიტების დამბეჭდავი ქარხნის არსებობაც თან გაიყოლა. კონცერტების დროს ელექტროენერგია წყდებოდა, საჭირო აპარატურის ნახვა და გამოყენება ურთულესი პროცესი იყო. იშვიათი გამონაკლისების გარდა ტელევიზია, რადიო თუ ბეჭდური მედია მათ ყურადღებას თითქმის არ უთმობდა და ამგვარად თავისუფალი საქართველოს თავისუფალი ხმები ხშირად უჩინარდებოდნენ. KA: ...და მაინც, ზემოთ აღნიშნული დაბრკოლებების მიუხედავად, ამ მოძრაობაში ჩართული ადამიანები არ ნებდებოდნენ — წერდნენ მუსიკას, თანაკვეთა ჰქონდათ მხატვრებთან თუ თეატრის წარმომადგენლებთან, აწყობდნენ საღამოებს და ამ ყველაფრით ქვეყანაში იშვიათ სინათლის წერტილს წარმოადგენდნენ, რომელსაც გადამდები ეფექტი ჰქონდა. კონცერტებზე ხშირად შეხვდებოდით, როდესაც პანკები, მეტალისტები თუ ჰიპ-ჰოპის წარმომადგენლები ერთად ეზიარებოდნენ მუსიკალურ გამოცდილებას. KA: მოძრაობის მნიშვნელოვანმა წარმომადგენლებმა განვითარებულ ქვეყნებს მიაშურეს, რათა საკუთარი შემოქმედებისთვის უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცათ; იყვნენ ისინიც, ვინც ქვეყანაში დარჩა, თუმცა უკვე კომპრომისით, 2000-იანი წლების შოუბიზნესის თამაშის წესებს მოერგნენ. მსმენელს კი დარჩა იმ პერიოდის ხშირად უხარისხო, თუმცა დიდი ღირებულების მატარებელი ჩანაწერები, რომლებმაც მკვეთრად მოხაზეს შემდგომი თაობების კულტურული ორიენტირები. KA: ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა [Georgian Music Legacy Collection] ფირფიტებზე დაფუძნებული ინიციატივაა, რომელიც სწორედ დამოუკიდებელი საქართველოს მუსიკალურ პერსპექტივას ეხმიანება — ჩანაწერებს, რომლებიც ჩაწერის პერიოდის, ქვეყნის თუ ჯერ კიდევ არარსებული მუსიკალური ინდუსტრიის მდგომარეობის გათვალისწინებით, მსმენელის ყურადღების მიღმა დარჩა, თუმცა მუსიკალური, სოციალური თუ კულტურული ღირებულებით დღესაც თანამედროვე და ფასეულია. ჩვენ გვჯერა, რომ მათი ხელახლა გაცოცხლებით, განახლებით, აღმოჩენითა და მსმენელის წინაშე წარდგენით, ჩანაწერები საკუთარ ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებენ იმ მუსიკალურ ჯაჭვში, რომელიც დღემდე ქართული კულტურული იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელია. KA: აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, 80-იანი წლების ბოლოდან 2010-იან წლებამდე არსებული ალტერნატიული მუსიკალური სცენის ჩანაწერების გამოცემა ფირფიტის ფორმატზე მოხდება და საბოლოოდ კოლექციის სახეს მიიღებს, რომელიც ყველა ქართული მუსიკის გულშემატკივარის აუცილებელი ატრიბუტი გახდება. > ""We believe that by reviving, renewing, discovering and presenting these recordings to new listeners, they claim their rightful place in the musical chain that defines Georgia’s cultural identity."" / "„ჩვენ გვჯერა, რომ მათი ხელახლა გაცოცხლებით, განახლებით, აღმოჩენითა და მსმენელის წინაშე წარდგენით, ჩანაწერები საკუთარ ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებენ იმ მუსიკალურ ჯაჭვში, რომელიც დღემდე ქართული კულტურული იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელია.“"