
ჩვენს შესახებ
ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა
დაარსდა თბილისში, 2022
ყველა ეპოქა საკუთარ სიტყვას მუსიკის საშუალებით ამბობს, მუსიკა კი თავისუფალი ადამიანის არჩევანია. მიუხედავად იმ კულტურული ატროფიისა, რაც საბჭოთა პერიოდმა მოიტანა, საქართველოში მუსიკალური აზროვნების პროცესი არ შეჩერებულა — სწორედ იმ დროის ინდივიდუალურმა, უკომპრომისო აქტებმა ახალი თაობის მუსიკოსებს მისცა ბიძგი, გაერღვიათ დაბრკოლებების წრე, რათა 90-იანი წლების დასაწყისიდან თავისუფალი საქართველოს თავისუფალ ხმებად ქცეულიყვნენ.
ეს ქვეყნისთვისაც და მუსიკოსებისთვისაც ხელახლა დაბადება და შესაძლებლობებით სავსე მოედანი იყო. ჰორიზონტზე ჯერ კიდევ ნათლად არ ჩანდა გზა და მათ გაუკვალავში მოუწიათ თავისუფლებისკენ და საკუთარი თავის პოვნისკენ სიარული — ამის მიუხედავად, დამოუკიდებელი თაობის მუსიკა ხასიათდებოდა ავთენტურობით, აქტიური სოციალური მუხტით და, რაც მთავარია, ახალი ქართული ხმოვანების ძიებით, რომელიც დღემდე გრძელდება. მიუხედავად დასავლური მუსიკალური ფორმებისა, მათი შემოქმედება მაინც ქართული იდენტობით იყო გაჟღენთილი და მკვეთრად მოხაზა შემდგომი თაობების კულტურული ორიენტირები.
Georgian Music Legacy Collection-ის ინიციატივა დამოუკიდებელი საქართველოს მუსიკალურ პერსპექტივას ეხმიანება — ჩანაწერებს, რომლებიც ჩაწერის პერიოდის, ქვეყნის თუ ჯერ კიდევ არარსებული მუსიკალური ინდუსტრიის მდგომარეობის გათვალისწინებით, მსმენელის ყურადღების მიღმა დარჩა, თუმცა მუსიკალური, სოციალური თუ კულტურული ღირებულებით დღესაც თანამედროვე და ფასეულია.
არქივის მოძიება და კონსერვაცია
ვიკვლევთ 1980-იანი წლების ბოლოდან 2010-იან წლებამდე შექმნილ უცნობ ან მივიწყებულ ქართულ ჩანაწერებს — კერძო კოლექციებსა და სტუდიებში შემორჩენილ პირველად მასტერებსა და ჩანაწერებს.
რემასტერინგი და ვინილის გამოცემა
თითოეული ალბომი გადის ფრთხილ აუდიო-რესტავრაციას ორიგინალური ჟღერადობის შენარჩუნებით და იბეჭდება ვინილის ფირფიტაზე შეზღუდული ტირაჟით.
კულტურული კონტექსტი და ქრონიკები
ფირფიტებს ახლავს ორენოვანი ანოტაციები, ავთენტური კრედიტები და კვლევითი ესეები, რომლებიც ჩანაწერებს ქართულ კულტურულ ჯაჭვში ღირსეულ ადგილს უმკვიდრებს.
პლატფორმები
კონტაქტი & არქივი
თუ ინახავთ 1980–2010-იანი წლების ქართულ ჩანაწერებს ან ფოტოარქივს, მოგვწერეთ:
info@georgianmusic.ge