
ტრეკლისტი · აუდიო სნიპეტები
დააჭირეთ მოსასმენადSide A
Side B
„მჟავა Message“ მულტიმედიური პროექტი იყო, რომელიც ქართველი არტისტების დიდი მეგობრობის ისტორიას ეფუძნება — ისტორიას, რომელიც სამომავლოდ Goslab-ის კოლექტივის სახელით გახდება ცნობილი. 90-იან წლებში, Mother On Mondays-ის შემდეგ გოგი ძოძუაშვილი პერსონალურ მუსიკაზე მუშაობდა, როდესაც ნიკა მაჩაიძესა და მაია სუმბაძესთან ერთად კონცეპტუალური ალბომის იდეა დაიბადა, რომელშიც ამ უკანასკნელთა ტექსტებიც შევიდოდა. მალე ტრიოს გიო სუმბაძე და ნინო ჩუბინიშვილიც დაემატა და ასე დაიწყო ამბავი ალბომზე, რომელსაც დღეს ქართული ელექტრონული მუსიკის საწყისებთან მივყავართ.
ნიკა მაჩაიძის მუსიკალური კარიერაც სწორედ ამ პერიოდში, სრულიად შემთხვევით დაიწყო, როდესაც მის ხელში იმ პერიოდის პირველადმა კომპიუტერულმა პროგრამებმა მოიყარა თავი. გოგი ძოძუაშვილის ჰარმონიულ მუსიკალურ ხედვას Nikakoi-ის ექსპერიმენტული, სხვადასხვა ხმოვანი მასალის მანიპულაციითა და მოდიფიკაციით მიღებული ჟღერადობა დაემატა და იმ პერიოდის თბილისის აუდიო-არტეფაქტი მივიღეთ. მუსიკალურ იდეას დაემატა შინაარსობრივი მხარეც — ქართული და ინგლისური ტექსტების სიტყვათა თამაში სოციალური კომენტარისთვის, რაც ახალი თაობის არტისტებისთვისაც გადამდები ეფექტის მქონე აღმოჩნდა.
როგორ ჟღერს თბილისი? — „მჟავა Message“ დასავლურ მუსიკალურ ფორმებსა და მიდგომებს წმინდად ქართული, კონკრეტულად კი თბილისური ჟღერადობის ჩამოსაყალიბებლად იყენებდა. „მჟავა Message სიყვარულით შეიქმნა“ — იხსენებს გოგი ძოძუაშვილი — სწორედ ეს სიყვარული მეგობრებისადმი და მუსიკისადმი გასდევს ლაიტმოტივად მათ საერთო ალბომსაც, რომელიც ქართული ელექტრონული მუსიკისა და კონცეპტუალური ხელოვნების ფუნდამენტია.
კრედიტები