
ტრეკლისტი · აუდიო სნიპეტები
დააჭირეთ მოსასმენადSide A
Side B
Side C
Side D
ნიკა მაჩაიძე, რომელიც პროფესიით რეჟისორია, მუსიკალურ სივრცეში პირველად 90-იანი წლების შუა პერიოდში გამოჩნდა, როდესაც Goslab-ის კოლექტივის წევრებთან ერთად „მჟავა Message“-ის ალბომის ჩაწერაზე იმუშავა და პირველად ჩაატარა ექსპერიმენტები ელექტრონულ მუსიკასთან. საუკუნის მიწურულს ნიკას მუსიკის მიმართ ინტერესი ევროპაშიც გაჩნდა — კერძოდ გერმანიასა და საფრანგეთში, სადაც სხვადასხვა გამოფენებსა და ჩვენებებს მუსიკალურად აფორმებდა.
2002 წელს გერმანულ ლეიბლ WMF Records-ზე Nikakoi-ის პირველი ალბომი „Sestrichka“ გამოვიდა, რომელსაც შემდეგ წელს (2003) მეორე ალბომი „შენтыmental“ მოჰყვა. აღნიშნულ ჩანაწერში (მაია სუმბაძისა და ნატალია ბერიძის ვოკალებით, Calyx Mastering-ში Bo Calyx-ის მასტერინგითა და სალომე მაჩაიძის ყდის მხატვრობით) ნიკას მუსიკალური მხარე უკვე ბევრად დახვეწილი და მრავალფეროვანი გამოდგა — ჟღერადობის მხრივ ეს იყო ემბიენტისა და 90-იანების ბრიტანული IDM-ის ნაზავი, ქართული სენტიმენტალური ხმოვანებით გაფორმებული.
„შენтыmental“ დღემდე ქართული ელექტრონული მუსიკის ფუნდამენტურ ნამუშევრად რჩება, რომელმაც საზღვრები გადალახა და საკუთარი კვალი შემდგომი თაობის მუსიკოსების შემოქმედებაზეც დატოვა.
კრედიტები