
ეისიდ-ჯაზი, ფანკი, პოპ-როკი · აჩიკო გულედანი, ბექა ჯაფარიძე-შუქვანი და კოლექტივი
90-იანი წლების მიწურულს ჯაზის აკადემიის ყოფილი სტუდენტების მიერ ჩამოყალიბებულმა ჯგუფმა „მწვანე ოთახი“ (აჩიკო გულედანი, ბექა ჯაფარიძე-შუქვანი, დავით ადუაშვილი, ნოდარ ექვთიმიშვილი, მაკა გამყრელიძე, თამუნა მაღალაშვილი) როკ-ანდერგრაუნდსა და შაბლონურ პოპ-ესტრადას შორის სრულიად უნიკალური ნიშა — ეისიდ-ჯაზისა და ფანკის ცოცხალი სინთეზი დაიკავა.
2000 წელს Geo Records-ში ჩაწერილმა და 2001 წელს გამოცემულმა სადებიუტო ალბომმა („სად არის მზე“, „მისები“, „ჩემთან აღარ ხარ“, „სტატისტიკა“, „ტექნო ვენებზე“ — რემასტერირებული 2×LP GMLC009) ქართულ მუსიკაში სასულე სექციებითა და იმპროვიზაციული გრუვით სავსე ახალი ეპოქა გახსნა.
აუდიო / ვიდეო — GMLC009