
ტრეკლისტი · აუდიო სნიპეტები
დააჭირეთ მოსასმენადSide A
Side B
Side C
Side D
საბჭოთა ცენზურის ეპოქაში მხოლოდ ერთეული ქართველი მუსიკოსები ახერხებდნენ ჯაზისა და მონათესავე ჟანრების საკუთარ შემოქმედებაში ინტეგრირებას. დამოუკიდებლობის მოპოვებამ ახალ თაობას ახალი მუსიკალური ჰორიზონტების კვლევის თავისუფლება მისცა. 90-იანი წლების ბოლოს ჯაზის აკადემიის ყოფილმა სტუდენტებმა გადაწყვიტეს შეესრულებინათ მუსიკა, რომელიც სრულიად განსხვავდებოდა იმდროინდელი მეინსტრიმისგან: მაშინ როცა ალტერნატიულ სცენაზე ძირითადად როკ-მუსიკოსები დომინირებდნენ, ხოლო მასობრივი სივრცე შაბლონური პოპ-ჟღერადობით იყო გაჯერებული, სწორედ ამ ორ უკიდურესობას შორის დაიბადა „მწვანე ოთახი“.
მათი ხმოვანება ეფუძნებოდა ეისიდ-ჯაზისა და ფანკის თვითმყოფად ნაზავს — ჟანრებს, რომლებიც იმ დროს ბრიტანეთში პოპულარობის პიკზე იყო, ქართველი მსმენელისთვის კი სრული სიახლე აღმოჩნდა. ინოვაციური მელოდიებით, არასტანდარტული შესრულების მანერითა და გადამდები გრუვით ჯგუფმა მალევე მიიპყრო ყურადღება.
2000 წელს Geo Records-ში ჩაწერილი და 2001 წელს ორიგინალური შემადგენლობით გამოცემული სადებიუტო ალბომი (ბონუს-ტრეკებით „Love Story“ და „ყვითელი მდინარე“) ჯგუფის მრავალწლიანი ძიებების კულმინაციად იქცა. კომპოზიციებმა „მისები“, „ჩემთან აღარ ხარ“ და „სად არის მზე“ ქართულ მუსიკალურ სივრცეში უფრო მრავალფეროვანი და თამამი ჟღერადობის ეპოქა მონიშნა.
კრედიტები