
ქართული ჰიპ-ჰოპი, ბუმ-ბეპი · აკაკი ბაბუნაშვილი, ფრედო, მასტი, მეგოთი, სმოკი, DJ ჯადო, სოსო ჩაჩუა
90-იანი წლების ქუთაისი ქართული ალტერნატიული მუსიკის მამოძრავებელი ძალა იყო, ხოლო აკაკი ბაბუნაშვილი — იგივე შავი პრინცი (1971–2019) — ქართული ჰიპ-ჰოპის უდავო ნათლია. Bajoo-სთან და Chi-სთან პირველი რეპ-პერფორმანსების შემდეგ, 1994 წლიდან მან ახალგაზრდა მოცეკვავეები და MC-ები შემოიკრიბა და დააარსა ჯგუფი „ძებნილები“.
ქუთაისის სტუდია „ORFEY“-სა და „Blues Records“-ში ზაზა ხუბუკელაშვილთან და მოგვიანებით თბილისში გიგა კუხიანიძესთან ჩაწერილი ალბომი „იძებნება“ (1998, GMLC005) ქუჩის ცხოვრების მკაცრ რეალობას ასახავდა. სისხარტე, რიტმულობა, იმპროვიზაცია და ქუჩის ენერგია შავი პრინცისა და ძებნილების (ფრედო ბაბანი, დავით მორჩილაძე — მასტი, სერგი ჩიხლაძე — მეგოთი, ბექა ჯავახაძე — სმოკი, ლევან დოლიძე — DJ ჯადო, სოსო ჩაჩუა) რეპს უნიკალურ ავთენტურობას სძენდა, რის გამოც „იძებნება“ სამუდამოდ დარჩა ნამდვილი ქართული ჰიპ-ჰოპის კლასიკად.
აუდიო / ვიდეო — GMLC005