
ტრეკლისტი · აუდიო სნიპეტები
დააჭირეთ მოსასმენადSide A
Side B
არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ 90-იანი წლების ქუთაისი ქართული ალტერნატიული მუსიკის მამოძრავებელი ძალა იყო. საკუთარი კულტურული იდენტობით ეს ქალაქი მუდამ გამოირჩეოდა და ამავე წლებში დაწყებულმა ახალგაზრდულმა მოძრაობამ საფუძველი ჩაუყარა პანკს, ახალ ტალღასა და ჰიპ-ჰოპს. სწორედ ჰიპ-ჰოპის პიონერების მცირე წრეს განეკუთვნებოდა აკაკი ბაბუნაშვილი, იგივე შავი პრინცი (შურიკა), რომელმაც 90-იანი წლების დასაწყისში Bajoo-სთან და Chi-სთან ერთად პირველი ქართული ცოცხალი რეპ-პერფორმანსები გამართა, ხოლო 1993–1994 წლებიდან შემოიკრიბა ახალგაზრდა მოცეკვავეები და MC-ები და დააარსა ჯგუფი „ძებნილები“.
ჯგუფი აქტიურად გამოდიოდა ქუთაისის მცირე კონცერტებზე, სადაც ჰიპ-ჰოპი ჯერ ისევ სიახლე იყო, მალე კი ქუთაისურ სტუდია „ORFEY“-სა და „Blues Records“-ში (ზაზა ხუბუკელაშვილისა და გიგა კუხიანიძის პროდიუსინგით) ჩაიწერა სადებიუტო ალბომი „იძებნება“ (1998), რომელიც პოსტსაბჭოთა ახალგაზრდობისა და ქუჩის ცხოვრების მკაცრ ისტორიებს ასახავდა.
ჰიპ-ჰოპი დასავლური მუსიკალური ფორმაა, თუმცა შავი პრინცისა და ძებნილების ჰიპ-ჰოპი წმინდად ქართული — და კონკრეტულად ქუთაისური — სინამდვილის ანარეკლი იყო: სისხარტე, რიტმულობა, იმპროვიზაცია და ქუჩის ენერგია. წლებთან ერთად შეიცვალა შემადგენლობაც და არანჟირებებიც, თუმცა „იძებნება“ კვლავ რჩება ნამდვილი ქართული ჰიპ-ჰოპის კლასიკად.
კრედიტები