
ალტერნატიული როკი, ინდი-როკი · ნიკა კოჩაროვი, ლევან შანშიაშვილი, დათუჩა აბულაძე
ათასწლეულის მიჯნაზე, როდესაც ომგამოვლილი საზოგადოება სოციო-კულტურულ კრიზისში იყო და პოპ-მუსიკის დომინაციამ ალტერნატივას მცირე სივრცე დაუტოვა, ნიკა კოჩაროვის გარშემო ჩამოყალიბებული Young Georgian Lolitaz ახალი თაობის ყველაზე სიცოცხლისუნარიან ქართულ როკ-ბენდად იქცა.
ვალერი კოჩაროვის („ბლიცი“) ოჯახში გაზრდილმა ნიკა კოჩაროვმა 2003–2004 წლებში საშინაო სტუდიაში (ლევან შანშიაშვილისა და დათუჩა აბულაძის მონაწილეობით) ჩაწერა სადებიუტო ალბომი „Lemonjuice“ (GMLC003), სადაც მუსიკალური გავლენები The Beatles-იდან, Nirvana-ს გავლით Blur-ამდე აღწევს. 500 CD-დისკად გავრცელებულმა ალბომმა („Star“, „Hollywood“, „Feather“, „Room“) ჯგუფს აღიარება მოუტანა როგორც საქართველოში, ისე ლონდონურ სცენაზე მოგზაურობისას და დღემდე რჩება 2000-იანების ქართული ალტერნატივის მთავარ მანიფესტაციად.
აუდიო / ვიდეო — GMLC003