
ელექტრონიკა, დაუნტემპო, ინდი-დენსი · გიორგი სიხარულიძე, დათო თოიძე, ნიკა წერეთელი, ზურა ძაგნიძე, გოგა ქავთარაძე
Afternoon Version ქართულ მუსიკალურ სივრცეში 90-იანი წლების დასაწყისში სპონტანურად გამოჩნდა — გვიანი მოზარდობის ასაკში მყოფი თბილისელი ახალგაზრდების (გიორგი „სიხა“ სიხარულიძე, დათო თოიძე, ნიკა წერეთელი, ზურა „ზურიჩა“ ძაგნიძე, გოგა ქავთარაძე, მიშა აბესაძე) სურვილმა, შეექმნათ 80-იანი წლების რჩეული ბრიტანული ბენდებით შთაგონებული მუსიკა, მალე თვითმყოფადი ელექტრონულ-აკუსტიკური სახე მიიღო.
90-იანი წლების ბოლოს, სანამ ჯგუფის წევრები ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა ქალაქს მიაშურებდნენ, მათ დაგვიტოვეს შემაჯამებელი ალბომი „Together“ (2000, GMLC006). ალბომში 90-იანების ბრიტანული საცეკვაო მუსიკისა და ელექტრონიკის სინთეზთან ერთად გვხვდება „Kardena“ — ფოლკლორული მოტივებითა და სოციალური რეჩიტატივით — და „Champagne Gold“, ჯგუფის აკუსტიკური ჰიტი და 90-იანების ქართული ალტერნატივის ნამდვილი მარგალიტი. 30 წლის შემდეგ Afternoon Version კვლავ მოქმედი ბენდია.
აუდიო / ვიდეო — GMLC006