
ელექტრონიკა, ბრეიქბიტი, ეთნო-სემპლინგი · დადა დადიანი, გოგი ჩილაშვილი, სერგი გვარჯალაძე, ბიბი კვაჭაძე
1993 წლის აპრილში, ქვეყნისთვის უმძიმეს დროს, დადა დადიანი („ტაქსი“, „საბავშვო მედიცინა“), გოგი ჩილაშვილი, სერგი გვარჯალაძე და ბიბი კვაჭაძე რამდენიმე დღით სახელმწიფო ტელევიზიის სტუდიაში ჩაიკეტნენ — ასე დაიბადა „Georgian Dance Empire“ (GMLC004), ქართული ალტერნატიული მუსიკის პირველი ტალღის ყველაზე თამამი ექსპერიმენტი.
მათ მიერ შექმნილი 6 კომპოზიცია („Georgian Wrestling“, „Jansulo“, „Molly Has Questions“, „Da Chemo Dairujan“, „Tsangala Da Gogona“) წარმოადგენს ჟანრობრივ სინთეზს, რომელიც ყოველგვარი კიტჩის გარეშე აერთიანებს ქართულ პოლიფონიასა და ცეკვის მოტივებს Kawai-ის დრამ-მანქანასთან, პროტო-ჰიპ-ჰოპ სემპლინგთან და ელექტრონულ საცეკვაო რიტმთან. თავისუფლების უმაღლესი კოეფიციენტითა და არანჟირების კონცეპტუალური ხედვით GDEmpire-მა შექმნა პრეცედენტი, რომელიც 30 წლის შემდეგ 45 ბრუნიან ვინილზე გაცოცხლდა.

1993 · თბილისი · 45 RPM · GMLC004
90-იანების ქართული ალტერნატიული მუსიკა მრავალ ისტორიას იტევს, სადაც მუსიკის ინოვაციურობა ხშირად მის მიმართ გამოჩენილი ინტერესის საპირისპიროა ხოლმე. ამ და სხვა მრავალი მიზეზის გამო იმავე წლებში მუსიკოსთა ნაწილმა დატოვა მუსიკალური სცენა, მეორე ნაწილმა კი საქართველო.

1987–2015 · მანიფესტი · GMLC001, GMLC012, GMLC004, GMLC008
90-იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკა დღემდე შეუსწავლელი პერიოდი და ტერიტორიაა. საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად, სახელოვნებო პროცესებსაც ჩამოშორდა ყველა ის ჩარჩო და შეზღუდვა, რაც 70 წლის განმავლობაში ქართველთა შემოქმედებითი ცხოვრების მარწუხებში მოქცევას ემსახურებოდა.