
ტრეკლისტი · აუდიო სნიპეტები
დააჭირეთ მოსასმენადSide A
Side B
90-იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკის წიაღში მოღვაწეობდნენ ინდივიდები, რომელთა ენთუზიაზმმა და განსაკუთრებულმა ხედვამ უკეთესი მომავლის რეალური იმედი გააჩინა და იმდროინდელ ნაცრისფერ მუსიკალურ რეალობას გამოკვეთილი მრავალფეროვნება შესძინა. 1993 წელს, ქვეყნისთვის ურთულეს დროს, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, მაგრამ უკვე გამოცდილი მუსიკოსები სახელმწიფო ტელევიზიის ერთ-ერთ სტუდიაში რამდენიმე დღით რაღაც განსაკუთრებულის შესაქმნელად ჩაიკეტნენ — ასე დაიბადა დადა დადიანის მიერ ინიცირებული პროექტი „Georgian Dance Empire“, რომელიც გოგი ჩილაშვილს, სერგი გვარჯალაძესა და ბიბი კვაჭაძეს აერთიანებდა.
მათ მიერ შექმნილი მუსიკალური მასალა წარმოადგენს ექსპერიმენტულ, ჟანრობრივ სინთეზს, რომელიც ეფუძნება როგორც ქართულ, ისე დასავლურ მუსიკალურ ფესვებს. ჯგუფი თამამად ცვლის და ანგრევს მუსიკის წერის ტრადიციულ პრინციპებს, ოსტატურად იყენებს სხვადასხვა ინსტრუმენტსა და ქვეჟანრს, რაც ამ კოლაბორაციულ პროექტს გამორჩეულად ორიგინალურს, გულწრფელსა და ინოვაციურს ხდის.
თუ ქართული თანამედროვე მუსიკის განვითარების გზაზე ხშირად გვხვდებოდა დასავლური ნიმუშების პირდაპირი მიმბაძველობა, „Georgian Dance Empire“ ყველა ასპექტით საპირისპირო და უნიკალურია — გამორჩეული თავისუფლების უმაღლესი კოეფიციენტით, ინდივიდუალიზმით, პოეზიითა და არანჟირების კონცეპტუალური ხედვით, რომელიც მომავალი თაობებისთვის ხელოვნების ნიმუშად დარჩება.
კრედიტები