
ავანგარდ-პოპი, სინთ-პანკი, პერფორმანს-კოლექტივი · გრინჩი, ზომბი, Vinda Folio, MC CutDaKill, Luna9, Chipo
Kung Fu Junkie (2007–2016) იყო თბილისური მუსიკალური და პერფორმანს-კოლექტივი, რომელიც „ევრაზიული ლაბორატორიისა“ და ლეიბლ „სოკომუზიკას“ წიაღში მნიშვნელოვან კულტურულ ფენომენად იქცა. თაზო „გრინჩ“ ლიპარტელიანის, ზურა „ზომბი“ ჯიშკარიანის, თემო „Vinda Folio“ ეზუგბაიას, ამიკო „MC CutDaKill“ ნინუას, მაქსიმე „Luna9“ მაჩაიძისა და არჩილ „Chipo“ ქელბაქიანის უკომპრომისო სლოგანი იყო: „Dance or Die!“
ჩანაწერების უმეტესობა იქმნებოდა გრინჩის (თაზო ლიპარტელიანი) ოთახში, რომელსაც „Undersky“ ერქვა („ჩვენ ანდერგრაუნდი არ ვართ — ჩვენ Undersky ვართ!“). მუსიკის გარდა, კოლექტივი აქტიურად მონაწილეობდა სოციალურ აქტივიზმში. 2016 წელს ჯგუფის კომპოზიტორისა და თანადამფუძნებლის, გრინჩის გარდაცვალების შემდეგ კოლექტივმა არსებობა დაასრულა, ხოლო 2025 წელს GMLC010-ის სახით მათი ორმაგი ანთოლოგია გამოიცა.