
პოსტ-პანკი, დარკ-პანკი, ქოლდ-ვეივი · ქართული ანდერგრაუნდის პიონერი
ლადო ბურდული გვიანდელი საბჭოთა ეპოქის ქართული მუსიკალური სივრცის სრულიად გამორჩეული ფიგურაა: ფალიაშვილის ცენტრალური სამუსიკო სკოლის, სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებული და ოპერის თეატრის კონტრაბასისტი, რომელმაც კლასიკური იერარქია ცნობიერად უარყო და 1987 წელს დააარსა პოსტ-პანკ ჯგუფი „რეცეპტი“.
დარკ-პანკისა და ქოლდ-ვეივის გადაკვეთაზე მდგომი „რეცეპტი“ (ზაზა სახამბერიძე, კახა „ჟოზეფა“ გუგუშვილი, ვოვა ვარდანიანი, შალვა ხახანაშვილი, სანდრო „კირპიჩა“ კაპანაძე) პირველივე ნოტიდან სისტემისთვის პრობლემას წარმოადგენდა. 1987–1992 წლების საშინაო და საკონცერტო ჩანაწერები 45-ბრუნიან ორმაგ ვინილზე „რჩეული სიმღერები“ (GMLC012) პირველად გამოიცა 2026 წელს.