
პოეტი, მწერალი, მუსიკოსი, არტ-პოპი და ალტერნატივა
თანამედროვე ქართული მუსიკისა და ლიტერატურის საკვანძო ფიგურა. ჯგუფებიდან „არიში“, „ტაქსი“ და „საბავშვო მედიცინა“ სოლო შემოქმედებამდე („სვანური სიმღერები“, „აფრენ“, „ამო“, „სავსე“), ირაკლი ჩარკვიანმა რადიკალურად განაახლა ქართული პოეტური და მუსიკალური ენა.
2000 წელს Geo Records-ში, სტუდია „მელოდიასა“ და გიგა მიქაბერიძის სტუდიაში ქეთათო პოპიაშვილთან და გიორგი ასანიშვილთან ერთად ჩაწერილი ალბომი „ამო“ (GMLC008, 2×LP) აერთიანებს ელექტრონულ მინიმალიზმს, კამერულ დრამატურგიასა და სამოქალაქო ლირიკას („სექსი“, „ორღანი 78“, „ისტორიას“, „წყალს“), რომელიც თაობების კულტურულ კოდად იქცა.

1993 · თბილისი · 45 RPM · GMLC004
90-იანების ქართული ალტერნატიული მუსიკა მრავალ ისტორიას იტევს, სადაც მუსიკის ინოვაციურობა ხშირად მის მიმართ გამოჩენილი ინტერესის საპირისპიროა ხოლმე. ამ და სხვა მრავალი მიზეზის გამო იმავე წლებში მუსიკოსთა ნაწილმა დატოვა მუსიკალური სცენა, მეორე ნაწილმა კი საქართველო.

1993–1995 · თბილისი · GMLC001, GMLC008
კითხვა, თუ 90-იანი წლებიდან რომელ ქართულ ბენდს ჰქონდა ყველაზე გამორჩეული ჟღერადობა, ჩემთვის ყოველთვის რიტორიკული იყო — „Mother On Mondays“ დღემდე ყველაზე სწორი პასუხია.

1987–2015 · მანიფესტი · GMLC001, GMLC012, GMLC004, GMLC008
90-იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკა დღემდე შეუსწავლელი პერიოდი და ტერიტორიაა. საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად, სახელოვნებო პროცესებსაც ჩამოშორდა ყველა ის ჩარჩო და შეზღუდვა, რაც 70 წლის განმავლობაში ქართველთა შემოქმედებითი ცხოვრების მარწუხებში მოქცევას ემსახურებოდა.