
ტრეკლისტი · აუდიო სნიპეტები
დააჭირეთ მოსასმენადSide A
Side B
Side C
Side D
2000 წელს Geo Records-ში, სტუდია „მელოდიასა“ და გიგა მიქაბერიძის სტუდიაში ჩაწერილი და 2001 წლის დეკემბერში „ქართული ჩანაწერების“ მიერ გამოცემული მესამე სოლო ალბომი „ამო“ ირაკლი ჩარკვიანის ერთ-ერთი ყველაზე კონცეპტუალური, მუსიკალურად დაწმენდილი და სოციალურად მჭრელი ნამუშევარია.
ქეთათო პოპიაშვილის თანაავტორობითა და ვოკალური მონაწილეობით, გიორგი ასანიშვილის ხმის რეჟისურითა და მიქსით, ალბომმა ზუსტად აღბეჭდა 90-იანი წლების მიწურულისა და ახალი ათასწლეულის დასაწყისის საქართველოს ეგზისტენციალური განწყობა. აქ ელექტრონული რიტმიკა, აკუსტიკური და სასულე შტრიხები („საქართველო“, „ამო“, „ერთად“, „სექსი“, „ორღანი“, „ისტორიას“, „უსაფრთხოება“, „წყალს“) პირდაპირ ემსახურება სიტყვის სიმძიმესა და სისადავეს.
მაქსიმე ჩარკვიანის ყდის კონცეფციითა და სოსლან სანაკოტის ვინილის დიზაინით, GMLC008 2024 წლის ოქტომბერში პირველად გამოიცა ლიმიტირებულ ორმაგ ვინილზე (2×12" LP).
კრედიტები