
ტრეკლისტი · აუდიო სნიპეტები
დააჭირეთ მოსასმენადSide A
Side B
Mother On Mondays 90-იანი წლების ომგამოვლილ თბილისში, სამი განსხვავებული ჯგუფის გაერთიანებით ჩამოყალიბდა. სახელი ჯგუფს ფრენკ ზაპას სიყვარულით ერგო, თუმცა მუსიკალურად ისინი მაინც 80-იანი წლების ბრიტანული პოსტ-პანკისა და სინთ-პოპის ჟღერადობისკენ იხრებოდნენ. ჯგუფის ძირითადი ფილოსოფია ერთი იყო — შეექმნათ სრულიად განსხვავებული და ექსცენტრიული მუსიკა, რომელსაც იმ პერიოდის ჩანასახში მყოფი ქართული მუსიკალური სცენა სრულიად მოკლებული იყო.
1993 წელს სადებიუტო ალბომის „Clear & Cold“-ის გამოშვების და მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის ტურნეს შემდეგ, ჯგუფი ორმა წევრმა დატოვა, დარჩენილმა სამკაციანმა შემადგენლობამ (გოგი ძოძუაშვილი, George Delon / გოგლიკა, ლევან ჯავახიშვილი) კი აღნიშნული დანაკლისის შევსება სინთეზატორის თბილი ჟღერადობის გამოყენებით გადაწყვიტა, რაც იმ პერიოდის ქართული ალტერნატიული მუსიკისთვის რისკიანი და ამავე დროს ერთ-ერთი პირველი მაგალითი აღმოჩნდა.
ასე დაიბადა „Friends“ (1995) — ალბომი, რომელიც ჯგუფის იმ პერიოდის შემადგენლობისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა, თუმცა წლების შემდეგ ახალი თაობის მუსიკოსებისა და მსმენელისთვის კვლავ საკულტო სტატუსს ინარჩუნებს. გარეთ არსებულმა მძიმე სოციალურმა გარემომ ვერაფერი დააკლო ჯგუფის შემოქმედებით პროცესს — მუსიკამ მათთვის ცალკე, ნათელი სამყარო შექმნა, ხოლო Pet Shop Boys-ის გავლენითა და სრულიად ქართული, ავთენტური იდეით ჩაწერილი „Friends“ დღემდე რჩება ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მოდერნულ მუსიკალურ ნამუშევრად.
კრედიტები